ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

63
spot_img

ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე დაიღუპა. მ.გ-ს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის ქუჩას ალაგებდა.  ინფორმაციას Ajara Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.