Home Blog Page 719

,,ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს”- მარია ზახაროვა

რუსეთი უკრაინის მეორე „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ნორმალიზაციასთან და „ეს ანგლო-საქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინებაა”.

ზახაროვა აღნიშნავს, რომ „ზელენსკის ფორმულა“ აბსოლუტურად შეუსაბამოა კონფლიქტის მოგვარებასთან.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მსგავს “სამიტებში”. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ უარს კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჭეშმარიტად სერიოზული წინადადებები”, – განაცხად ზახაროვამ.

ამასთან ის აღნიშნავს, რომ რუსეთის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

„თუმცა, კიევში და დასავლეთში მშვიდობაზე არ ფიქრობენ. მათ ომი სჭირდებათ. ამას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბანდიტური შემოჭრა კურსკის რეგიონში“,- განაცხად მან და დასძინა: “ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს”.

საკვებში ნაპოვნი ცოცხალი თაგვის გამო, თვითმფრინავი დანიაში ავარიულად დაეშვა

Scandinavian Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო. თვითმფრინავი ავარიულად მას შემდეგ დაეშვა, რაც მგზავრმა საკვებში ცოცხალი თაგვი აღმოაჩინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავი ნორვეგიის დედაქალაქიდან, ოსლოდან ესპანეთში, მალაგაში მიფრინავდა.

ავიაკომპანიის სპიკერის, ოისტეინ შმიდტის განცხადებით, ავარიული დაშვება კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოხდა, რადგან თაგვი მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

თვითმფრინავის მგზავრები, მალაგაში, მოგვიანებით სხვა რეისით გაემგზავრნენ.

საბერძნეთის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ფეხზე უკბინა

თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აეროპორტში “მაკედონია”, პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში. გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება მისი ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის არალეგალურად ცხოვრობდა საბერძნეთში.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ბრალდებული თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად “მაკედონიის” აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის მიერ შემოწმების შემდეგ მისი დაკავება გადაწყდა, რაზეც ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთ პოლიციელს მისი გაკავების დროს ფეხზე უკბინა.

ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მისი რეაგირება გამოწვეული იყო იმით, რომ  ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა რომ გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი, – განაცხადა მან.

აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც მან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გაგრძელდება – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთიდან ევაკუირებული ხალხის დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

„„ჰეზბოლამ“ დაიწყო ისრაელის თავდაცვის ძალების ზოგიერთი შესაძლებლობების შეგრძნება და ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ეს მოძრაობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოდ დავაბრუნებთ ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში. ეს არის მიზანი, ეს არის მისია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ის“, – აღნიშნა გალანტმა.

შეგახსენებთ, მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მიაყენა, რასაც ვერ წარმოიდგენდა.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში. „თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, გაიგებს მას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელისგან შეტყობინებას მიიღებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

„თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი [ჩრდილოელი დევნილი] მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხოების აღსადგენად.

ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ხორასანის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქებას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადაიანი, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეთანის გაზის აფეთქება ორ ბლოკში, B და C ბლოკებში, მოხდა. მაღარო კომპანია „მადანჯოს“ საკუთრებაა.

”ქვეყნის ქვანახშირის 76 პროცენტის მოწოდება ამ რეგიონიდან ხდება და იქ დაახლოებით 8-10 დიდი კომპანია მუშაობს, მათ შორის კომპანია „მადანჯო“, – აღნიშნა სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა, ალი აქბარ რაჰიმიმ.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია B ბლოკში დასრულებულია. იქ მყოფი 47 მუშიდან 30 დაიღუპა და 17 დაშავდა. C ბლოკში კი სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით, ისევ მიმდინარეობს.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მომხდარის მიზეზების დასადგენად.

დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით – დიმიტრი პესკოვი

დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს თავს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოცემა Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ ებრძვის რუსეთს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის ამ უფლების მინიჭება ესკალაციის გამომწვევ წითელ ხაზად არ იქცევა.

ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის  წარმომადგენლებმა,დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 31 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხების გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.

უკრაინა Gripen-ისა და Eurofighter-ის თვითმფრინავების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – რუსტემ უმეროვი

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს შედეგებს ამ მოლაპარაკებებიდან, რაზეც საუბარი შესაძლებელი იქნება.

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს – IDFI

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაშია ნათქვამი.

IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.

რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.

“რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, – რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.

რუსული მსხვილი კომპანიები  გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცმეთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100”, – წერია ინფორმაციაში.

ამასთან, IDFI აღნიშნავს, რომ ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული – საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია”-ს 50%-ის მფლობელი.

„რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევის თანახმად, რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.

გარდა ამისა, iDFI აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად კომპანიების დასარეგისტრირებლად თბილისს ირჩევენ – აქტიური სტატუსის მქონე იურიდიული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების თითქმის ნახევარი სწორედ თბილისშია რეგისტრირებული.

iDFI-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გამჭვირვალობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებული ქვეყანაა.

„საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების მიკვლევადობას არაერთი ფაქტორი ართულებს – ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ასობით შპს და ინდ. მეწარმე, ფაქტიური მისამართის არარსებობა, ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახული რუსეთის მოქალაქეების კომპანიები და შუამავალი კომპანიები. ამასთან, იმის თქმა თუ რეალურად რამდენი კომპანია ოპერირებს საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით, ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია.

აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში – მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში – რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებს – მაია ბითაძე

x

ეს არის მოღალატეობრივი, მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს, – ასე ეხმიანება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე „ენჯეოების“ მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

„კიდევ ერთი ნათელი მაგალითია როგორ მავნებლურ, მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებს არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყანაში, არათუ სტაბილურობის, არამედ იმ წარმატების მოშლა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სახით. ეს არის მოღალატეობრივი, მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს პასუხს გასცემს“, – განაცხადა ბითაძემ.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოელი აგენტების კანონის“ არ შესრულებაში – მაკკეინის ინსტიტუტი

[არჩევნების] შედეგების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით კი, დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების. კრეატიული დაფინანსების გზები, როგორც გამოიყენება აზერბაიჯანში, შეიძლება საჭირო გახდეს, თუ სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დაიხურება, – ვკითხულობთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, სადაც, ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.

ანგარიშში, რომელიც “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა ორგანიზაციებმა, მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კანონის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმების და დაკისრებული იურიდიული ხარჯების გადახდაში.

„აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა დაწესებულებებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების ანაზღაურებაში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, კანონის წინააღმდეგობის შესახებ არ უნდა იყოს შერეული გზავნილები და არ უნდა იყოს კანონის შესრულების მხარდაჭერის მცდელობა(ტრენინგები და ა.შ.)“ – აღნიშნულია ანგარიშში.