Home Blog Page 917

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო


ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.


მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – კომპანია PSP -ვაჟა ოქრიაშვილი;
ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდნენ.


“PSP – 30 წლიანი გამოცდილების და ისტორიის ქართული ბრენდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში და ფარმაცევტული დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. სტაბილურად უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისთვის აუცილებელი გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების და თავის მოვლის პროდუქტების უწყვეტ მიწოდებას. წლებია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის „ოჯახის აფთიაქად“ იქცა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარდამავალი ჯილდოები, რომელთა შერჩევაშიც დამსწრე ბიზნესკომპანიები და მედიის წარმომადგენლები ღონისძიების მსვლელობის დროს ირჩევენ, უკვე მეორედ, მედიის რჩეულ ბრენდად PSP დასახელდა. თითოეული აღიარება დაჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია“- აცხადებენ PSP-ში.


PSP-ს პროფესიონალთა გუნდი მუდამ გთავაზობთ მომხმარებლის ინეტრესისა და საჭიროებისამებრ კვალიფიციური კონსულტაციას. სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ https://psp.ge/ -ს და თვალი ადევნეთ პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.

ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს – ლაზარე გრიგორიადისი

უსამართლო გადაწყვეტილებაა,- ასე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს.

გრიგორიადისის განმარტებით, მისი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა და პოლიციელებს სასამართლოში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

„სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ რის საფუძველზე, ეს ალბათ ეწერება. სირცხვილია, როცა მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შეუძლია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი. პოლიციელები ყოველთვის ამას აკეთებენ, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი, რომ აქტივისტებისგან ფული შეიტანონ ბიუჯეტში”,- განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ის 2 300 ლარით დააჯარიმა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საუკეთესო გზა უკრაინისა და ნატოსათვის – რას წერს ამერიკული პრესა

 „ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა არ მოხდება ნატოს ორდღიან საიუბილეო სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9 ივლისს გაიხსნა, სამხედრო ბლოკის შექმნის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით: უკრაინა ალიანსის 33-ე წევრი არ გახდება. სამაგიეროდ, კიევს, როგორც კომუნიკეს პროექტშია მითითებული, შესთავაზებენ ნატოში შესასვლელ „ხიდს“, რომელიც ნამდვილად არ არის ის, რაც უკრაინას სურს (ალიანსის წესდების მე-5 პუნქტი – კოლექტიური თავდაცვის პრინციპი). თანაც არის იმის საფრთხე, რომ „ნატოსთან დამაკავშირებელი ხიდი“ შეიძლება იქცეს „ხიდად არსაით“, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული.“, – ასე იწყება ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საუკეთესო გზა უკრაინისა და ნატოსათვის“ (ავტორი – მერი ელიზ საპოტე, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი).

„როგორ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის მიღება ალიანსში უახლოეს პერსპექტივაში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარებს ქვეყნის ტერიტორია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექნებათ დაკავებული?, – ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციაში.

„ისტორიაში არის პრეცედენტები იმისა, თუ როგორ ხდებოდნენ ნატოს წევრებად ორად გაყოფილი სახელმწიფოები და უფრო მეტიც, სპეციფიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ისტორიული მოდელები ზუსტად არ ესადაგება უკრაინის შემთხვევას, მაგრამ მაინც ღირს მათი განხილვა სიტუაციის უკეთ გაცნობიერების მიზნით.

ნორვეგია: ნატოში, მაგრამ ნატოს ბაზების გარეშე

70 წლის წინათ ნორვეგიასაც იგივე სურდა, რაც დღეს უკრაინას სურს – ნატოში გაწევრიანება. ნორვეგიას მეორე მსოფლიო ომამდე ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდა, მაგრამ გერმანელი ფაშისტები ამ სტატუსმა ვერ შეაჩერა და ვერმახტმა ნორვეგიის ოკუპირება განახორციელა. ომის შემდეგ ოსლომ გადაწყვიტა უფრო მტკიცე მფარველი ეძებნა, რომ მეტი გარანტიები ჰქონოდა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ნორვეგია გახდა ნატოს წევრი, მაგრამ გარკვეული პირობით: მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხიეთის სახელმწიფოების ჯარები (ბაზები) არ იქნებოდა მანამდე, სანამ ნორვეგიაზე უშუალო თავდასხმის საფრთხე არ შეიქმნებოდა. მოგვიანებით ნორვეგიელებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება არ განლაგებულიყო ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი. აქვე გავიხსენოთ ერთი მომენტი: ნორვეგია მაშინ საბჭოთა კავშირს, ახლა კი რუსეთს ესაზღვრება.

