პოზიციები გავცვალეთ – მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით -ნიკა გვარამია

41
spot_img

ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფართო სათანამშრომლო ფორმატების მომხრეა.

„ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს.

[შეხვედრაზე] პოზიციები გავცვალეთ, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ.

განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, ნიკა მელიასთანაც, ზურასთან [ჯაფარიძე] და ელენესთანაც [ხოშტარია]. ზოგადად მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით. “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება რომ არ მოხდეს. არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია, რომ სხვანაირად იყოს იმიტომ, რომ ოპოზიციური კოალიცია “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ვერ იქნება”, – აღნიშნავს გვარამია.