პარლამენტთან აქცია დასრულებულია – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

47
spot_img

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო ძალებისგან თავისუფალია. როგორც სპეცრაზმი, ისე სხვა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაიყვანეს.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია დღეს, 12:00 საათიდან კვლავ გაიმართება.

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.