Home Blog Page 711

აშშ-მა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს Stinger-ის რაკეტებს, საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მრავალფუნქციურ რადარებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანტექნიკას, სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე აღჭურვილობას.

„ჩვენ უკრაინას უსწრაფესად მივაწვდით ამ ახალ დახმარებას ტერიტორიისა და ხალხის დაცვის გასაძლიერებლად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, აშშ და საერთაშორისო კოალიცი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ოჯახში მოსალოდნელია შფოთი და მღელვარება, საქმეები, რომელსაც დღეს დაიწყებთ, ეცადეთ დღესვე დაასრულოთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანებისა და მეგობრების წრეში.

კურო

ახალი ინფორმაცია მოულოდნელი შემობრუნების საშუალება იქნება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში, ან სასამართლო საქმეებში. კარგი იქნება, თუ ფულს უფრო გონივრულად დახარჯავთ. გახსოვდეთ, დღეს ზედმეტად არ უნდა იაქტიუროთ.

ტყუპები

შესაძლოა, მიიღოთ ახალი შემოთავაზება, ნუ იჩქარებთ, კარგად გააანალიზეთ ყველა დეტალი. ახლა აჩქარება წაგებიანია.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შემოიფარგლეთ ძველი საქმეების დასრულებით და შეეცადეთ, მეტი დრო გამონახოთ დასვენებისთვის.

ლომი

ეს დღე შესაძლებელია გარდამტეხი გახდეს თქვენი კარიერისთვის, იყავით დაკვირვებული, სწორად შეაფასეთ პერსპექტივები.

ქალწული

მიხედეთ საოჯახო საქმეებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა. კარგად დაუფიქრდით ყველა სიტყვას.

სასწორი

ნუ ენდობით მხოლოდ სიტყვებსა და დაპირებებს, მოითხოვეთ მეტი სიცხადე და გარკვეულობა, თუმცა, ნურც პარტნიორის ინტერესებს დაივიწყებთ და მათი სურვილებიც გაითვალისწინეთ.

მორიელი

იყავით მეტად კონსტრუქციული, როგორც თანამშრომლებთან ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გადახედეთ თქვენს საქმეებს, შედეგებს გააკეთეთ ანალიზი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.

მშვილდოსანი

კარგი იქნება ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, ამით ურთიერთობებს მათთან მოაწესრიგებთ. გამოძებნეთ დრო დასვენებისთვის.

თხის რქა

იყავით ტაქტიანი და გამოიყენეთ დიპლომატიის ხელოვნება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გააკონტროლეთ ჯანმრთელობა.

მერწყული

მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, მოუსმინეთ სხვებს, მაგრამ იმოქმედეთ თქვენებურად. ბევრს ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, განსაკუთრებით, თუ ის შემოსავალსა და ფინანსურ საკითხებს ეხება.

თევზები

მოუფრთხილდით ფინანსებს, გადაანაწილეთ ბიუჯეტი სწორად. გააკონტროლეთ ემოციები და სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ.

ბრაზილიაში, თვითმფრინავი ჩამოვარდა-ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა

JPG edited with https://ezgif.com/resize

ბრაზილიის ქალაქ ვინედოში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.    ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 62-ივე ადამიანი დაღუპულია. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ადასტურებს.

„მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, – განაცხადა ლულამ.

ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა.

გავრცელებული ცნობით, ვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს ომს უკრაინაში.

„ბრეითბართთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აპირებს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას არჩეული პრეზიდენტის სტატუსით, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცს ოფიციალურად დადებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ იცნობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სჯერა, რომ შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკება, რათა დასრულდეს „სიკვდილი“ და „განადგურება“, თუ კვლავ აირჩევენ ხუთ ნოემბერს.

„ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს ომს და გააგრძელებს ასობით მილიარდი ამერიკული დოლარის გაგზავნას უკრაინაში.

ტრამპის განცხადებით, ჰარისის უუნარობამ შეიძლება მსოფლიო გლობალურ ომში ჩაითრიოს.

„არა მგონია, რომ მას რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს. ის საერთოდ ვერ გაუმკლავდება ამას. არა მგონია, რომ ის რამეს გააკეთებს. მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი მოკვდება. მას არ აქვს ამის გაკეთების უნარი. მე მინდა ამის გაკეთება. ორივე მათგანთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ვფიქრობ, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გენო პეტრიაშვილი ფინალშია!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.
ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო.

მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს-ჯინ შაჰინი

მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ზე წერს.

„სასიამოვნო იყო საქართველოში ვიზიტის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დაწყება.

მადლიერი ვარ მისი ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“, – წერს შაჰინი.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს -ნინო ფოჩხუა

x

მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.

ფოჩხუას თქმით, დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.

„მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ.
ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული.

დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია თქვენმა უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.
ასე რომ ვერ მოერევით ამ კაცს, რადგან თქვენი ყველა ქმედება იაფფასიანი ფეიკია.
26 ოქტომბერს კი ისევ დაინახავთ ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – წერს ფოჩხუა.

პროკურატურამ სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, საიდანაც ერთი სამართალდამცველია, ბრალდება დაუმძიმა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.

პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,”  ნათქვამია განცხადებაში.

შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია -სალომე ზურაბიშვილი

შაჰინთან და ტერნერთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.

სენატორი ჯინ შაჰინი [დემოკრატიული პარტია] და კონგრესმენი მაიკ ტერნერი [რესპუბლიკური პარტია] დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

FBI-იმ ყოფილი ამერიკელი მზვერავის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც ბრალს FARA-ს დარღვევაში სდებენ

FBI-იმ ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაერო-ს ყოფილი ინსპექტორის სკოთრითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც თავად რითერმა განაცხადა, მას ბრალად ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.

რითერის აზრით, სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ემსახურება, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

“ის, რაც ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა მე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. მე ახლავე გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – განაცხადა მან.

როგორც რითერი ამბობს, ის არ აპირებს გაჩუმებას და თავისი საქმის კეთებას კვლავ გააგრძელებს.

https://x.com/DD_Geopolitics/status/1821320582379794732

აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება-გიორგი ვაშაძე

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„კოვიდ ვირუსის პირველი ტესტები, ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაში შემოვიდა. ეს არის ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს, როცა მას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ეს დანაშაული „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩადენილი. ამიტომ უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები. მათ ადამიანების ჯანმრთელობაც კი არაფერში აღელვებთ, ოღონდ რუსული კანონით იცხოვრონ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

აშშ-ის პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და ისინი მოქცეული არიან სრულ იზოლაციაში – გრიგოლ გეგელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში.

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ზეიმებზე და პანაშვიდებზე დადის და პარალელურად უარს აცხადებს ვაშინგტონსა და ბრიუსელთან პარტნიორობაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა უდიდესი რისკის წინაშე დგას.

მანამ სანამ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ სვამს კითხვებს, რომელსაც მხოლოდ კრემლი სვამს და საკუთარ სახელმწიფოს უყენებს ბრალს, რომელსაც მხოლოდ კრემლი გვიყენებს, ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო გახდა „ბრუტალური რუსული შემოჭრის“ მსხვერპლი, რომლის შედეგად დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი.

მანამ სანამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურად კლავს ქართულ საგარეო პოლიტიკას და საქართველოს რუსულ-ირანულ-ჩინური ავტოკრატიული ბლოკის წევრად აქცევს, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ რუსული სტილის კანონის მიღებით ამ ხელისუფლებამ ძირი გამოუთხარა სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ევროპულ ევრო-ატლანტიკურ გზას, ეს არის საბოლოო დასტური, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს აღარ გააჩნია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების არავითარი პერსპექტივა, რაც მილიონობით ქართველს აშორებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივისგან.

პრეზიდენტ ბაიდენის წერილი კიდევ ერთხელ გვაგონებს, რას ნიშნავს ცხოვრობდე კაპიტულანტი რეჟიმის პირობებში, როდესაც შენი ხელისუფლება შენივე სახელმწიფოს ინტერესების ძირის გამოთხრას ემსახურება, ხოლო პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები შენი ეროვნული ინტერესის მხარეს არიან. სწორედ ამიტომ, თითოეული ქართველის სამოქალაქო და პატრიოტული ვალდებულებაა, 26 ოქტომბერს დაასრულოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ძლიერი საქართველო დგას ქართველი ხალხის, ძლიერი, ევროპული და ეროვნული საქართველოს სამსახურში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.