Home Blog Page 704

დიდგორის ველზე დღეს სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება. ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი „ჟამი იგი“ სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.

„დიდგორობა 2024-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

„ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის სიახლოვეს. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ათენის ცენტრამდე მიაღწია. რამდენიმე ბერძნული სოფელი და ქალაქი უკვე ევაკუირებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადამყოფოებში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანებული შენობა-ნაგებობების თაობაზე.

ზოგიერთი ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა, ხანძრის მოახლოების მიუხედავად, უარი თქვა ევაკუაციაზე და ცეცხლთან გამკლავებას ეზოს წყლის რეზინის მილებით ცდილობდნენ.

სააგენტო AFP-ს ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 29 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 110 სახანძრო ავტომანქანა, ასეულობით მეხანძრე და მრავალი მოხალისე.

რამდენიმე დღით ადრე, მეტეოროლოგები გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ექსტრემალური გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, მოსალოდნელი იყო მცირე მასშტაბის ხანძარი, მაგრამ მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს დღეებში შენარჩუნდება სახიფათო ვითარება.

12 აგვისტოს საბერძნეთში ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

11 აგვისტოს საბერძნეთის ხელისუფლებამ ისტორიული ქალაქ მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.

,,ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს”- “კოალიცია ცვლილებისთვის”

“კოალიცია ცვლილებისთვის” სამტრედიაში ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში”, შესაბამისად, “ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება”.

“დღეს, სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას.

რაც არ უნდა ეცადოს “ქართული ოცნება”, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში. ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია – 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას.

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.

“ქართული ოცნება” არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”, – წერია განცხადებაში.

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ უსაფრ­თხოდ აი­ღოთ ახა­ლი ან უც­ნო­ბი ამო­ცა­ნე­ბი. იღ­ბა­ლი თქვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა და ყვე­ლა სა­კი­თხი სწრა­ფად და წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭეთ იმას, რაც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ. იყა­ვით უფრო მშვი­დად სხვე­ბის კო­მენ­ტა­რებ­სა თუ კრი­ტი­კა­ზე, ნუ გაბ­რაზ­დე­ბით.

კურო

დღე­ვან­დე­ლი დღის და­გეგ­მვი­სას და­ეყ­რდე­ნით მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლებს. თქვენ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ კო­ლე­გე­ბის ან მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, მო­გი­წევთ საქ­მის კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად. ნუ იეჭ­ვი­ა­ნებთ, თუ ვინ­მემ უკე­თეს უკე­თეს შე­დეგს მი­აღ­წია. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს, რო­გორც მო­ტი­ვა­ცია თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის.

ტყუ­პი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღის­თვის, უმ­ჯო­ბე­სია იმუ­შა­ოთ გუნდში, გახ­დეთ ახა­ლი მსხვი­ლი პრო­ექ­ტის წევ­რი. ეს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში ახალ დო­ნე­ზე ას­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. არის შან­სი, რომ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მი­ი­ღებთ იმას, რის­კე­ნაც ის­წრა­ფო­დით.

კირჩხი­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბულ და ნა­ყო­ფი­ერ დღეს გპირ­დე­ბი­ან. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ ყვე­ლა ას­პექ­ტში, ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ რთულ და შრო­მა­ტე­ვად ამო­ცა­ნებს, რომ­ლე­ბიც ადრე თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბო­და. ეცა­დეთ, 12 აგ­ვის­ტოს უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ნაკ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ, რათა გან­წყო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ.

ლომი

ხელ­საყ­რე­ლი დღე გე­ლით. ბევ­რი რამ თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა, თუმ­ცა, თუ რამე არ გა­მო­დის, ამა­ზე არ უნდა შე­ჩერ­დეთ. ცოტა ხნით გვერ­დზე გა­და­დეთ და გა­და­დით ნაც­ნობ საქ­მე­ზე. უფ­რო­სე­ბი უთუ­ოდ შე­ამ­ჩნე­ვენ თქვენს აქ­ტი­უ­რო­ბას.

ქალ­წუ­ლი

სა­მუ­შაო ნელა წავა, მაგ­რამ შეძ­ლებთ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოთ და კმა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღოთ თქვე­ნი სა­მუ­შა­ო­დან. შე­საძ­ლოა სამ­სა­ხურ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე დარ­ჩე­ნამ მო­გი­წი­ოთ. სა­ღა­მოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ და მო­იხ­სნათ გრძე­ლი დღის სტრე­სი.

