Home Blog Page 941

საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა – სახელმწიფო დეპარტამენტი

დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიშში, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანამ მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა 1991 წლიდან, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ცხრა ნაბიჯი წარუდგინა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, მათ შორის დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული კუთხით წინსვლისთვის.

„2005 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი ხუთ პროცენტს აჭარბებდა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ფოკუსირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და ცვალებად გაცვლით კურსზე. 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7,5%-ს შეადგენდა და ინფლაციის დონე 0,4 მდე დაეცა, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციულ ეკონომიკურ ფაქტორებში, ესენია ტურიზმი, გაზრდილი ექსპორტი და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული სამი წლის მდგრადი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას, რომელიც 2024 წლის პროგნოზით 5-7 % პროცენტამდე გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მთლიანობაში, ბიზნესის და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და საქართველო სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით ხელსაყრელია.

„თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა იურიდიული სექტორის შესაძლებლობების მიმართ, რომ განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპტენტურად. ზოგიერთი ბიზნესქეისი წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ, რომ ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობაა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების შერჩევითი აღსრულება და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებია“, – წერია ანგარიშში.

როგორც ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემებზე მუშაობას და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი, რეგიონში მაღალ საფეხურზეა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები.

„აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს და საქართველოს უფლება აქვს ტარიფების გარეშე მოახდინოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით დასრულდა. რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აღნიშნული რეგიონები და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს არ სცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები საქართველოსთვის.

„ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობის შუა დერეფნით. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა ასევე გამოიწვია ტვირთების ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალური აზიის ბაზართან და შესაძლოა, ეს იყოს გრძელვადიანი ზრდის წყარო საქართველოსთვის, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ თანამშრომლობაში ინვესტიციების გზით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია ანაკლიის პორტისა და დაინიცირებული თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

„2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის, ღრმაწყლიანი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაზე, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის თებერვალში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, დიზაინსა და კონსტრუქციაზე. 2024 წლის აპრილში მთავრობამ დააანონსა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში.

ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდის თანმდევი მსუბუქი სიმპტომები აქვს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერდოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ ორჯერ აქვს გადატანილი.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის, კევინ ო’კონორის თქმით, ბაიდენს აღენიშნებოდა სურდო და ხველა. ექიმის ცნობით, ბაიდენი იზოლირებული იქნება საკუთარ სახლში, დელავერში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა. მოგვიანებით მას ჩანიშნული ჰქონდა წინასაარჩევნო გამოსვლა, რაც გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ჩაუტარდა ბაიდენს ტესტირება „კოვიდ -19“-ზე.

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას – გიორგი გაბიტაშვილი

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა.

“11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეების და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება”, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის ძირითადი მოხსენების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს – გიორგი გაბიტაშვილი

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 წლებში დევნა დაიწყო 388 ნარკორეალიზატორის და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში მხილებული 165 პირის მიმართ. ხოლო განაჩენები გამოტანილი იქნა 291 ნარკორეალიზატორის და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 170 პირის მიმართ.

„მართალია, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არ არის ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული დანაშაული, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერი შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მნიშვნელოვანია მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება. ჩვენს ქვეყანას ტრეფიკინგთან ბრძოლის შედეგიანი პოლიტიკა აქვს, რასაც ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ საქართველო უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის ცალკეული შემთხვევების პრაქტიკის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს შრომით ტრეფიკინგზე, მათ შორის, ბავშვთა შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევებზე. პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობით, აქტიურად უნდა გააგრძელოს ტრეფიკინგის მახასიათებლების კვლევა.

„ზოგადად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკების გამსაღებლების, ადამიანებით მოვაჭრეების, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში ჩართული პირების მიმართ მკაცრია და ვითხოვთ პატიმრობას. მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და, როგორც წესი, არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენებთ”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

ასევე მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულების გამოძიებისას და ფულის გათეთრების გამოსავლენად, გაძლიერდეს პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ არსებულ ლიბერალურ პოლიტიკას, ის მომავალშიც შეინარჩუნებს. ხოლო განჭვრეტადობისა და ერთიანი მიდგომების დასანერგად, მისივე თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში +36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +32 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანია დღე ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ანალოგიური ამინდია. დღე +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +35 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ.

რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების განხილვა.

,,ჩვენ რეალურად ისეთი საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა” -მამუკა მდინარაძე

დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე, რადგან არ არსებობს სფერო, სადაც სამჯერ და ოთხჯერ მეტი არ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს იმდენად დიდი პროგრესი, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედართან შედარება შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ამაზე საუბარი ოპონენტების მხრიდან არ იქნება და მათი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივს დაეფუძნება.

„მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება წელს, როგორც ჩანს, პირველ რიგში მათი მხრიდან. მათ არცერთი თემის შინაარსში შესვლა არ აწყობთ, რადგან გაკეთებული [საქმეები] შთამბეჭდავია, ამაზე ლაპარაკი არ აწყობთ. წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ მათი საარჩევნო კამპანია, რომელიც იქნება აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, როგორიც იყო საუკუნის აფერა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით და ვითომ ჩვენი მხრიდან იქნება რუსული მოქმედება. სიტყვა რუსულს ახსენებენ იმდენჯერ, რომ ვერ დავთვლით. მეტი სალაპარაკო მათ არ ექნებათ. 30-დან სიღარიბე 12%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ 12% ამ ქვეყანაში 400 000 ადამიანზე მეტია და ეს 400 000 ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს, რაზეც ისინი მუშაობენ. ამ კუთხით წელს ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება, ვინ უკეთესად განავითარებს ეკონომიკას, ვინ უკეთეს ავტობანს დააგებს და ა.შ. ამაზე ისინი აქცენტს არ გააკეთებენ, მაგრამ მეორე მხარეს მართლაც გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევა გვაქვს, ვიდრე ინფრასტრუქტურული გამოწვევებია. ჩვენ რეალურად საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა.

ამ ქვეყანაში ორი კატეგორიის ადამიანია – ვიღაცებს სჯერათ, რომ ჩვენგან ომი სჭირდებათ, ვიღაცებს სჯერათ, რომ ეს ჩვენი მოგონილი ამბავია. თუ ვინმე კიდევ დარჩა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ვინმემ საარჩევნო კამპანიისთვის მოიგონა, იმასთან შეკითხვა მაქვს: რატომ არ უნდა აწყობდეს ვინმეს, გარდა საქართველოსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას? მე მაგალითად სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, ჩემთვის რა იქნება ამოსავალი წერტილი – უკრაინაში იხოცებიან ადამიანები, რატომ არ უნდა იომოს საქართველომ? ჩვენ რაღაც ვთქვით და ბევრი არ გვითქვამს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ისეთი რაღაცებიც, სიმართლე, რაც იქნება ძალიან დიდი სკანდალი. ღმერთმა არ ქნას ამისი ლაპარაკი მოგვიწიოს თავისი მტკიცებულებებით. ჩვენ რომ რაღაცებს ვუფრთხილდებით, უკეთესია, რომ მეორე მხარეც უფრთხილდებოდეს. რეალურად, რაც ხელის გულზე გვაქვს, საჯარო წყაროებში რაც არის, არის ის, რასაც გვთხოვდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები, აგერ საქართველოში ბომბების წვიმას ნატრულობდნენ, კაპიტანი გიგაური კი ამბობდა, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. საქართველოს მიერ წარმოებული მეორე ფრონტი მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთს, დიდი რესურსის გადმოწევა მოუწევს საქართველოში და რუსეთის წინააღმდეგ ეს შეიძლება გამართლებული ინტერესი იყოს, მაგრამ შენთვის, რომ უკრაინაზე გაცილებით მძიმედ გადაიტან ამას, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მოღალატეობრივი ნარატივი“, – განაცხადა მდინარაძემ.

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი საქმის დაწყებისა და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეძლებთ ის განახორციელოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. პირად საქმეებში წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ოჯახში ქაოსს და უთანხმოებას შემოიტანს. ნუ ანდობთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ.

კურო

კუროსთვის ეს დღე ინტერესებისა და შეხედულებებისა შეცვლასთან ასოცირდება. ვარსკვლავები ცდილობენ, საკუთარ ნაკლოვანებებზე დაგაფიქრონ და შექმნილი ვითარების მიზეზი დაგანახონ. დროა, შეწყვიტოთ ურთიერთობა, რომელსაც სიხარული აღარ მოაქვს. იფიქრეთ იმაზე, თუ რა დაგემართებათ. ეცადეთ ეს დღე აზრებისა და გრძნობების მოწესრიგებისთვის გამოიყენოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს გზაზე საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ შესაძლებელია, გააუქმეთ შორ მანძილზე მგზავრობა და ეცადეთ, მანქანის მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ კოლეგის ღია მტრობა და უარყოფითი გავლენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ საჭირო მედიკამენტები ახლოს უნდა იქონიოთ.

კირჩხიბი

ეს დღე განათლებას და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. ახალი ინფორმაციის გააზრებას და დამახსოვრებას ისე კარგად ახერხებთ, როგორც არასდროს და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ამ დღეს ბედი იმის მხარეზეა, ვისაც რისკის არ ეშინია. არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.

ლომი

ემოციებით სავსე ხართ და საკუთარი ქმედებების გაკონტროლება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაამხილოთ ან თანამოსაუბრეს მძიმე სიმართლე პირდაპირ სახეში მიახალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ კარგად დაფიქრდეთ და სათქმელი შემდეგ თქვათ. შფოთვის და ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ.

