“პუტინი უკრაინის განადგურებისკენ ისწრაფვის” – შოლცი

23
spot_img

ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სურვილის გამო: მთლიანად გაანადგუროს უკრაინული სახელმწიფო და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა დიალოგიდან სრულმასშტაბიან ომზე გადასვლა.

„2022 წლის 24 თებერვლის წინ დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე“,- აღნიშნა კანცლერმა.

კანცლერის თქმით, პუტინია სწორედ ის, ვისაც შეუძლია ომის შეწყვეტა უკრაინიდან ჯარების გაყვანით.

„მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი ზოგადი სიგნალი რუსეთისადმი უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის და საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა შოლცმა.