Home Blog Page 708

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ავიადარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო, რასაც მის ბედთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები მოყვა.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა 6 შენობა გაანადგურეს.

Reuters-ის თანახმად, ლიბანის უშიშროებიდან წყაროს თანახმად, შენობა, რომელიც ავიადარტყმების სამიზნე გახდა, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა.

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

გა­ა­კე­თეთ ის, რაც სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებს. შეხ­ვდით მე­გობ­რებს, წა­დით პა­ე­მან­ზე, შე­ად­გი­ნეთ გარ­თო­ბის გეგ­მა და მიჰ­ყე­ვით. კარ­გი დღეა ბავ­შვებ­თან გა­სა­ტა­რებ­ლად. კრე­ა­ტი­ულ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შთა­გო­ნე­ბა. საქ­მე­ე­ბი კარ­გად წავა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­თო­ბა­სა და სწავ­ლას­თან.

კურო

დღეს კარ­გი დღეა სა­ყიდ­ლე­ბის­თვის. არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის, არა­მედ, დე­კო­რის­თვი­საც. იყი­დეთ სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ან სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. რაც უფრო დი­დია შე­ნა­ძე­ნი, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მო­ა­წყვეთ პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლი თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ტყუ­პი

დღეს დიდი ენერ­გია გექ­ნე­ბათ, მთა­ვა­რია მისი სწო­რად და­ხარ­ჯვა შეძ­ლოთ. ზოგს გა­სარ­თო­ბად მი­ი­ზი­დავს, სხვე­ბი ძა­ლის­ხმე­ვას გა­მო­ავ­ლე­ნენ თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. კარ­გი დროა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, რეკ­ლა­მე­ბის­თვის, დის­კუ­სი­ე­ბის და შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და ნაც­ნო­ბო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სარ­გებ­ლოც კი იქ­ნე­ბა.

კირჩხი­ბი

დღეს შე­საძ­ლოა ფი­ლო­სო­ფი­ურ გან­წყო­ბა­ზე იყოთ. შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რდეთ, რა­ტომ ვერ შო­უ­ლობთ ფულს, რა­ტომ იღ­ლე­ბით. ფულს სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს? და ღირს თუ არა გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის? შე­საძ­ლოა, ვინ­მემ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის გეგ­მა.

ლომი

28 სექ­ტემ­ბერს თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გა­იზ­რდე­ბა. გექ­ნე­ბათ ბევ­რი ენერ­გია და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თვე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იყა­ვით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. შე­სა­ფე­რი­სი დღეა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის. მე­გობ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­გი­წი­ონ რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მო­ხიბ­ლუ­ლი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნით.

ქალ­წუ­ლი

თქვენს ერთ-ერთ მე­გო­ბარს ან კო­ლე­გას შე­უძ­ლია გა­გი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა. კარ­გი დღეა სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად, მე­გო­ბარ­თან ან პარტნი­ორ­თან ერ­თად. დღეს შე­საძ­ლოა ახ­დეს თქვე­ნი სურ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც დიდი ხა­ნია ფიქ­რობთ. დღე ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვის.

სას­წო­რი

კარ­გი დღეა სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, იქ­ნებ ვინ­მეს მო­უნ­დეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­გობ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­გა­ხა­რონ სი­ახ­ლე­ე­ბით ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით აგავ­სებთ.

მო­რი­ე­ლი

28 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბით იქ­ნე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მემ იპო­ვოს უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, ან მი­ი­ღოს ჯილ­დო კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. კარ­გი დღეა მივ­ლი­ნე­ბა­ში წა­სას­ვლე­ლად და სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­სა­წე­რად.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­წყე­ბად და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის. გა­ა­ტა­რეთ დრო პარტნი­ორ­თან ერ­თად, და­ნიშ­ნეთ პა­ე­მან­ზე, გა­ნიტ­ვირ­თეთ. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი შეხ­ვდეს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

თხის რქა

შე­საძ­ლოა გა­ნი­ცა­დოთ ცვლი­ლე­ბე­ბი პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზოგი გა­და­წყვეტს დაშ­ლას, ზო­გის­თვის კი კავ­ში­რი უფრო მა­ღალ დო­ნეს მი­აღ­წევს. შე­საძ­ლოა თქვენ­მა რჩე­ულ­მა გა­გა­ხა­როთ სა­ჩუქ­რით, ფუ­ლით, ან ერ­თად იყი­დოთ რა­ი­მე დიდი ან ძვი­რი. დღე ხელ­საყ­რე­ლია პა­ემ­ნე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვი­საც.

