პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერის“ შთაგონებით სუნამო შექმნა

26
spot_img

პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა Moth and RABBIT PERFUMES ახალი სუნამო „ბროწეულის ფერი“ შექმნა სერგო ფარაჯანოვის ამავე სახელწოდების ფილმის შთაგონებით.

პარფიუმერიის სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სუნამოს ბროწეულის, შავი მოცხარის და ციტრუსის არომატი აქვს.

მისი 50 მილილიტრიანი ფლაკონის ფასი 139 ევროა.

Moth and RABBIT PERFUMES პარფიუმერიის ექსპერიმენტული ბრენდია, რომელიც ბერლინში 2016 წელს შეიქმნა.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებული სუნამოს შთაგონების წყაროს, „ბროწეულის ფერი“ სომხური წარმოშობის ქართველმა კინორეჟისორმა, სერგო ფარაჯანოვმა 1968 წელს გადაიღო სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. კინოსურათი ფარაჯანოვის ესთეტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. თავის მხრივ, ფილმის შთაგონების წყაროდ რეჟისორმა სომხური ილუსტრირებული მინიატურები დაასახელა.