ზელენსკის უჭირს იწინასწარმეტყველოს ტრამპის ქმედებები აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში-Reuters

15
Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ მას ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„მე მას [ტრამპს] არც თუ ისე კარგად ვიცნობ“, – ციტირებს Reuters-ი ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას „კარგი შეხვედრები“ ჰქონდა ტრამპთან, თუმცა, ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ხდებოდა.

„მე ვერ გეტყვით, თუ რას გააკეთებს ის [ტრამპი], თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება. მე არ ვიცი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთავარი კონკურენტები ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი არიან. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკის ხელისუფლება უკრაინისთვის გაწეული დიდძალი სამხედრო დახმარების გამო. იგი ზელენსკის „ისტორიაში დიდებულ ვაჭრად“ მოიხსენიებს.