პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ [კანონის მხარდაჭერას], ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.