პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

314
spot_img

ვერძი

ამ დღეს რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თქვენ გარშემო, თავს მით უკეთესად გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად ხალხმრავლობა და ურთიერთობები გჭირდებათ. გირჩევთ სახლიდან გასვლამდე მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯი გათვალოთ, რათა ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და ცარიელი ჯიბით არ დაბრუნდეთ.

კურო

თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომ ადამიანებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. ასევე, შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას უფროს ნათესავებთან ურთიერთობაშიც. თუმცა, გირჩევთ ის აკეთოთ, რაც თავად გსურთ და არა გარშემო მყოფებს. სამსახურში დამატებით ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ – ამისთვის არც ძალა გეყოფათ და არც სურვილი.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს გეგმის მკვეთრად შეცვლა მოგიწიოთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. სამსახურში მოულოდნელი პრობლემები დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას არ გაძლევთ. თუ უმიზეზო სევდა მოგეძალათ, მარტო ნუ დარჩებით – გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვინც თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.

კირჩხიბი

უბრალო გაუგებრობის გამო მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში ცვლილებები გელით. მზად იყავით პარტნიორთან უთანხმოებისთვისაც, რისი მიზეზიც შეიძლება ფინანსები გახდეს. არახელსაყრელი დღეა ბანკებთან ურთიერთობისთვის. დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანებთან. ამიტომ ნუ მოერიდებით ხალხმრავალ შეკრებებს, სადაც სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ.

ლომი

ეცადეთ სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ, რომ მენეჯმენტს თვალში არ მოხვდეთ. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ მაშინაც, როდესაც გარშემო მყოფები ცდებიან ან უსამართლოდ გექცევიან. დროულად მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ გაურკვეველ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ქალწული

გარკვეული ვალდებულებების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან ან მენეჯმენტთან. გამორიცხული არაა ცვლილება, რომელიც არ მოგეწონებათ. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

სასწორი

მიზნების მისაღწევად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, განსაკუთრებით – დღის პირველ ნახევარში. საბედნიეროდ, ახლოს არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ რჩევისა და დახმარებისთვის მიმართოთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან და ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა და გარკვეულ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწიოთ.

მორიელი

პარტნიორთან კამათი და გაუგებრობა გელით. სავარაუდოდ, ეს საყოფაცხოვრებო საქმეების ან დღის გეგმების გამო მოხდება. არახელსაყრელი დღეა სტუმრების მისაღებად ან ნათესავებთან ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით მიზნის მიღწევა იმაზე ადვილი იქნება, ვიდრე ფიქრობდით. ამაში ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას ან უბრალოდ, კარგ დამოკიდებულებასაც არ ელოდით. ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერება და სიმტკიცე გჭირდებათ.

თხის რქა

ეცადეთ, უსარგებლო ნივთებში და გართობაში ბევრი ფული არ დახარჯოთ, რადგან ოჯახში დაუგეგმავი ხარჯები გელით. მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში ჭამას. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ საქმე, რომელიც შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, თქვენს ღირსებებს კიდევ ერთხელ დააფასებენ.

მერწყული

ზოგჯერ ჩვენი სურვილები შესაძლებლობებს არ ემთხვევა, ამიტომ შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება იგრძნოთ. გირჩევთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. ეცადეთ ნათესავებთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინოთ და შემოსული ინფორმაცია გამუდმებით აკონტროლოთ, რათა მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ.

თევზები

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, დაწყებული პროექტი დაასრულოთ და სხვა ადამიანებს დაეხმაროთ. ერთ-ერთ ნათესავთან ან მეგობართან ურთიერთობისას მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელიც მალე აღმოიფხვრება. ამ დღეს დაგეგმილი მოგზაურობა იმედგაცრუებას მოგიტანთ.