,,პალესტინელების გადასახლება ომის დანაშაული იქნება” – იორდანიის მეფე

89
spot_img

პალესტინელების ძალადობრივი ან შიდა გადასახლება ომის დანაშაული იქნება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ იორდანიის მეფემ ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, აბდულა მეორე ღაზის სექტორში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სწრაფი ჰუმანიტარული დახმარების მოწოდებით გამოვიდა.

მანამდე ეგვიპტემ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პალესტინელი დევნილების მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში მიუღებელი იქნებოდა.

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.