“პუტინი და მისი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს” – ალექსეი ნავალნის მეუღლე

21
spot_img

პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ალბათ თქვენ ყველამ ნახეთ დღეს მიმდინარე საშინელი ამბები. მეც ვფიქრობდი, აქ მოვსულიყავი თუ ეგრევე შვილებთან გავფრენილიყავი. მერე ვიფიქრე, თუ რას იტყოდა ალექსეი ნავალნი და დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ იქნებოდა. ამ სცენაზე იდგებოდა. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა ამ საშინელ ამბებს, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვიღებთ. ყველამ იცით, რომ არ შეგვიძლია პუტინის მთავრობის გვჯეროდეს. ისინი სულ იტყუებიან.

მაგრამ ეს თუ სიმართლეა, მინდა, რომ პუტინმა და მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დადგება.

მინდა მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უკეთებენ ბოლო წლებში”, – განაცხადა ნავალნაიამ.