Home Blog Page 709

აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება-გიორგი ვაშაძე

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„კოვიდ ვირუსის პირველი ტესტები, ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაში შემოვიდა. ეს არის ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს, როცა მას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ეს დანაშაული „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩადენილი. ამიტომ უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები. მათ ადამიანების ჯანმრთელობაც კი არაფერში აღელვებთ, ოღონდ რუსული კანონით იცხოვრონ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

აშშ-ის პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და ისინი მოქცეული არიან სრულ იზოლაციაში – გრიგოლ გეგელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში.

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ზეიმებზე და პანაშვიდებზე დადის და პარალელურად უარს აცხადებს ვაშინგტონსა და ბრიუსელთან პარტნიორობაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა უდიდესი რისკის წინაშე დგას.

მანამ სანამ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ სვამს კითხვებს, რომელსაც მხოლოდ კრემლი სვამს და საკუთარ სახელმწიფოს უყენებს ბრალს, რომელსაც მხოლოდ კრემლი გვიყენებს, ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო გახდა „ბრუტალური რუსული შემოჭრის“ მსხვერპლი, რომლის შედეგად დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი.

მანამ სანამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურად კლავს ქართულ საგარეო პოლიტიკას და საქართველოს რუსულ-ირანულ-ჩინური ავტოკრატიული ბლოკის წევრად აქცევს, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ რუსული სტილის კანონის მიღებით ამ ხელისუფლებამ ძირი გამოუთხარა სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ევროპულ ევრო-ატლანტიკურ გზას, ეს არის საბოლოო დასტური, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს აღარ გააჩნია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების არავითარი პერსპექტივა, რაც მილიონობით ქართველს აშორებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივისგან.

პრეზიდენტ ბაიდენის წერილი კიდევ ერთხელ გვაგონებს, რას ნიშნავს ცხოვრობდე კაპიტულანტი რეჟიმის პირობებში, როდესაც შენი ხელისუფლება შენივე სახელმწიფოს ინტერესების ძირის გამოთხრას ემსახურება, ხოლო პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები შენი ეროვნული ინტერესის მხარეს არიან. სწორედ ამიტომ, თითოეული ქართველის სამოქალაქო და პატრიოტული ვალდებულებაა, 26 ოქტომბერს დაასრულოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ძლიერი საქართველო დგას ქართველი ხალხის, ძლიერი, ევროპული და ეროვნული საქართველოს სამსახურში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი დატოვა

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ პუჩდემონის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ესპანეთში ძებნილი კატალონიის ყოფილი ლიდერი 8 აგვისტოს ბარსელონაში გამოჩნდა და ათასობით მხარდამჭერს მიმართა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. პოლიციაში განაცხადეს, რომ პუჩდემონის დასაკავებლად ოპერაციას ატარებენ.

პუჩდემონის პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანის თქმით, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიის ქალაქ ვატერლოოში გაემგზავრა.

კარლეს პუჩდემონს ესპანეთში კატალონიის დამოუკიდებლობის საკთხზე 2017 წელს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით აქვს წაყენებული ბრალი. ის, წლებია, ბელგიაშია გახიზნული.

ესპანური მედია მის ბარსელონაში დაბრუნებას კატალონიის ახალ ლიდერად სოციალისტი სალვადორ ილიას დანიშვნას უკავშირებს, რომლიც ამ თანამდებობაზე 8 აგვისტოს დანიშნეს. სალვადორ ილია 2010 წლიდან კატალონიის პირველი მეთაურია, რომელიც ესპანეთისგან გამოყოფის წინააღმდეგია.

მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა – „ქართული ოცნების“ პრესსამსახური 

მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა – 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP )-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.

რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია, ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13-წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს.

ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა.

მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს“, – წერია ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6967 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0101 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9451 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9566 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.

 გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო – ირაკლი ქადაგიშვილი

გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ამ კონტექსტში აღნიშნა, კარგად დასანახია მთელი ის პროცესი, რასაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი.