მერ­წყუ­ლი

კარ­გი დღეა გარ­თო­ბის, რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბი­სა და პა­ემ­ნე­ბის­თვის. გა­ა­კე­თეთ ის, რაც გსი­ა­მოვ­ნებთ. სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვონ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თქვენ­გან რა­ღაც სჭირ­დე­ბა. კარ­გი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის.

თევ­ზე­ბი

ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სა­სარ­გებ­ლოა სპორ­ტი, სე­ირ­ნო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, მა­გა­ლი­თად, სახ­ლის და­ლა­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­მუ­შაო იყოს და ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. უნდა შე­ას­რუ­ლოთ რუ­ტი­ნა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, უბ­რა­ლო სა­უ­ბა­რიც კი მათ გან­წყო­ბას აა­მაღ­ლებს.

თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება – ტრამპი

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ახლახან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან. თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ომი სწრაფად დასრულდება. თუ არა, ეს ომი არასდროს დასრულდება და მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ამხანაგი ჰარისი ვერასდროს შეძლებს ამ ომის დასრულებას. არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ სიკვდილი და განადგურება მხოლოდ გაიზრდება!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ – Edison Research

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

ლეიბორისტული პარტია – 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%

ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%

სხვა პარტიები – 0.3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობა იქედან გამომდინარეობს, რომ მას რეიტინგი არ აქვს – ირაკლი ქადაგიშვილი

გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობაც იქიდან გამომდინარეობს, რომ გვარამიას არ აქვს საარჩევნო რეიტინგი, მას ბევრ რეგიონში, მაგალითად კახეთში ჩამოსვლის არანაირი მორალური უფლება არ აქვს და ვერც ჩამოდის, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ამ პარტიებს უდგათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა და ბუნებრივია, ყველას უნდა სულ მცირე, პირველ ათეულში მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ იდეოლოგიურ ბაზაზე დგანან, მაინც ბევრი შიდა კლანური დაპირისპირება და უსამართლობა მოხდა პარტიის წევრებს შორის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა.

მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – მიხეილ სააკაშვილი

ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რეჟიმი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის.

„ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.

მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა – ეს არის ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ მმართველობაში მოშვების შედეგი – გიორგი გამსახურდია

ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში, – წერს გიორგი გამსახურდია წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში.

„ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა, რასაც ჰქვია… იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.

ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში. რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება, ადამიანი ავად არის და შველა სჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არც ერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება ფარსი და ტყუილია.

ეს არის ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ მმართველობაში მოშვების შედეგი. აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!“, – წერს გიორგი გამსახურდია.

უკრაინაში ომი გარკვეულ მომენტში უნდა დასრულდეს – ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე მხარემ პრესისთვის მოკლე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მას სურს განიხილოს ომის დასრულების გზები.

„პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გვესმის, რომ ნოემბრის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების ძალა იქნება ძალიან ძლიერი და ამის იმედი გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გარკვეულ მომენტში უნდა დასრულდეს.

„ამ ქვეყანამ ისეთი ჯოჯოხეთი გამოიარა, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. მსგავსი არავის უნახავს. ეს საშინელი მდგომარეობაა“, – დასძინა მან.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი – მიხეილ ხიდურელი

დღეს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოხდა გზამკვლევის “Tourism Doing Business: Investing in Georgia” წარდგენა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

„გზამკვლევი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა, რომლის მომზადებაშიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური სახით.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ – ლაშა ხუციშვილი

საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ: ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სრულდება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რითაც შუა დერეფნის საშუალებით, ძლიერდება დაკავშირების შესაძლებლობა, ვითარდება ადამიანური კაპიტალი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-9 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე, სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდში, ბანკმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და განაგრძობს წინსვლას. მისი თქმით, ბოლოდროინდელი გლობალური გამოწვევები რთული აღმოჩნდა, თუმცა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეძლო მათი გადაჭრა.

