პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

14
spot_img

პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე“ დადებული ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი ეყარა უშუალოდ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც ჩავარდა 0 მომხრე, 66 წინააღმდეგი, რის შემდეგაც დეპუტატებმა ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს დაუჭირეს მხარი 78 მომხრე, 0 წინააღმდეგი.

მოტივირებული შენიშვნებით ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, რომ ცესკოს, გადაწყვეტილების მისაღებად ორ/მესამედიანი კვორუმის, ანუ 12-ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი იმ საბჭოს შენარჩუნებას ითხოვდა, რომელიც წლებია არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზით აღარ არსებობს.