„ფაქტია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო. ეს პროვოკაცია როგორ და რანაირად მოხდა, გამოძიება და ფაქტებისა და პროცესების შესაბამისი ანალიზი სწორედ ამას სჭირდება! კარგად უნდა დავინახოთ მთელი ის პროცესი, რომელიც ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

გვახსოვს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, რომელმაც საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა ჩამოიტანა. გვახსოვს, როგორ მოიშორა ეს გეგმა და მისი ჩამომტანი მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ ბევრი რამ არის გასარკვევი და გამოსაკვლევი – პროვოკაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, იყო მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით ყვარელში დაარსებული „ქართული სამეფო ღვინო” განვითარდა

კომპანია “ქართული სამეფო ღვინო” (GRW) რევაზ ყარალაშვილმა ქალაქ ყვარელში 2012 წელს დააარსა.  GRW საოჯახო ღვინის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოებს და ექსპორტზე გააქვს 20 ქვეყანაში.

ყარალიშვილების ოჯახი უკვე მეხუთე თაობაა მეღვინეობით არის დაკავებული. თამაზ ყარალაშვილი, რევაზის მამა, იმ მხარეში ცნობილი მეღვინეა და კომპანიაში მთავარი მეღვინის ფუნქციაც საკუთარ თავზე აქვს აღებული.

გამოცდილი მეღვინეები, ოჯახური ტრადიცია, ღვინის დაყენების  ტრადიციული  და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის ქართული სამეფო ღვინო შესთავაზონ.

“2020 წელს სრულიად ახალი ღვინის საწარმო ავაშენეთ, თანამედროვე ტრენდების და ტექნოლოგიების  გათვალისწინებით. ამჟამად წელიწადში 2 მილიონ ბოთლ 15 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ყვარელი ქინძმარაულის ზონაა და ჩვენი ქინძმარაულიც ყველაზე პოპულარული სახეობაა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ დასავლეთის ღვინოებიდან რამდენიმეს წარმოებაც დავიწყოთ”, – ამბობს რევაზ ყარალაშვილი, კომპანია GRW-ის დამფუძნებელი.

ყველაზე დატვირთული სეზონი რთველზეა, ამ დროს ყურძენს კრეფენ საკუთარი ვენახებიდან, ხოლო ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობიდან იბარებენ. წელს დაგეგმილია 1500 ტონა ყურძნის მიღება.

GRW-ის ღვინის 95 % ექპორტზე იყიდება ევროპის და აზიის ქვეყნებში, ახლახანს იაპონიის ბაზარზეც გავიდნენ.

“ქართული სამეფო ღვინო” წლების განმავლობაში თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ვითარდებოდა, სულ მალე ქარხანაში დაამონტაჟებენ წარმოების ახალ ხაზს, რომელიც ეროპაში შეიძინეს და მისი დახმარებით, შესაძლებელი გახდება ქარხნის წარმადობა 3 მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს.

უკრაინის არმია კურსკის ოლქში კონტროლის ზონას აფართოებს. როგორია კიევის გეგმები? – BBC russian

უცხოური მასმედია აქტიურად აშუქებს  უკრაინის რეგულარული არმიის ქვედანაყოფების შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) იუწყება, უკრაინელი სამხედროები, 8 აგვისტოს მონაცემებით, უკვე ერთ ქალაქს – რაიონულ ცენტრს სუჯას და ათობით სოფელს აკონტროლებენ. მართალია, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა, რუსულ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ სიტუაცია რუსეთის არმიის სარდლობისათვის  მართლაც არასახარბიელო და დამამცირებელია: უკრაინის არმიის ნაწილები საოლქო ცენტრიდან – კურსკიდან 65 კილომეტრზე იმყოფებიან და მათ კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე მხოლოდ 35 კილომეტრი აშორებთ.

ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმია კურსკის ოლქში კონტროლის ზონას აფართოებს. როგორია კიევის გეგმები?“ (ავტორი – ილია აბიშევი). გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

რატომ შეიჭრნენ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე?

