საფრანგეთში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პერიოდში თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურებმა ეჭვმიტანილი 17 ივლისს, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს.
„შექებას იმსახურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები, რომლებმაც ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი, ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი დააკავეს“, – წერს ჟერალდ დარმანინი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.