“პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები არ ისმის” – ალეკო ელისაშვილი

16
spot_img

პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები არ ისმის, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, არ სჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია მოხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი ირაკლი კობახიძეა, საუბარი ჯერ ძალიან წყნარად მიმდინარეობს. დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები ისმის-მეთქი, რომ გითხრათ, არა, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს. არ მჯერა, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაცია მოხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.