იმ დროს, როცა უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრილი ქვედანაყოფები მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებენ, მდგომარეობა სხვა ფრონტებზე კიევისათვის მძიმეა და კრიტიკულიც კი –  სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდის პოკროვსკის მიმართულებით, ტორეცკთან და ჩასოვ იართან. ჩნდება კითხვა: რით შეიძლება გამართლდეს ასეთ სიტუაციაში საუკეთესო ბრძოლისუნარიანი ნაწილების ფრონტიდან მოხსნა და მათი შეჭრა კურსკის ოლქში, ანუ ახალი ფრონტის გახსნა?

რამდენად გრძელვადიანი იქნება უკრაინის არმიის ეს ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ჯერ-ჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ უკვე ახლავე ნათელია, რომ ხდება ომის ესკალაცია მნიშვნელოვანი თანმდევი შედეგებით.

რუსული მხარისათვის ამ ეტაპზე მინუსები აშკარაა: საომარი მოქმედებების გადატანა „რუსულ მიწაზე“, ტერიტორიის დაკარგვა („ოკუპირება“), ნგრევა, მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოკლულებისა და დაჭრილების სახით, რუსი ტყვეების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ლტოლვილები, პანიკა და დეპრესია მოსახლეობაში ინფრასტრუქტურის განადგურება და ლოჯისტიკის დარღვევევები – მოკლედ, ომის ყველა საშინელება.

 მაგრამ რა იქნება შემდეგ?

უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში სარსკისებურ ანარეკლს წარმოადგენს იმ შეტევისას, რომელიც რუსებმა ამას წინათ ხარკოვის ოლქში განახორციელეს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უკრაინელებმა რუსების შეტევის შეჩერება მოახერხეს, რუსები კი, მეოთხე დღეა უკრაინელების სწრაფ გადაადგილებას ვერ აჩერებენ.. კურსკის ოლქის ამ ნაწილში რუსეთის არმიის ნაწილები ფაქტიურად არ არიან განლაგებულები და შეიძლება ითქვას, სუჯის რაიონი მხოლოდ მესაზღვრეების ამარა იყო მიტოვებული.

რასაკვირველია, უკრაინელების მიზანი აშკარაა – აიძულონ რუსეთის არმიის სარდლობა დონბასის ფრონტზე მყოფი ნაწილები მოხსნან და კურსკის ოლქში გადაისროლონ. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული კურსკის ატომური ელექტროსადგურის დაკავებაც (თავის მხრივ, რუსებს ზაპოროჟიეს ატომური ელსადგური აქვთ დაკავებული). გარდა ამისა, რადგანაც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე („ყველა ომი ზავით მთავრდება“), კიევი იძულებულია დაეთანხმოს „მშვიდობის მტრედების“ მოთხოვნას და მათ დასაკმაყოფილებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ისე, რომ მას უპირატესობა ჰქონდეს.

ამ მხრივ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის რეალიები გვაჩვენებენ, რომ იმ ტერიტორიების უკან დაბრუნება, რომლებიც მოწინააღმდეგეს აქვს ხელში ჩაგდებული ძალიან რთულია, თანაც თუ შემტევმა მხარემ დაკავებული ტერიტორიის გამაგრება მოაწრო.

მეორე მხრივ – უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლის უნარიანი ნაწილები კურსკის ოლქში არიან შეჭრილები და დროებითი ეფექტის ფონზე, უპერსპექტივო ბრძოლას აწარმოებენ, ამ დროს კი, იმის ნაცვლად, რომ რუსებში მარცხმა დეპრესია გამოიწვიოს, შეიძლება პირიქით მოხდეს – რუსები პატრიოტულმა გრძნობამ მოიცვას და უკრაინელებს ძლიერი დარტყმა მიაყენონ. რა იქნება შემდეგ? თუმცა ეს კითხვა უკვე უკრაინის არმიის სარდლობას ეხება, რომელმაც კრემლისათვის მოულოდნელად, ესოდენ არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო კურსკის ოლქში შესაჭრელად.

წყარო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული E – Gate სისტემა ამოქმედდა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – ტავ ჯორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს.

ამჯერად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული E – Gate სისტემა ამოქმედდა.

ახალი სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, რაც მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, ამცირებს რიგებს და ზრდის მგზავრის კომფორტს.

ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate-ი, აეროპორტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies- თან და ტრანსპორტირების სფეროში უმაღლესი დონის პროდუქტებითა და სერვისებით ცნობილ ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა.

TAV Technologies – თან და Easier – თან (IER) თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაინერგა და რამდენიმე თვეა მოქმედებს თვითრეგისტრაციის (Self-Check -in) და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია სერვისების გაციფრულებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი განცხადებას ავრცელებს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„2020 წელს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და დაფინანსებით დაბა შეკვეთილში გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ეს უნიკალური პროექტი კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით და ურთულესი ტექნიკურ – ლოგისტიკური ამოცანების დაძლევით სამოცი ჰექტრის ფართობზე გაშენდა საქართველოში აქამდე არნახული მწვანე სივრცე, რომელიც მოიცავს ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და ასევე უცხოურ მცენარეს. პარკის განსაკუთრებულობა განპირობებულია იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხერხდა უნიკალური საუკუნოვანი ხეების გადმორგვა, რაც ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. დენდროლოგიური პარკი წარმოადგენს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ და ჰარმონიულ ნაზავს. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის უიშვიათესი ფრინველი ბინადრობს. მათთვის აქ შექმნილია მშობლიური ჰაბიტატის იდენტური საარსებო გარემო. პირველივე დღიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აბსოლუტურად უფასოდ მასპინძლობს ათიათასობით მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიცირების დღიდანვე ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს. ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას. როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი. ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო. საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება. დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა. არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადეკვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის

საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის.

სენატორი დღეს შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

ხვალ კი ჯინ შაჰინს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი შეხვდება.

2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია – m² -მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

m² – მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.

m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია. 

საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც განსაზღვრულ თანხაზე მეტ მოთხოვნაში გამოიხატა.

აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიმართ არსებულ მაღალ ნდობას ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები 2 წლის ვადითაა გამოშვებული, ხოლო კუპონის განაკვეთი 8,5% შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ    “საქართველოს უძრავმა ქონებამ”, რომელიც m² -ის 100%-იანი წილის მფლობელია  –  ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.  ეს წარმატება ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა” და „თიბისი კაპიტალის” პროფესიონალიზმზე მეტყველებს”, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების” გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება „გალტ ენდ თაგარტისა” და „საქართველოს უძრავი ქონების” აქტიური თანამშრომლობა, რაზეც მორიგი, უკვე რიგით მე-8 წარმატებული განთავსება მეტყველებს. მსურს, მორიგი წარმატება მივულოცო „საქართველოს უძრავ ქონებას”,  რომელთანაც 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით. საცალო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი „საქართველოს უძრავი ქონების” მიმართ ნდობასა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიანიშნებს.” – განაცხადა ქეთევან თოიძემ, „გალტ ენდ თაგარტის” დირექტორის მოადგილემ.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავმა ქონებამ” ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. ეს თიბისი კაპიტალისა და “საქართველოს უძრავი ქონების” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომპანიის სანდოობასა და ემიტენტისა და ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას ადასტურებს. 

ობლიგაციების გამოშვების პროცესში კომპანიამ არსებული 35 მილიონი ობლიგაციების გამოსყიდვის პროცესიც გამოაცხადა, სადაც 26 მილიონი დოლარის დაინტერესება მიიღო, რომლის რეფინანსირებისთვის, ახალი, 25 მილიონიანი ობლიგაციების გამოყენება მოხდება. 35 მილიონიდან დარჩენილი 9 მილიონის დაფარვა განხორციელდება ოქტომბერში, როგორც ობლიგაციების პირობებით არის განსაზღვრული.

m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m² – ის აქციების 100% წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი”