პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

21
spot_img

საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს.

„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.

პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.