აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს Stinger-ის რაკეტებს, საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მრავალფუნქციურ რადარებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანტექნიკას, სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე აღჭურვილობას.
„ჩვენ უკრაინას უსწრაფესად მივაწვდით ამ ახალ დახმარებას ტერიტორიისა და ხალხის დაცვის გასაძლიერებლად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, აშშ და საერთაშორისო კოალიცი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.