Home Blog Page 710

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცავებმა გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” სტუმარი ღვთისაა! სალამი ამერიკელ სტუმრებს Ms.შაჰინს და Mr.ტერნერს! ვიცით რა მათი ღვაწლი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ქომაგობის სფეროში, პირველად მათ ვიზიტს ღაზაში და უკრაინაში ველოდით!

ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”, – წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები.

რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.

სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები-ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

საინტერესო შეხვედრა მქონდა  აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია -კახა კალაძე

x

თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.

„რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან, ბოლო 20-25 წელია, შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითიც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აგვისტოს ომის ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.

„გამოძიების მიზანი არის ერთი – საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით?  დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აგვისტოს ომის ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.

„გამოძიების მიზანი არის ერთი – საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით?  დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კობა კობალაძე ვეტერანებს შეხვდა 

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.
 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს სამსახურის დირექტორისგან და ხელმძღვანელი პირებისგან.
 კობა კობალაძე ვეტერანებთან შეხვედრას კვლავ გააგრძელებს.

გულდასაწყვეტია, რომ ბაობაბები გახმა, თუმცა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით რაც გაკეთდა, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები -კახა კალაძე

დენდროლოგიური პარკი, განხორციელდა, როგორც საქველმოქმედო პროექტი, გულდასაწყვეტია, რომ ბაობაბები გახმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით რაც იყო გაკეთებული – საჩივრები და სხვა, ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით.

„დენდროლოგიური პარკი არის ადგილი, რომელიც ასი ათასობით ადამიანს სტუმრობს ყოველწლიურად. არის ულამაზესი სივრცე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული, როგორც საქველმოქმედო პროექტი და ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით. გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომლებიც განკუთვნილი იყო აღნიშნული პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ეს ხეები იყო განთავსებული აღნიშნულ პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრები და ასე შემდეგ, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები. ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით.

იგივე, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არ მიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების არ მოწერა – ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელობას, ამ ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და მნიშვნელოვანია ის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ქვეყნის მოღალატეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მეორე დღიდან სიტუაციის ესკალაციასა და საერთო საარჩევნო სურათის დამახინჯებას ემსახურებოდეს ეს ტრენინგები -არჩილ თალაკვაძე

არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მეორე დღიდან უკვე სიტუაციის ესკალაციას და საერთო საარჩევნო სურათის დამახინჯებას ემსახურებოდეს ეს ტრენინგები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საგურამოში მიმდინარე ტრენინგთან დაკავშირებით.

„გვახსოვს კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, ახალგაზრდებს როგორ ასწავლიდნენ ძალადობრივ სცენარებში ჩართვის ტექნიკას, იარაღის გამოყენებისკენ პირდაპირ მიუთითებდნენ. გვახსოვს ასევე, წინა არჩევნებში როგორი ინსტრუქცია იყო გაცემული, რომ არჩევნების დღეს რაც შეიძლება, მეტი, დაახლოებით 10 ათასი საჩივარი უნდა დაწერილიყო. ამ ტიპის სტრატეგია ექნება ოპოზიციას იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პროგრამა, არ ჰყავთ ლიდერები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საგურამოში ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც „ქრონიკის” ინფორმაციით, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და ზურა გირჩი ჯაფარიძის წარმომადგენლები ატარებენ. შეხვედრის ორგანიზატორი „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტია”.