პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე – ჯოზეფ ბორელი

26
spot_img

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე.

“როგორც იულია ნავალნაიამ განაცხადა, პუტინი რუსეთი არ არის, რუსეთი პუტინი არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა ალექსეი ნავალნის მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ.