მთიან ყარაბაღში დაჭრილების და დაღუპულების შესახებ BBC ინფორმაციას ავრცელებს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი შეიყვანეს, 5 კი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.
ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.