რა თქმა უნდა, მოკავშირეებს (ამერიკას და სხვებს) იმ დროსაც და მოგვიანებითაც ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებები არ მოსწონდათ. როცა ნატოს გაფართოების პირველი ტალღა დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ნორვეგიის სპეციფიკური სტატუსი ახალ წევრებზე არ გავრცელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დროინდელ ნორვეგიის ნატოურ სტატუსსა და დღევანდელ უკრაინას შორის საკმაოდ ბევრი განსხვავება არსებობს, ნორვეგიული მოდელი შეიძლება აქტუალურად ჩავთვალოთ. ის აჩვენებს, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფო, ანუ ისეთი, როგორიც უკრაინაა, შეუძლია ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მოსკოვის მწვავე უკმაყოფილება და მტრობა არ გამოიწვიოს: არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები და სამხედრო ინფრასტრუქტურა (ბაზების სტატუსით). ნორვეგიის უნიკალურმა სტრატეგიამ თავის მიზანს მიაღწია: მართალია, მის ტერიტორიაზე არსებობს ნატოს ჯარების ჩრდილოევროპული სარდლობის შტაბი და იარაღის საწყობები, მაგრამ ალიანსის სხვა წევრების ჯარები იქ არ იმყოფებიან. შესაბამისად, ნორვეგია და რუსეთი ერთმანეთის ანტაგონისტები არ არიან.

გერმანია: „ნატოს ნაწილობრივი წევრი“

1955 წელს ნატო წევრი გახდა დასავლეთი გერმანია – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ [იგულისხმება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც „ოკუპაციის“ მიუხედავად, გაეროს სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა]. უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილიც ოკუპირებულია და კიევს აქვს იურიდიული უფლება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები აღადგინოს, მაგრამ რეალურად მას ამის ძალა არ შესწევს. სხვათა შორის, უკრაინის სახმელეთო საზღვარი აღიარებული ჰქონდა რუსეთსაც 2003 წლის ხელშეკრულებით (ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ კუჩმას ხელმოწერებით), თუმცა შემდეგ კრემლმა დაარღვია.

კიევს შეუძლია დასავლეთგერმანული მოდელით სხვა მიმართულებითაც ისარგებლოს. 1955 წლის შემდეგ, როცა გერმანიის დასავლეთი ნაწილი – გფრ ნატოში გაწევრიანდა, მან მიიღო დასავლური დახმარება, თავისი ეკონომიკა ააღორძინა და დიდ წარმატებას მიაღწია.

მოკლედ, ნატოში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანებით მისი ტერიტორიის დიდ უმეტესობაზე – ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაზე ნატოს გარანტიები გავრცელდება, რაც ძლიერ კოზირს წარმოადგენს. კიევს შეუძლია დასავლეთთან ინტეგრაცია ისე განახორციელოს, რომ ვლადიმერ პუტინისგან დათმობებს არ ელოდოს.

წყარო

ზელენსკის უჭირს იწინასწარმეტყველოს ტრამპის ქმედებები აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში-Reuters

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ მას ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„მე მას [ტრამპს] არც თუ ისე კარგად ვიცნობ“, – ციტირებს Reuters-ი ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას „კარგი შეხვედრები“ ჰქონდა ტრამპთან, თუმცა, ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ხდებოდა.

„მე ვერ გეტყვით, თუ რას გააკეთებს ის [ტრამპი], თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება. მე არ ვიცი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთავარი კონკურენტები ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი არიან. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკის ხელისუფლება უკრაინისთვის გაწეული დიდძალი სამხედრო დახმარების გამო. იგი ზელენსკის „ისტორიაში დიდებულ ვაჭრად“ მოიხსენიებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ – ვატო შაქარიშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე, – განაცხადა ახლი საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პირველ ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.

მან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მანიფესტი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე პირველ რიგში როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც.

განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი 2013 წელს ამავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გარდაიქმნეს.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული როგორც ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპას 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მოუტანა და რომელიც ჯერ კიდევ მოყვება მას , ასევე ის ღირებულებითი, დემოკრატიული და ეკონომიკური კრიზისებიც, რომელშიც ევროკავშირი 2008 წლის შემდეგ აღმოჩნდა.

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა უკვე არაერთგზის გაიხსენეს ციფრები, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკურ სტაგნაციაზე მეტყველებს. ჩვენც გავიმეორებთ, რომ თუ 2002-2008 წლებში ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა გაორმაგდა, 2008 წლიდან ის ერთ ადგილზე გაჩერდა და 16 წელიწადში 16,3 ტრილიონ დოლარიდან მხოლოდ 17,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. დიდ ბრიტანეთსაც თუ მივათვლით, გამოდის, რომ 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა დღევანდელზე 2 ტრილიონი დოლარით მეტი იყო. დღეს ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც 2008 წელს ამერიკას უსწრებდა, ამავე ეკონომიკას უკვე თითქმის ორჯერ ჩამორჩება. ევროკავშირს გადაასწრო ჩინეთმაც, რომლის ეკონომიკა 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკას დაახლოებით 4-ჯერ ჩამორჩებოდა. ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია უკვე აშკარად დაეტყო ყველა სფეროს – ინდუსტრიით დაწყებული, გაგრძელებული საზოგადოებრივი სერვისებით.

ევროპის ეკონომიკურ კრიზისს დაერთო მისი ღირებულებითი და დემოკრატიული კრიზისი, რაზეც მეცნიერები უკვე ორ ათწლეულზე მეტია აქტიურად საუბრობენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ერთგვარი კულმინაცია იყო ევროპული ქვეყნების მიერ ერთმანეთის მიყოლებით, ყოველგვარი არჩევნების გარეშე, ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად გამოცხადება. ევროკავშირის ქვეყნებმა სრული მორჩილება გამოუცხადეს ამერიკის გადაწყვეტილებას ვენესუელაში ე.წ „რეჟიმ-ჩეინჯის“ თაობაზე, რითაც დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპს უხეშად გადაუსვეს ხაზი და შექმნეს იმის საშიში პრეცედენტი, რომ გარე ძალებმა შეიძლება ხელისუფლებად აღიარონ სუბიექტი, რომელიც არავითარი სახალხო დემოკრატიული ლეგიტიმაციით არ სარგებლობს.

დღეს უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკაც და ევროპელი პოლიტიკოსებიც ანუ ბიუროკრატია არა ევროპელი ხალხის, არამედ თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას – ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება.

თუ ყველაფერი ამ მიმართულებით და ტემპით გაგრძელდა, ძალიან მალე დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, მყარი ეროვნული იდენტობის მქონე და ქრისტიანული ევროპისგან აღარაფერი დარჩება. ამ ფონზე, 2030 წლამდე ევროკავშირის დაშლაც საკმაოდ რეალური სცენარია.

საქართველოს მიმართ ევროკავშირის რიტორიკაც იმის ცხადი მაგალითია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, გარედან რასაც დაუწერენ, იმას იმეორებენ. ამის ნათელი მაგალითია ევროპარლამენტის რეზოლუციები, 27 ქვეყნის დემარში „მომაკვდავი“ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ევროკავშირის განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონთან დაკავშირებით და მრავალი სხვა მაგალითი აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ფასეულობები უკანა პლანზეა გადაწეული.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ საერთაშორისო გაერთიანებაში შესვლით სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს თმობს. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანა ფორმალურად ევროკავშირის სასარგებლოდ კარგავს საკუთარი სუვერენიტეტის 50 პროცენტს, ხოლო არაფორმალურად მას მთელი თავისი სუვერენიტეტის დათმობა უწევს. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას არის მოკლებული.
აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში შესვლის რაიმე პერსპექტივას არც არავინ გვპირდება, 2030 წელს კი, რა მდგომარეობაში იქნება და იქნება თუ არა საერთოდ ევროკავშირი, რეალურად, არავინ იცის. თუ ევროკავშირი უცხოურ გავლენას და შესაბამისად, ღირებულებით, ეკონომიკურ და დემოკრატიულ კრიზისებს თავს ვერ დააღწევს, პროცესების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარებაც კი იოლი წარმოსადგენია.

