“ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელი იყო და მილიონერი გახდა” – პაპუაშვილი

27
spot_img

ჩვენ ვსაუბრობთ 2%-იან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს აიღო 2%. ეს არის „ლელოს“ მიღწევა, რომ 1 წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. 2%-იანი პარტია ზოგადად რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე ეს კომედიაა და ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ლელო“ სხვადასხვა კამპანიების წამოწყებითა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს მედიის დღის წესრიგში დარჩენას.

„მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინ იყო საუბარი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველია. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ის არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელი იყო და მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირელები მილიონერები ეს კარგად ვიცით. ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მასში, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამას მიაქციოს ყურადღება საზოგადოებამ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.