პოლიციამ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაკეტა

22
spot_img

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.

ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები.