პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელში საპროტესტო აქციები მეორე დღეა, მიმდინარეობს

21
spot_img

ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მეორე დღეა, მიმდინარეობს. გუშინ ანტისამთავრობო აქციას იერუსალიმის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეუერთდა.

სიენენის“ ინფორმაციით, დღეს აქციის მონაწილეები ისრაელის პარლამენტთან მივიდნენ აბრებით. ისინი ნეთანიაჰუს გადადგომასთან დაკავშირებულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება.

აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ისრაელის პარლამენტთან დარჩენას ოთხშაბათამდე, როდესაც პარლამენტი საგაზაფხულო დასვენების შემდეგ მუშაობას განაახლებს.

შეგახსენებთ, თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ვარაუდებს ვადამდელი არჩევნების შესახებ და აცხადებს, რომ ამით მხოლოდ „ჰამასი“ ისარგებლებს.