Home Blog Page 947

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს.

თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ.

თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე –  თელავის, ქუთაისის, მცხეთის, დმანისი-თბილისის მარშრუტსა და ახლა უკვე ახალციხის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში, თიბისის სტუდენტის ბარათით გადახდისას, ნახევარ ფასად იმგზავრებენ.

თიბისის შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, იმ ქალაქში აიღონ ბარათი, სადაც ვრცელდება შეღავათი.

შეთავაზება ვრცელდება როგორც Visa, ისე Mastercard ტიპის ბარათებზე. შეღავათი ავტომატურად გააქტიურდება  ბარათის აღებიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის და სტუდენტის მხოლოდ ფიზიკურ ბარათებზე, Apple/Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში არ გავრცელდება შეღავათი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე აქ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, ამიტომ მუდმივად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და შეთავაზებებს.

(R)

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.

ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში პაციენტებისთვის ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან. საბჭოს სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სიახლე პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.

მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა.

პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.

პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს.

რასაც დათესავ, იმას მოიმკი! – გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერის განცხადებაზერასაც დათესავ, იმას მოიმკი!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში მეთიუ მილერის განცხადებიდან ციტატას აქვეყნებს და წერს:

„რასაც დათესავ მეთიუ, იმას მოიმკი! სპეკულაცია ფაქტების გაგებამდე თქვენი მოგონილია! უპასუხისმგებლობაც!“, – წერს ხაინდრავა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა:

„პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“.

ირაკლი კობახიძე IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა.

საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას საარჩევნო კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის.

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა.

სააგენტოს ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 10%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები საფრანგეთი +30.3%, გერმანია +24.3%, გაერთიანებული სამეფო +16.3%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ კანადაში, მასშტაბური ხანძრების გამო, ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

აღმოსავლეთ კანადაში, მასშტაბური ხანძრების გამო, ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ტყის ხანძრებმა 24 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ლაბრადორ სითიში საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია ათასობით მოქალაქეს, ასევე დაიხურა ადგილობრივი საავადმყოფოები.

გასულ კვირას ითვლებოდა, რომ ხანძარი კონტროლირებადი იყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ხანძრის გაძლიერებას ხელი ამინდის გაუარესებამ შეუწყო.

კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, განგაში იყო გამოცხადებული

კიევში გამთენიისას, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, განგაში იყო გამოცხადებული. სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, კიევის ოლქის მიმართულებით ჩერკასის ოლქიდან დიდი რაოდენობით დრონები გაუშვეს.

აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. ქალაქის ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეწყვეტილია.

საბრძოლო მოქმედებები აქტიურად გრძელდება დონეცკის მხარესაც.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 ივლისს ქუთაისში +34=5 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. +34 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +35 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +34 იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +36 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +35 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპმა დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი დაასახელა.

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფრთხილად იყავით, დღევანდელი დღე ბევრი ვერძისთვის სტრესს უკავშირდება. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობას და კრიტიკულ შენიშვნებს მოერიდოთ. სამსახურში მიღწეული წარმატება თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს და გუნდის ლიდერად გაქცევთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში უნდა იტრიალოთ.

კურო

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დაწყებული ყველა საქმის დასრულებას შეძლებთ, თუმცა სამსახურში დაძაბული ატმოსფერო და მენეჯმენტთან კონფლიქტი მუშაობის შედეგებზე აისახება. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას.

ტყუპები

შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ თქვენი დამოკიდებულება გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეფუძნება. ეჭვებით და ვარაუდებით ცხოვრებას ჯობს, ყველაფერი კარგად გადაამოწმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. უახლოეს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ზღვარგადასული აქტივობა სწრაფად დაგღლით.

კირჩხიბი

ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა ეცადეთ, ისეთი საქმე აკეთოთ, რომელსაც სხვების დახმარების გარეშე გაუმკლავდებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. გაითვალისწინეთ, რომ ცუდი განწყობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

დღის მეორე ნახევარში იმდენად მიზანდასახული და ამბიციური იქნებით, რომ გარშემო მყოფებში შურს აღძრავთ. პარტნიორობს შორის მოსალოდნელია ეჭვიანობა და ღალატში ცრუ ბრალდებები, თუმცა საბოლოოდ ყველაფრის გარკვევას შეძლებთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და სურვილების შესახებ არავის არაფერი უამბოთ. საღამოს ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ინფორმაციები მოისმინოთ

ქალწული

თუ ემოციების მოთოკვას არ ისწავლით, დილას დიდი კონფლიქტი გელით. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ ახალ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და დაასრულოთ რთული პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები და რისკები საგულდაგულოდ უნდა შეაფასოთ.

სასწორი

რთული დღეა, რომელიც დაბნეულობას მოგიტანთ. უარყოფითი ემოციებისა და დაბრკოლებების დასაძლევად მეტი უნდა იაქტიუროთ. საღამოს გირჩევთ, მშვიდ გარემოში განმარტოვდეთ, რათა განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.

მორიელი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირდება და ავადმყოფობის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებით. სპორტდარბაზში ვარჯიში ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მხოლოდ ერთი და ყველაზე ადვილი საქმე უნდა აირჩიოთ – რამდენიმე საქმისთვის არც ძალა გეყოფათ და არც მონდომება.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი სული და სხეული მხოლოდ დადებითი ენერგიით იქნება სავსე და ეცადეთ, ეს ენერგია პროფესიული საქმიანობისკენ მიმართოთ. შესანიშნავი დღეა ხანმოკლე მოგზაურობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის დროს.

თხის რქა

ბევრს მუშაობთ და ეს საბოლოოდ, სასურველ შედეგს მოიტანს. გავლენიანი მფარველები და პარტნიორები სამსახურში შეცდომებისგან დაგიცავენ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. უახლოეს მომავალში ეცადეთ მშობლებთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.

მერწყული

ეს დღე დადებითი ემოციებით იქნება სავსე. ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერი საქმის დაწყებას და ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ. შეეცადეთ, რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ, სადაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.

თევზები

ამ დღეს, სავარაუდოდ, კოლეგებთან დაპირისპირება გელით. საბუთებთან რუტინული მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ყურადღების მოდუნებას საბედისწერო შეცდომა მოჰყვება. ძველი, გადაუჭრელი პრობლემა თავს შეგახსენებთ, მაგრამ ეცადეთ, საბოლოოდ დაასრულოთ. მიზნის მისაღწევად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ ასე წარმატების მეტი შანსი გექნებათ.

 დონალდ ტრამპზე თავდასხმა წარმატებული რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა-სააკაშვილი

დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის წარმატებული, რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ბევრმა ამერიკელმა მიმომხილველმა 2005 წელს თბილისში პრეზიდენტ ბუშზე თავდასხმის მცდელობა გაიხსენა, – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქმე შემდეგნაირად იყო – პირველადი გეგმით ამერიკელებმა მთლიანად თავის თავზე აიღეს ღონისძიების უსაფრთხოება, მეტალის აღმომჩენი აპარატები დააყენეს, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, რომ ეს აპარატები გადაითელა და სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა, რისთვისაც ამერიკელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
ამ სიტუაციაში, ხელყუმბარით მოსული ვინმე არუთინიანმა სცენასთან დაუბრკოლებლად მიაღწია, როდესაც მე და ბუში ხალხთან მაქსიმალურად ახლოს მივედით, მან ეს ყუმბარა ისროლა. საბედნიეროდ, ის არ აფეთქდა, მაგრამ სცენიდან ორიოდ მეტრში დაეცა, ბავშვის მახლობლად.
ხელყუმბარა პოლიციელმა შენიშნა, ხელში აიღო, მიწისქვეშა გადასასვლელში სწრაფად ჩაიტანა და დახმარება გამოიძახა. მსროლელი რამდენიმე დღეში ფოტოებით გამოთვალეს, დიდ დიღომში მისი დაკავების ოპერაციის დროს მან სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი მოკლა.
2012 წელს ივანიშვილის მთავრობამ განიზრახა არუთინიანის გათავისუფლება, როგორც პოლიტპატიმრის, მაგრამ ამერიკის საელჩოს მტკიცე პროტესტის შემდეგ, ის ამ სიიდან ბოლო წუთებში ამოიღეს და დღემდე საპატიმროში რჩება.
უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, როცა მას მოახსენეს ამ ინციდენტის შესახებ, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია და დიდი მადლობები გადმომცა იმ პოლიციელისთვის, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ყუმბარა გააუვნებელყო“, – წერს სააკაშვილი.