,,ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ საფრთხეს და მეორე მხრივ, გვინდა, საკითხი დარეგულირდეს სამართლიანად”- სარჯველაძე

25
spot_img

ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ საფრთხეს და მეორე მხრივ, გვინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს სამართლიანად – ერთის მხრივ, მხედველობაში მივიღოთ თვითონ მოსახლეობისგან განწყობები ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, არ დავარღვიოთ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ. პირადად ჩემთვის ეს მართლა საყურადღებო და პრობლემური საკითხია, როდესაც არასრულწლოვანებს ეხება საქმე. ამას უწოდებენ ხოლმე ადრეულ სექსუალიზაციას, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებს ცრუ დილემის წინაშე აყენებენ. მაგალითად, ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში უჩენენ დილემას, თუ როგორი სექსუალური ორიენტაციის უნდა იყოს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის სერიოზული საკითხი და მოითხოვს ჩაღრმავებას. „სამწუხაროდ, მათ ამის დიდი რესურსი არ გააჩნიათ და იმისთვის ფრთხილობენ, რომ ხელი არ დაიწვან“, – განაცხადა სარჯველაძემ.