არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მეორე დღიდან უკვე სიტუაციის ესკალაციას და საერთო საარჩევნო სურათის დამახინჯებას ემსახურებოდეს ეს ტრენინგები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საგურამოში მიმდინარე ტრენინგთან დაკავშირებით.
„გვახსოვს კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, ახალგაზრდებს როგორ ასწავლიდნენ ძალადობრივ სცენარებში ჩართვის ტექნიკას, იარაღის გამოყენებისკენ პირდაპირ მიუთითებდნენ. გვახსოვს ასევე, წინა არჩევნებში როგორი ინსტრუქცია იყო გაცემული, რომ არჩევნების დღეს რაც შეიძლება, მეტი, დაახლოებით 10 ათასი საჩივარი უნდა დაწერილიყო. ამ ტიპის სტრატეგია ექნება ოპოზიციას იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პროგრამა, არ ჰყავთ ლიდერები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საგურამოში ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც „ქრონიკის” ინფორმაციით, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და ზურა გირჩი ჯაფარიძის წარმომადგენლები ატარებენ. შეხვედრის ორგანიზატორი „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტია”.