უკრაინაში ომი გარკვეულ მომენტში უნდა დასრულდეს – ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე

23
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე მხარემ პრესისთვის მოკლე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მას სურს განიხილოს ომის დასრულების გზები.

„პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გვესმის, რომ ნოემბრის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების ძალა იქნება ძალიან ძლიერი და ამის იმედი გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გარკვეულ მომენტში უნდა დასრულდეს.

„ამ ქვეყანამ ისეთი ჯოჯოხეთი გამოიარა, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. მსგავსი არავის უნახავს. ეს საშინელი მდგომარეობაა“, – დასძინა მან.