დღეს ევროინტეგრაცია საქართველოში რელიგიად არის გამოცხადებული, რაც არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ამ დანაშაულში საკუთარი წვლილი მათ შორის ხელისუფლებასაც მიუძღვის. მართალია, ნატოს რელიგიის სტატუსი ამ ეტაპზე ჯერ არ აქვს მინიჭებული, მაგრამ ხელისუფლების დანაშაულია ისიც, რომ მან ნატოში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანად დაადგინა. პირველ რიგში ამგვარი რამის ქვეყნის ძირითად კანონში ჩაწერა ფორმალურადაც სრულიად ნონსენსია და მეორე, პრაქტიკული თვალსაზრისითაც დაუშვებელია, ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციურ დოგმად აქციო. წლების წინ, საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო პოლიტიკის ორპირ ქარში დააყენეს. ამ ორპირმა ქარმა რა მოუტანა უკრაინას ყველანი კარგად ვხდედავთ , უკვე შეიწირა ეს ქვეყანა და ყოვლად დაუშვებელია, საქართველო ამ მდგომარეობაში კიდევ დიდხანს დავტოვოთ.

ჩვენ უნდა ავაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ნეიტრალური საქართველო, რომელიც იმეგობრებს ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩათვლით. ნეიტრალიტეტის პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, თუ, თეორიულად, ნატო საქართველოსთვის ორპირი ქარის დანიშნულებას შეიცვლის და ევროკავშირი კრიზისებს დაძლევს და სწორი მიმართულებით განვითარდება, რისი პერსპექტივაც დღეს საკმაოდ ბუნდოვნად მოჩანს. რთული სავარაუდოა, 2028 წლამდე ევროკავშირი ფსევდოდემოკრატიიდან დემოკრატიისკენ, ფსევდოლიბერალიზმიდან ქრისტიანობისკენ და ეკონომიკური სტაგნაცია-რეცესიიდან ეკონომიკური პროგრესისკენ შემობრუნდეს.

იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რისი ძალაც არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდწილად ოპოზიციის ნარატივს არის აყოლილი. უახლოეს წლებში ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ რასაც ჩვენ დღეს და მთელ ჩვენ სამუშაო პროცესში ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ ვამბობდით, სრული სიმართლეა , რაც ვფიქრობთ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს – თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ! – პიტერ ფიშერი

პოლიტიკა

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„დღეს გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განიხილება ევროკავშირის გაფართოება. აქ გერმანიის პარლამენტის სამი წევრი იმყოფება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, ამ გაწევრიანების პროცესში. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.

რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

მისივე თქმით, ქართველებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება.

„რომ შევაჯამოთ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მაგრამ თქვენ იცით პროცესი. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, მაშინ თქვენ გაწევრიანებას ვერ შეძლებთ. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, „2019 წლის შემდეგ 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია“.

„მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები განაახლა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ ადამიანზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 51 ათას 152 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა, წლიურმა ზრდამ კი 6,8% შეადგინა, რაც გამორჩეული მაჩვენებელია. ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ხუთეულში საქართველოსთან ერთად არის გაიანა, კოსტა რიკა, სომხეთი და ჩინეთი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ირკვევა, რომ 2019 წლის შემდეგ 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს. მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1]. https://data.worldbank.org/indicator/SL.GDP.PCAP.EM.KD?end=2023&skipRedirection=true&start=1991&view=chart “, – ნათქვამია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიამ ლიეტუვას 8,7 მლნ ევროს გამოყოფა შეუჩერა – Baltnews

ევროკომისიამ ლიეტუვისთვის არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით 8,7 მლნ ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Baltnews-ის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა სასამართლოს მიმართოს. „ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, – ციტირებს გამოცემა სკაისტეს.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ კი, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები განაახლა.

შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ ადამიანზე მსყიდვეულნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 51 ათას 152 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა, წლიურმა ზრდამ კი 6,8% შეადგინა, რაც გამორჩეული მაჩვენებელია. ზრდის ამ ტემპით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ხუთეულში საქართველოსთან ერთად არის გაიანა, კოსტა-რიკა, სომხეთი და ჩინეთი.

კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ირკვევა, რომ 2019 წლის შემდეგ 4-წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს“.

„მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის [SDG ინდიკატორი 8.2.1]“.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გამარჯვებული კომპანიები

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ეროვნული ჯილდოს მფლობელი, კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.

გამარჯვებულს ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია “ოქროს ბოლნური ჯვარი” გადაეცა.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.  ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.  გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე-ს გადაეცა.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კატეგორიაში –  უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაასახელა. წლის საუკეთესო დამსაქმებლად “ნიკორა სუპერმარკეტი” დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგზე უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად “ჯორჯიან პროდაქტსი” დასახელდა. ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად “სოკარი” დაასახელეს.
მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის ჟიურის რჩეული “კავკასიის ავტოიმპორტი” გახდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა. გარდამავალი ინვესტორის ჯილდო “ჯორჯიან პროდაქტსს” გადაეცა.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები.

გარდამავალი ჯილდოები შემდეგ კომპანიებს გადაეცათ:

1. გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

2.უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

3. სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა – “თამ მენეჯმენტი” – პანტიკო თორდია

4. მსხვილი ექსპორტიორი -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

5. წლის საუკეთესო დამსაქმებელი -“ნიკორა სუპერმარკეტი” – თემურ ალექსანდრია/მარინა ნიკოლაიშვილი

6. ყველაზე დიდი იმპორტიორი -“სოკარი” – მაირ მამედოვი

7. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – PSP -ვაჟა ოქრიაშვილი

8. მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის – კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანიები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

1. ნომინაციაში – სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი გუნდის პროფესიონალიზმი- “ავერსი” და პაატა კურტანიძე დასახელდა.

2. ნომინაციაში – წარმოშობის მდიდარი ისტორია, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები, გუნდის პროფესიონალიზმი – “ასკანელი ძმები”- ირაკლი უგლავა დასახელდა.

3. ნომინაციაში – საინვესტიციო მიმზიდველობა, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, დინამიური ზრდა და განვითარება -“ბათუმის საზღვაო ნავსადგური” და ულან ტლეუგალი დაჯილდოვდა.

4.ნომინაციაში- ბოლნისური ღვინის წარმოების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი იმიჯი – “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”და გურამ ავქოფაშვილი დაჯილდოვდა.

5.ნომინაციაში – ეროვნული სტანდარტი მსოფლიო ბაზარზე, კორპორატიული მართვის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი – “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და დავით დუგლაძე დაჯილდოვდა.

6. ნომინაციაში ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიდერი რთული და სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში -“საზღვაო ხაზი ე- 60” და შალვა წაქაძე დაჯილდოვდა.

7.ნომინაციაში – რადიოგრაფიული სფეროს რევოლუციური ლიდერი, ნდობის მაღალი ხარისხი და მდგრადი საგარანტიო მომსახურება -ენდითი გლობალი და ალბენს ბუშატი დაჯილდოვდა.

8. ნომინაციაში-ეკოლოგიურად სუფთა ინოვაციური პროდუქტი მაღალი კორპორატიული სტანდარტი წლის აღმოჩენა და წარმატებული დებიუტი -ესპო + და მალხაზ იასაშვილი დაჯილდოვდა.

9. ნომინაციაში– საქმიანობის სტაბილურობა, დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი, მანქანათმშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი”და ბადრი წილოსანი დაჯილდოვდა.

10. ნომინაცია- ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ლიდერი ქართულ ავიამშენებლობაში -“თამ მენეჯმენტი” და პანტიკო თორდია დაჯილდოვდა.

11. ნომინაცია– საინჟინრო კომუნიკაციების სფეროს ლიდერი, ნდობის უმაღლესი ხარისხი, პასუხისმგებლობიანი სტაბილური პარტნიორი- “იმპოსტი მეპი” და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

12. ნომინაციაში- საუკეთესო დამსაქმებელი, ბაზრის ლიდერი, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი -“კავკასიის ავტოიმპორტი”და გიორგი სურგულაძე დასახელდა.

13.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე” ნანა ხარაული და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

14.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე”  და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

15.ნომინაციაში -დარგის ლიდერი, საქმიანობის სტაბილურობა, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის “ნიკორა სუპერმარკეტი” და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდა.