„საქართველომაც, მიუხედავად პოსტ-პანდემიური პერიოდისა და რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი შედეგებისა, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში – 2021-2022 წლებში, მოახერხა ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მაჩვენებელზე გასვლა. 2023 წელი დასრულდა 7.5%-იანი ნიშნულით, ხოლო 2024 წლის შვიდ თვეში ეკონომიკა გაიზარდა 9.7%-ით, რაც საშუალო ზრდის ისტორიულ მაჩვენებელს აღემატებოდა. ყველა დროში მნიშვნელოვანია ფინანსური ნაკადების დივერსიფიკაცია და ფისკალური პრინციპების დაგეგმვაში პასუხისმგებლიანი დისციპლინის დანერგვა. მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და რესურსების გამოყოფა ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტების, ისევე, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. მდგრად ინფრასტრუქტურასა და სხვა პროდუქტიულ სექტორებში ინვესტიციებით, ბანკს დღეს უკვე შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეზე და იმავდროულად, წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. წლევანდელი წლიური შეხვედრის თემა – „მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა უკლებლივ ყველასთვის“ – ამ მისიას კიდევ უფრო ამყარებს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანმკა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, აზიის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და გარემოს გაუმჯობესების პროექტებში ინვესტიციებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უფრო მეტი ინოვაციური პროექტი განხორციელდება. ასევე, მივესალმებით ბანკის მზარდ ძალისხმევას, წევრ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის პრინციპების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. აზიას სასიცოცხლო როლი აკისრია კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე რეაგირებაში და ბანკს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს განვითარების პროექტებში, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება და მწვანე ენერგია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია და წევრების მხარდაჭერა, ის ინსტრუმენტია, რაც ცალკეულ პროექტებში უზრუნველყოფს ადგილობრივ ვალუტაში ფინანსების მოპოვებასა და სავალუტო რყევებიდან მომდინარე რისკების დაბალანსებას.

„გვჯერა, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი სწორ გზას ადგას, აქცენტებს აკეთებს ყველაზე აქტუალურ პრიორიტეტებზე და ღირებული რჩება წევრი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მან.

სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობასა და უზბეკეთის მთავრობას, ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ AIIB-სთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„ამხანაგო ხაზარაძე! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პარტია „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს სოციალური ქსელიდან მიმართავს.

„ამხანაგო ხაზარაძე! „კაგებე“-ში დაწერილი სცენარით! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! გენერალ როდიონოვთან ერთად! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! „ფეესბე“-ს სცენარს ლяკა გაგაცნობს! იდენტურია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

იმედი მაქვს, სანქციები არ გვექნება – ლევან დავითაშვილი

დიდი იმედი მაქვს, არანაირი სანქციები არ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ, გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო, გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორების განწყობა „საკმაოდ პოზიტიურია“ და საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს.

„ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ნახეთ, ADB-ის პროგნოზის კორექტირება- მათ გადახედეს ზრდისკენ საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ეს მოსალოდნელიც იყო. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა – 5.5%. ჩვენი მოლოდინია, რომ შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა სხვა პარამეტრების სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სახე იცვალოს უკეთესობისკენ და საქართველოში ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. ამიტომ, პოზიტიური ეკონომიკური პროცესების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ინვესტორების განწყობებს – ინვესტორების განწყობა საკმაოდ პოზიტიურია. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო გვაქვს. ამაზე დიალოგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელი პანელიც საინტერესო იყო და ბევრი პოტენციური ინვესტორი იყო. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ტურიზმის სექტორში, მაგრამ ასეთი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. ბუნებრივია, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება გვჭირდება, რომ გარემო იყოს ისეთივე პროგნოზირებადი, როგორც ამ წლებში და ქვეყანაში გაგრძელდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაშიც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაა”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.