Home Blog Page 98

კურსკის ოლქში დამატებით 13 კვადრატული კილომეტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა-ალექსანდრ სირსკი

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

“უსაფრთხოების ზონის შექმნისა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტის, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრების მიზნით, თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ.

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებულ პუნქტზე”, – განაცხადა სირსკიმ.

იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები-ლევან მაჭავარიანი

“იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან ოპოზიციურმა პარტიებმა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია დაასკვნის, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგები და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები.

ეს ყველაფერი დაიწყო წლების წინ როდესაც ნაციონალურ მოძრაობას თითქოს გამოეყო გიგა ბოკერია და შეიქმნა „ევროპული საქართველო“. ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ეგონა, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, გუშინ თუ გუშინწინ გიგი წერეთელი რომ შეუერთდა მათ, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს უბრალოდ არის სხვადასხვა სახელწოდებები, ისინი წარმოადგენენ ერთიან ძალას. იგივე შემთხვევა არის მაგალითად „ახალი“, ახალთახალიც რომ დაირქვან, მაინც არიან ძალიან ძველები. როგორ უნდა შეიყვანონ საზოგადოება მათ შეცდომაში? ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი და კარგად აზროვნებს ჩვენი საზოგადოება.

ბატონი გვარამია გახლდათ გენპროკურორი თუ გენპროკურორის მოადგილე და იუსტიციის მინისტრი და რამდენ სისხლიან და უსამართლო საქმეში აქვს მონაწილეობა უშუალოდ მიღებული ხომ? ბატონი მელია გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, როგორ არის ის ახალი? ქალბატონო ელენე ხოშტარია რამდენი ფლანგიც იყო ყველგან ნამყოფია, „ევროპული საქართველოს“ წევრიც იყო და ისიც და მისი ოჯახიც წლების განმავლობაში უკვე ფინანსდება რუსეთიდან და ამ კითხვებზეც არ აქვს პასუხი გაცემული საზოგადოებისთვის.

ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია და რა ამორალური განცხადებები აქვს მას გაკეთებული, მე ვერ გაკადრებთ, რომ ეს ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ როგორი არა პატრიოტული განცხადებები აქვს გაკეთებული ამას გეტყვით – მას პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მისთვის ავტორიტეტს არც მისი მშობელი და არც პატრიარქი არ წარმოადგენს. კი ბატონო ეს მისი უფლებაა და მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს გაჰყვება თუ არა ასეთ ლიდერს, მაგრამ კითხვაზე თვლის თუ არა ის თავს ქვეყნის პატრიოტად, მას პასუხი აქვს გაცემული, რომ მე თავს ქვეყნის პატრიოტად არ ვთვლიო. ეს ჩამოვთვალე „ახალი“ თუ ძველების შემადგენლობა.

ხატია დეკანოიძე რომ უერთდება, ყველამ ვიცით ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა, ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია. სადაც არ უნდა გავიხედოთ აბსოლუტურად ყველგან, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან და იმისთვის აკეთებენ მათი გარე დავალების მიმცემები ამას, რომ თითქოსდა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ სხვადასხვა ცენტრებია, სხვადასხვა პარტიებია, ანუ ადამიანს, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია ყველა დაასკვნის იმას, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში განაცხადა.

„აზერბაიჯანმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რათა BRICS-ის წევრი გახდეს“, – განაცხადა ჰაჯიზადემ.

ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობას

ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელები და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი “კოლექტიური ნაცმოძრაობა”-ირაკლი კირცხალია 

„ორ თვეში არჩევნებია და ბევრს ვნახავთ ასეთ დაშლებს, გაერთიანებებს, რებრენდინგებს, მაგრამ წარსულის რებრენდინგს ვერ გააკეთებ და წარსულს ვერ ამოშლი. ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელი და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, მსგავს გადაჯგუფებებს კიდევ ვიხილავთ, მაგრამ ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ და წარსულს ვერ წაშლიან.

„ამასაც ვამხელდით, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, აი ამ „საპნის ოპერის“ ჟანრიდან, კიდევ ბევრს ვნახავთ. ერთი დღე დამისახელონ აი ეს სახეები, რომლებიც დღეს ხან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდიან, ხან მის ანასხლეტებში, როდის არ იყვნენ ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები?! როდის არ იყვნენ ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამტარებლები?! და კიდევ ერთს ვიტყვი, როგორ შეიძლება ძველი სახეების, პირდაპირ აფილირებული პოლიტიკოსების გადანაცვლებით ხალხს და საზოგადოებას მიაყენო შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ეს არის ახალი სახე და ახალი სისხლი.
რაც შეეხება, გადასვლებს, გადმოსვლებს, შეერთებებს, ვითომ ახალი სახის მიერთებებს და ა.შ. ბევრი ვნახეთ ამ ფლანგზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი ჰქვია, მარტივი არითმეტიკული შეკითხვა მაქვს-ერთს რომ ერთი, ორი ან სამი ნული მიუმატო, ხომ დარჩება ერთი? აი ეს არის და მეტი არაფერი. ზოგადად ყველაფრის შეზელა, უპრინციპობა, უღირსობა და ასე შემდეგ, არ მინდა სახელებს და გვარებს შევეხო, მათი მხრიდან გასაკვირი არ არის. ასე რომ, კიდევ ბევრს ვნახავთ ასეთ გადასვლა-გადმოსვლებს, მაგრამ ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, მეხსიერებაც კარგი აქვს და ბრძენია საზოგადოება. ისინი წარსულს ვერ წაშლიან. იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაჩირქდა და ახლა არის მცდელობა, მათი პატრონების დავალებით, როგორმე ამ ანასხლეტებმა 5%-იანი ბარიერი გადალახონ და შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ შედეგი არის ერთი და ეს შედეგი არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი და ამას მივიღებთ 26 ოქტომბერს, ისტორიულ მინიმუმს დაწერენ ისინი“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედიო, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი -ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს მიმართავს

ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენ, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით წერს.

როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო სიის ხათრით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი. მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე“, – წერს ანა წითლიძე.

ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.

“მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს”-ცესკო “სმარტმატიკთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად.

საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, „სმარტმატიკის“ ინფორმაციით დავა მიმდინარეობს არა კომპანიის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ეტაპზე გათავისუფლებული არიან „სმარტმატიკიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალის ადრესატებს არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არ ჰქონიათ, შეინიშნება ამ თემით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა. ამდენად ფაქტი, რომელზეც საუბარია მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ვერანაირად ვერ აისახება საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აპარატების გამართულ მუშაობას და მის მიმართ სანდოობას.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ,,Pro V&V”-მ ჩაატარა არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი და დაადგინა, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულია კენჭისყრის ყველა ეტაპის გადამოწმება და აუდიტირება, რადგან ყველა ეტაპზე არის ქაღალდის კვალი, ე.წ. „Paper Trail“. ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ დავა, რომელზეც საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში, არის მიმდინარე და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ეს არის გავრცელებულ ინფორმაციაში ხსენებული კონკრეტული პირებისა და კონკრეტული ქვეყნის შემთხვევა და ის გავლენას ვერ მოახდენს ჩასატარებელ არჩევნებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

არჩევნების მთლიანობის დაცვა მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გზით აუცილებელია დემოკრატიული სისტემების სიჯანსაღისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამდენად, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანეს პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – საუბარია განცხადებაში.

“მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ.“ შფოთავს სენატორი ბენ კარდინი. ამიტომ უნდათ აშშ-ი კამალა!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ.“ შფოთავს სენატორი ბენ კარდინი. ამიტომ უნდათ აშშ-ი კამალა! ჩვენთან კი მისი ამალა – შარვალჩადილები! ნამუსწახდილები! ნიკები, ლяკები, კიკუები, ლელოები და ლომჯარიები!

ეხლა პასუხი ჩვენზეა!“,-წერს გოგა ხაინდრავა.

ბენ კარდინი სოციალურ ქსელში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მსგავსი კანონის მიღება, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს, დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0236 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს – თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა – სასაცილოა ეს ყველაფერი – სააკაშვილი

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში „ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება“ გამოგვიცხადეს.

„ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26-ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი, იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა, ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

გილოცავთ თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების დასრულებას! – შალვა პაპუაშვილი

მოგესალმებით საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საამაყო სასწავლებელში, ადგილში, სადაც ყველაზე მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით ძგერს სამშობლოს მცველთა გულები. გილოცავთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებას! – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მე-10 და საკანდიდატო კურსის მე-19 გამოშვებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია.

მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, მათ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს და ეს ყოველთვის ასე იქნება.

,,დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებით საამაყოა თავდაცვის ძალების წევრობა. ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, უამრავი ქართველის ოცნება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი. დღეს თქვენთვის ეს ოცნება რეალობად იქცა.

გილოცავთ სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულებას. დღეიდან გექნებათ პატივი და უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭით, თქვენი განათლებით, თქვენი ყოველდღიური ძალისხმევითა და საქმიანობით კიდევ უფრო განამტკიცოთ სამშობლოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს ჯარის გაძლიერება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ერისაც და ბერისაც, მთავრობისაც და ხალხისაც, ქალისაც და კაცისაც. ამიტომაცაა, რომ წლიდან წლამდე ვზრდით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, განვამტკიცებთ ჩვენს თავდაცვის უნარიანობას, საუკეთესოდ აღვჭურავთ ჩვენს ჯარს, ვაძლევთ ქვეყანაში საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას. მთავრობა და პარლამენტი მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო მშვიდობიანად განვითარდეს და მეორე მხრივ, კარგად მომზადებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვის ძალები. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, თქვენ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ და ეს ყოველთვის ასე იქნება.

მადლობას გიხდით ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებიც აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერლის მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, სულს და გულს დებთ თავდაცვის ძალების ოფიცერთა ახალი თაობების აღზრდაში. განუზომელია თქვენი წვლილი სამშობლოს წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების და სტუდენტების ოჯახის წევრებს. თქვენ მაგალითს გვაძლევთ იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსადმი ერთგულება. მადლობა თქვენი პატრიოტიზმისთვის, მადლობა ასეთი შვილების აღზრდისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ პატივს – გერქვათ ქართველი ოფიცერი – და გისურვებთ მშვიდობიან ცას, რადგან არავინ უფრო უკეთ არ იცის მშვიდობის ფასი, ვიდრე მან, ვისაც ამ მშვიდობის დაცვა აბარია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ – მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე წარსდგნენ. ღონისძიებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრო.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულ ოფიცრებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.

ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, ნაყოფია დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო, სერიოზული, სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა. დღევანდელი ოპოზიციური ძალები, დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი. პირადად მქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან. მინდა მადლობა ვუთხრა მას. ეს კარგად ესმის მას, ამ ერთიანობის სულის ჩამდგმელია, მუდმივად ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ბევრი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი, პატრიოტები გაერთიანდნენ, რადგან ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაიბრუნებს იმ დიდ შანს, რაც გააჩნია – ისტორიულ არჩევანს, ევროპას.

არჩევანი მარტივია ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში. ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანები ამ გამარჯვების მოახლოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე“, – აღნიშნა ნაყოფიამ.