საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.