ფაქტობრივად სალომე ზურაბიშვილმა ნეომიშისტური მიმდინარეობა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა დააანონსა – ნინო წილოსანი

11
spot_img

სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ქვეყანასი „ნეომიშისტური მიმდინარეობა“ დააანონსა.

„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა, თუმცა ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი დადიოდა საზღვარგარეთ და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველომ გააგრძელა ევროპული სვლა და გააგრძელებს“, – განაცხადა წილოსანმა.