16. ნომინაციაში -დარგის ლიდერი საქმიანობის სტაბილურობა დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის – “ნიკორა სუპერმარკეტი”და მარინა ნიკოლაიშვილი დაჯილდოვდა.

17.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ეფექტიანი მართვის სტილი, საერთაშორისო აღიარების ქართული ბრენდი -“ომნო” და კახა გელაშვილი დასახელდა.

18. ნომინაციაში -შთამბეჭდავი პროგრესი, პროდუქტის მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი, -“პანე” და ტატო ივანიაშვილი დასახელდა.

19. ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის- PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

20.ნომინაციაში– ბიზნეს ტურიზმი შეტანილი წვლილისთვის, გლობალური, სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო ბაზარზე საქმიანი რეპუტაცია – “პრემიუმ ღონისძიებები” და ნიკოლოზ კობახიძე დასახელდა.

21.ნომინაციაში -უახლესი ტექნოლოგიები, მომხმარებელზე ზრუნვა, ღრუბლოვანი სერვისების ლიდერი – “პროსერვისი” და რევაზ ნატროშვილი დასახელდა.

22.ნომინაციაში – რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლისთვის -სოკარი და მაირ მამედოვი დაჯილდოვდა.

23.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა,უმაღლესი ქართული სტანდარტი ევროპისათვის, საერთაშორისო აღიარება -“ჯორჯიან პროდაქტსი” და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

 ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – “სოკარი”

ოქროს სპონსორია – “ასკანელი ძმები”.

სპონსორები არიან:

1. “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”

2. “კავკასიის ავტოიმპორტი”

3. “პრემიუმ ღონისძიებები”

4. “თამმენეჯმენტი”

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეობის ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა – შალვა პაპუაშვილი

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა – ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების,” – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

მისი თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.


,,უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა – ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეობის მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი.

კურო

ნუ დაელოდებით ყველაფრის თავისთავად დალაგებას, თუმცა ზედმეტი შფოთი და აჟიოტაჟიც არაფერს გარგებთ, გულისყურით მოეკიდეთ საქმეს და იზრუნეთ ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე.

ტყუპები

მეტი იფიქრეთ და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა დაპირებებსაც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, რადგან შეიძლება, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლონ მოცემული პირობის შესრულება.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს, გაუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, რაზეც სხვებს გაბედულება და სითამამე არ ჰყოფნით, თქვენი შეუპოვრობა და ძალისხმევა თავადვე გაგაკვირვებთ, სხვები კი თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანასაც ვერ გაბედავენ.

ლომი

მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. ნუ შეგეშინდებათ გული გაუხსნათ ახლობლებს, მათი თანადგომა დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგებაში.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, არაკეთილმოსურნეებს გადაეყაროთ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, თქვენი გეგმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ. ღირსეულად იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.

სასწორი

იმისათვის, რომ აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ, დიდი ძალისხმევა და ზედმეტი სამუშაოს გაწევაც შეიძლება, მოგიწიოთ. მაგრამ ამას ნუ იდარდებთ. შედეგები მრავლისმეტყველი და სასიამოვნო იქნება.

მორიელი

როგორი კარგი მიზანი, ან განზრახვაც უნდა გამოძრავებდეთ, შესაძლოა, დღეს, ისეთ გარემოში მოხვდეთ, რომ უმჯობესი იყოს, თუ საკუთარი გეგმების განხორციელებაზე დროებით უარს იტყვით. მშვიდად დაელოდეთ უკეთესს დროს.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ სამსახურებრივ კონფლიქტს გაერიდებით და არ ჩაერევით გაუგებრობებსა და გარჩევებში, სასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და საქმე სანდო ადამიანებზე გადაანაწილოთ.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად პრაგმატული და ანგარიშიანი, მოდუნდით და გახალისდით, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით.

მერწყული

ნებისმიერი საკითხისადმი ფილოსოფიურად მიდგომა და სიტუაციების დადებითი მხრიდან განხილვა, დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებასა და წინსვლაში.

თევზები

დღეს, ზომიერების ფარგლებში, რისკი გამართლებულია, მთავარია, თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს.