პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები – ხატია დეკანოიძე

21
spot_img

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და მისთვის გაუგებარია რეფერენდუმის იდეა, რასთან დაკავშირებითაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.

თუმცა, დეკანოიძის თქმით, მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ქარტიას.

„დღეს პრეზიდენტს ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა გამოაცხადა. მხარს ვუჭერ როგორც რეფორმების ნაწილს, ასევე პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც გადის არჩევნებზე. ეს ნდობა, უპირველეს ყოვლისა, არის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს, ჩვენ ძალაუფლებისთვის კიარ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ამ ქვეყნის გადასარჩენად“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.