თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული E – Gate სისტემა ამოქმედდა

15
spot_img

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – ტავ ჯორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს.

ამჯერად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული E – Gate სისტემა ამოქმედდა.

ახალი სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, რაც მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, ამცირებს რიგებს და ზრდის მგზავრის კომფორტს.

ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate-ი, აეროპორტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies- თან და ტრანსპორტირების სფეროში უმაღლესი დონის პროდუქტებითა და სერვისებით ცნობილ ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა.

TAV Technologies – თან და Easier – თან (IER) თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაინერგა და რამდენიმე თვეა მოქმედებს თვითრეგისტრაციის (Self-Check -in) და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია სერვისების გაციფრულებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.