ქალწული

ამ დღეს მთელი ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებაზე უნდა გაამახვილოთ. სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს მთავარი სირთულე, რომელიც უახლოეს დღეებში თავსატეხს გაგიჩენთ. ამ დღეს დაწყებული საქმე ხვალისთვის არ უნდა გადადოთ. კოლეგისთვის გაწეული დახმარება სამსახურში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. სავარაუდოდ, საღამოს სტუმრად დაგპატიჟებენ და სასურველია მიწვევა მიიღოთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი სიტუაციის შედეგი მხოლოდ თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. საყვარელი ადამიანის რჩევები საოჯახო საქმეების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ვიღაც შეეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას. ხელსაყრელი დროა ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

მორიელი

მეგობრის რჩევა რთული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, ამიტომ მნიშვნელოვან საქმეები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ.

მშვილდოსანი

ოჯახური პრობლემების, ჯანმრთელობასა თუ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად. სასურველია სამსახურის საკითხები შუადღემდე მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდება და სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

თხის რქა

ამ დღეს კითხვებზე პასუხებს საკუთარ თავში იპოვით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და არა ადამიანებს, რომლებსაც თქვენთან არაფერი აკავშირებთ. ეცადეთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. შორიდან მიღებული ცნობები ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობაში. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც მახეს გიგებთ.

მერწყული

უახლოესი მეგობარი ფინანსებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენს. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს უნდა მიმართოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ – ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის ძალიან რთული იყოს. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს მოისმენთ.

თევზები

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ გაჭიანურებული დავა თქვენს სასარგებლოდ დაასრულოთ. ზოგჯერ ჯობია ადგილზე დარჩეთ და მიმავალ მატარებელს არ გაეკიდოთ. სავარაუდოდ, სამსახურში საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მოგიწევთ. ეცადეთ, ოპონენტის საჯარო შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, რომ საკუთარ გაცხარებას მალე ინანებთ.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პერიოდში თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პერიოდში თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი აცხადებს,  უსაფრთხოების სამსახურებმა ეჭვმიტანილი 17 ივლისს, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს.

„შექებას იმსახურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები, რომლებმაც ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი, ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი დააკავეს“, – წერს ჟერალდ დარმანინი სოციალურ ქსელ X-ში. 

შეგახსენებთ, ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძროაბა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

პარტია “ლელო” ანა დოლიძის პარტიასთან “ხალხისთვის” და მოძრაობასთან “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა.

“იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

„ახლა და აქ, ევროპის მოედანზე, იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობა და ბრძოლის წამოწყება. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. 

„პოლიტიკურმა და თავდაცვის კომიტეტმა, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლად მაგდალენა გრონო აირჩია. ფორმალურად, მის კანდიდატურას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში“, – წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა.

https://platform.twitter.com/embed/Tweet.html?dnt=false&embedId=twitter-widget-0&features=eyJ0ZndfdGltZWxpbmVfbGlzdCI6eyJidWNrZXQiOltdLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X2ZvbGxvd2VyX2NvdW50X3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9iYWNrZW5kIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19yZWZzcmNfc2Vzc2lvbiI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZm9zbnJfc29mdF9pbnRlcnZlbnRpb25zX2VuYWJsZWQiOnsiYnVja2V0Ijoib24iLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X21peGVkX21lZGlhXzE1ODk3Ijp7ImJ1Y2tldCI6InRyZWF0bWVudCIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZXhwZXJpbWVudHNfY29va2llX2V4cGlyYXRpb24iOnsiYnVja2V0IjoxMjA5NjAwLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X3Nob3dfYmlyZHdhdGNoX3Bpdm90c19lbmFibGVkIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19kdXBsaWNhdGVfc2NyaWJlc190b19zZXR0aW5ncyI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdXNlX3Byb2ZpbGVfaW1hZ2Vfc2hhcGVfZW5hYmxlZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdmlkZW9faGxzX2R5bmFtaWNfbWFuaWZlc3RzXzE1MDgyIjp7ImJ1Y2tldCI6InRydWVfYml0cmF0ZSIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfbGVnYWN5X3RpbWVsaW5lX3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9mcm9udGVuZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9fQ%3D%3D&frame=false&hideCard=false&hideThread=false&id=1813512375691325814&lang=en&origin=https%3A%2F%2Fnewshub.ge%2Fnews%2Fpolitika%2Fsamkhret-kavkasiasa-da-sakartveloshi-evrokavshiris-spetsialuri-tsarmomadgeneli-magdalena-grono-ikneba&sessionId=18f29de47de9a450e7bfe6afab448c220ae44e68&theme=light&widgetsVersion=2615f7e52b7e0%3A1702314776716&width=550px

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ.

ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, ასევე ესწრებოდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.