ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, რომ გახდეს უფრო მდიდარი ადამიანი, სხვა მას არაფერი აინტერესებს და სწორედ ამისთვის სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის იყენებს პარტიას, როგორც ინსტრუმენტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტს იყენებს.
„ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გახდეს კიდევ უფრო მდიდარი ადამიანი, ეს არის მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი, სხვა არაფერი არ აინტერესებს. ამ ყველაფერს, ცხადია სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის აქვს სწორედ ეს პარტია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აყალბებს, რომელიც ყიდულობს, რომელიც აშინებს სუს-ით, პროკურატურით, ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსებით, რომ ოღონდაც და ძალაუფლება შეინარჩუნონ,“ -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.