პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც, აბონენტენებისთვის ნომრის პორტირების გამარტივების საკითხსაც შეეხო.
მისი განცხადების მიხედვით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, ახალი წესები დაამტკიცა. “განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ.” – აღნიშნა კახა ბექაურმა და დაამატა, რომ პორტირება უკვე არსებული ნომრის ცვლილების გარეშეც შესაძლებელია.