პაპუაშვილი – ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ეს არის „პოტიომკინის სოფლების“ შენება – ისინი სულით და გულით კომკავშირელები არიან”

19
spot_img

ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ეს არის „პოტიომკინის სოფლების“ შენება. ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც თავისი სულით და გულით კომკავშირელები არიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონში. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ის “პოტიომკინის” სოფლები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს აჩვენებდა, თითქოს აქ რაღაც კეთდებოდა, დიდი ხანია გაშიფრულია. ყველამ ჩახედოს ციფრებს. ერთადერთი რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია, ეს არის “პოტიომკინის სოფლების” შენება. ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში – მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც თავისი სულით და გულით არიან კომკავშირელები,” – განაცხადა პაპუაშვილმა.