ეიფელის კოშკი თანამშრომელთა გაფიცვის გამო დღეს დამთვალიერებლებისთვის დაიხურა

53
spot_img

ეიფელის კოშკი თანამშრომელთა გაფიცვის გამო დღეს დამთვალიერებლებისთვის დაიხურა.

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობის თანამშრომლები ძეგლის ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოს ხარჯების არასწორად განაწილებაში ადანაშაულებენ.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, არასათანადოდ არის დაანგარიშებული პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ეიფელის კოშკზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ხარჯებიც.

გაფიცვის ფარგლებში პერსონალი დედაქალაქის მერიისგან, რომელიც ეიფელის კოშკის კაპიტალის 99 პროცენტს ფლობს, დროულ რეაგირებას ითხოვს.