​პრიგოჟინის და რუსეთის შეთანხმება მოკლევადიანი გამოსავალია, კრემლი ახლა არასტაბილურ მდგომარეობაშია – ISW

99
spot_img

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება ბოლომდე არ მიიყვანა, კრემლი ახლა „ღრმად არასტაბილურ“ სიტუაციაშია.

ISW-ის ექსპერტები წერენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მოკლევადიანი გამოსავალია და პრიგოჟინის აჯანყებამ ნათლად აჩვენა სისუსტეები კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ წარუმატებელი აჯანყება და მოკლევადიანი შეთანხმება სავარაუდოდ, არსებითად დააზარალებს რუსეთის ომის ძალისხმევას უკრაინაში.

„აჯანყებამ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ძალების სისუსტე, აჩვენა პუტინის უუნარობა გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო გაანადგურა მისი მონოპოლია ძალაზე“, – ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში.