Home Blog Page 708

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეძებეთ გამოსავალი წარმოქმნილი რთული სიტუაციიდან, ნუ ეცდებით წარსულის ქექვას, არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უფროსი თაობის რჩევები გამოგადგებათ.

კურო

მიუხედავად სირთულეებისა, დღე წარმატებული იქნება, თქვენ შეძლებთ საერთო გამონახოთ როგორც ახალ ნაცნობებთან, ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.

ტყუპები

დღეს შეძლებთ მოიცილოთ ისეთი პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენს ემოციურ გადაღლას იწვევდა, სულიერი წონასწორობის აღდგენაში განმარტოება დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, თავი იჩინოს გაუგებრობებმა. იხელმძღვანელეთ ფაქტებით და არა ვარაუდებით. ახლა პესიმიზმის დრო არაა.

ლომი

შესაძლოა, ურთიერთობა დაიძაბოს ოჯახის წევრებთან, ნუ გაერიდებით პრობლემების მოგვარებას, ისინი მომავალში მაინც იჩენენ თავს.

ქალწული

დღეს, ჯანსაღად შეაფასებთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ახლობელთა შესაძლებლობებს. მარტივად შეძლებთ განსაზღვრას, თუ ვის რა შეუძლია და ვინ რა მიზნისკენ ისწრაფვის.

სასწორი

შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მაგრამ ეს არ იქნება მოულოდნელი და თქვენ შეძლებთ პოზიციების შენარჩუნებას.

მორიელი

ემოციურ მდგომარეობას გაუმართლებელი საყიდლები და გაუაზრებელი შენაძენი მხოლოდ დროებით გამოგიკეთებთ. განწყობის ასამაღლებლად, შეეცადეთ, აქცენტი ახალ სამომავლო იდეებზე გააკეთოთ.

მშვილდოსანი

რაც უფრო მნიშვნელოვან მიზანს შეეჭიდებით მით უფრო შთამბეჭდავი იქნება წარმატება, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში, არის დანაკარგების ალბათობა.

თხის რქა

შედარებით რთული დღეა, ვითარებიდან გამომდინარე, ყოველ წუთში იცვლება თქვენი გეგმები, საკმაოდ კრიტიკული იქნება ირგვლივ მყოფთა რეპლიკები. საღამოს ეცადეთ, დაისვენოთ და გაისეირნოთ ბუნებაში.

მერწყული

შეამცირეთ კონტაქტები უსიამოვნო ადამიანებთან, მეტად შეიქმენით პოზიტიური, ხალისიანი გარემო, მოაწყვეთ ღონისძიებები მეგობრების წრეში, ახლა ყველაზე მეტად ეს გჭირდებათ.

თევზები

დღეს, გაბედულად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც წარმატების მომტანი იქნება. იზრდება თქვენი საკომუნიკაციო წრე, შესაძლოა, აღადგინოთ ძველი ურთიერთობები.

ირაკლი კობახიძე გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალური ქსელით ეხმიანება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მან ფინალურ შეხვედრაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის გაგზავნის ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა.

“შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მითითებები გასცა გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ”, – თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა.

გომელისა და მოზირის ოლქებში, რომლებიც კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვება გადაიყვანენ სამხედრო ნაწილს, სახმელეთო ჯარებს, სარაკეტო ძალებს – მათ შორის “პოლონეზის” სარაკეტო სისტემები და “ისკანდერის” კომპლექსები.

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

“პარიზის 2024” წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თავისთვის პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.

ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი ახმედ ტაჟუდინოვი იქნება.

ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს ჩატარდება.

,,არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას”- მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.

„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

,,კარგი შესაძლებლობა იყო, დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორად დარჩება აშშ-თვის”- ნინო წილოსანი

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად რჩება. ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, „ძალიან თბილი შეხვედრა იყო“.

„იმედი გვაქვს, ის განცხადებები, რომელიც ჩვენთან, ინდივიდუალური შეხვედრის დროს, თუ საერთო ფორმატში ითქვა სენატორის და კონგრესმენის მხრიდან, ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მიზნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ რჩება ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და თავისთავად, მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ინდივიდუალურ რეჟიმში გვესაუბრა სენატორთანაც და კონგრესმენთანაც, მათ შორის, ისეთი საკითხებიც განგვეხილა, რომელიც შეიძლება ონლაინ რეჟიმში არასწორად იყოს ინტერპრეტირებული, ან არასწორად მიტანილი. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესების და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ის, რომ საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორად დარჩება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს“, – განაცხადა წილოსანმა.

,,ოქტომბერში გადაწყდება ქვეყნის ბედი ” – თინა ხიდაშელი

ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, რომ რესპუბლიკელების ან დემოკრატების თეთრ სახლში მოსვლის პირობებში რაიმე შეიცვლებოდა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო“.

„რაც შეეხება თავდაცვის უწყებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ხელისუფლებას დასჩემდა, რომ „იმედს“ თვითონაც უსმენს და შემდეგ „იმედზე“ რომ რაღაცას ეტყვიან „ასე თქვიო“, იჯერებენ, რომ მართლაც ასე მოხდა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკული შეტევები სწორედ აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს, სენატორების, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების პასუხი იყო და იმ არადემოკრატიული პროცესების, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დიდი გასაქანი მისცა. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული კანონის უკანონო გაწვევის პირობებში ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს პროგრამა ისევ აღდგება. იმის იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონს გაიწვევს, ამიტომ ოქტომბერში გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ბედი – დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

,,ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა.. – თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც თავს აფარებდნენ სკოლას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.

მათივე ცნობით, სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განლაგებული და ოპერაციას, სულ მცირე, 20 ტერორისტი და დაჯგუფების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

,,ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ღიად ხდება” – კახა კალაძე

დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. დემოკრატიის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც არ გამორიცხავენ რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩი დაიბარონ:

“დემოკრატიის ფესტივალი უბრალოდ შეფუთულია, ეს სახელი დაარქვეს. რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც თუ არ ვცდები დანიის მთავრობისგან ფინანსდება, ეს ყველაფერი სამწუხაროა. დღეს, ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.  პირდაპირ, ღიად ხდება უცხოეთიდან ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება დაფინანსება, რა თქმა უნდა, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა. რა დემოკრატიაზეა საუბარი, პირდაპირ, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა,”- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები

„თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2Fpfbid02WprdXoMWRvGKwrqJNGruqjg2VdETQxhV9Tv3ohA4SEke9i82cK3zu3pu1pi8gQR3l&show_text=true&width=500

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კონსტანტინოვკაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბორელის თქმით, რუსეთმა კვლავ მიზანში ამოიღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, თავს დაესხა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის.

უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა“, – წერს ბორელი X-ზე.