სას­წო­რი

ფრთხი­ლად შე­არ­ჩი­ეთ კომ­პა­ნია: აქ­ტი­უ­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თქვენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან, შთა­ა­გო­ნე­ბენ რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლოს გა­კე­თე­ბას და და­გეხ­მა­რე­ბი­ან მიზ­ნის­კენ სვლა­ში. გა­ა­ტა­რეთ დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რაც გა­წუ­ხებთ და თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­გა­ტივს იწ­ვევს.

მო­რი­ე­ლი

წარ­მა­ტე­ბა გექ­ნე­ბათ ბიზ­ნეს­ში, მაგ­რამ შე­საძ­ლოა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­გექ­მნათ ცხოვ­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­ში. ნუ გა­დატ­ვირ­თავთ სა­კუ­თარ თავს სამ­სა­ხურ­ში. სა­ღა­მოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ და აღიდ­გი­ნოთ ენერ­გია.

მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა, იღ­ბა­ლი გწყა­ლობთ. 12 აგ­ვის­ტოს შე­გიძ­ლი­ათ და­გეგ­მოთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი: ენერ­გია ყვე­ლაფ­რის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. თქვენს სი­ტყვებს ის­მე­ნენ, ამი­ტომ მო­ე­რი­დეთ კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს.

თხის რქა

კარ­გი დღეა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ეცა­დეთ იყოთ უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნოთ. არის შან­სი მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბას შეგ­ძენთ.

მერ­წყუ­ლი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი დღე გე­ლო­დე­ბათ. რა­საც გა­ა­კე­თებთ 12 აგ­ვის­ტოს, მშვე­ნივ­რად გა­მო­ვა. უფრო ხში­რად ესა­უბ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს: ეს გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და და­გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა სა­კა­მა­თო სა­კი­თხის გარ­კვე­ვა­ში. მათი რჩე­ვე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ.

თევ­ზე­ბი

გა­ა­ტა­რეთ დღე აქ­ტი­უ­რად, და­ას­რუ­ლეთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ. დღეს ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში. მო­ე­რი­დეთ დიდი თან­ხის და­ხარ­ჯვას. უმ­ჯო­ბე­სია და­ზო­გოთ ფული მო­მავ­ლის­თვის.

გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-საათიდან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – აცხადებენ მერიაში.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FCityHallofTbilisi%2Fposts%2F903372571835191&show_text=true&width=500

პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

პეტრიაშვილის თქმით, მას წილად ხვდა მედროშეობა, რაც მისთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის, ყოველთვის, ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი ქვეყნის უმთავრესი სიმბოლოს, დროშის ტარება. ყოველთვის ვცდილობ, ამაყად და ღირსეულად ვატარო ჩვენი ქვეყნის დროშა. მადლობა ამ ლამაზი შესაძლებლობისა და მაგარი რამისთვის“, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ანგარიშზე შვიდი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. 10 აგვისტოს კი ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა.
იგი 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა.
ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს.

ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები – მეუფე შიო

უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ დღეს ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა და უფლის მიმართ ჭეშმარიტი რწმენის მნიშვნელობაზე იუსაუბრა.

„ერთხელ ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, იესო ძეო დავითისაო!“ (მთ. 20,30). მათ იცოდნენ იესო ქრისტეს ძალა და სწამდათ მისი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. ამიტომაც განუწყვეტლად სთხოვდნენ მას განკურნებას. უფალმა მათ უთხრა: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ მათ მიუგეს: „დიახ, უფალო, გვწამს“. მაშინ იგი შეეხო მათ თვალებზე და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოს თქვენ“ და აეხილათ მათ თვალები. აი, ასეთი სახარება წავიკითხეთ ჩვენ დღეს.

გვეხება თუ არა ჩვენ ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო? რა თქმა უნდა, გვეხება. რით გვეხება? იმით, რომ ჩვენც ვგავართ ამ ბრმებს ჩვენი სულიერი სიბრმავით, მაგრამ არა მხოლოდ ამით, არამედ ვგავართ ჩვენი ფიზიკური და სულიერი უძლურებებით, რომლებიც მათსავით გვტანჯავს და მათსავით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიმსუბუქოს ტანჯვები, განგვკურნოს და დაგვიბრუნოს სიცოცხლის სიხარული, რომელიც რატომღაც ვგრძნობთ, რომ დაკარგული გვაქვს.

ჩვენ ამ ორ ბრმას ამით ვგავართ, მაგრამ რით არ ვგავართ? არ ვგავართ იმ რწმენითა და ერთგულებით ღვთისადმი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათი რწმენა და ერთგულება იყო უეჭველი. აი, ასეთი რწმენა არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება ვკითხოთ ჩვენს თავს, ამიტომ ხომ არ არის სწორედ, რომ ხშირად ვრჩებით ხოლმე განუკურნებელნი?

ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, ეს იქნება ცალკეული ადამიანის თუ ყველასი ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები. ცოდვა იგივე ბოროტებაა. ეს ყველაფერი შემდეგ გვართმევს ნამდვილ სიხარულს და ჩვენს გულებში აქრობს სინათლეს და სითბოს. თავდაპირველად ადამიანს ჰგონია, რომ ვნებების დაკმაყოფილება მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის, ამას მოსდევს სიცარიელე, განხიბვლა, სისასტიკე გულისა, გულქვაობა, უგრძნობლობა და ადამიანი მისთვისვე შეუმჩნევლად იქცევა ასეთ სულიერად გაციებულ, გაზარმაცებულ, ცარიელ და მხოლოდ თავის თავის მოყვარულ ადამიანად.

მაშასადამე, როდესაც ამ ვნებებს ვემონებით, ჩვენ ვასახიჩრებთ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ, ღვთის წყალობით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებების დამარცხება და მათგან გათავისუფლება შესაძლებელია. ყოველ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, განიწმინდოს და განათლდეს იმავე ძალით და მადლით, ძვირფასო ძმებო და დებო, რა ძალითა და მადლითაც განიკურნა დღევანდელი ორი ბრმა ადამიანი. ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა ყველას, მის მაძიებელს.

თქვენ იცით ეკლესიის სწავლება, რომ ღვთის ამ ძალით, მადლითა და ენერგიით, ამის მეშვეობით, ადამიანი ხდება საღვთო ბუნების, ღვთაების თანაზიარი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მთელი ჩვენი გულით, გონებით, მთელი არსებით ვესწრაფოთ ამას, მივისწრაფოდეთ ამ მადლის მოხვეჭისკენ და დაუღალავად ვეძიოთ ეს მადლი, რომ ვიყოთ ღმერთში, ვიყოთ ღმერთთან და არ წაგვერთვას ეს ჭეშმარიტი სიხარული.

აი, ამიტომ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანმა გული არასდროს არ უნდა გაიტეხოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს და არ უნდა გვეგონოს, რომ ცოდვისა და ბოროტებისგან გამოწვეული სიბნელე და ის ტანჯვები, რაც ამას მოსდევს, არის ჩვენი გარდაუვალი ხვედრი. ასე არ არის, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს: „ვის მივაპყრობ მზერას? მხოლოდ მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ეს. 66,2). ასევე, მოციქულები გვასწავლიან ჩვენ, რომ: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ, ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5-6; იაკ. 4. 6).

ამრიგად, თუ ჩვენ გვექნება ეს სიმდაბლე, აუცილებლად ვიგრძნობთ ამ ძალისა და მადლის მაკურნებელ, განმანათლებელ, განმწმენდელ მოქმედებას; ეს მადლი ყოველთვის ჩვენთან იქნება და აუცილებლად განგვკურნავს ჩვენ სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან.

უფალი იესო ქრისტე ძალიან დიდი ხნის წინ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, – დღეს იყო ნათქვამი წმინდა სახარებაში, – და კურნავდა ადამიანებში ყოველგვარ სნეულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ამ ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით და ვადიდებდეთ მის დიდადშვენიერ, პატიოსან და საღვთო სახელს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ოლაფ შოლცი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, – ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია”, – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამავდროულად, მან ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა

ბელარუსმა უკრაინის საზღვრის მიმართულებით ტანკები გაგზავნა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ტანკი გაგზავნა. უწყებამ მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირების კადრებთან ერთად, ცნობაც გაავრცელა, რის მიხედვითაც, საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზად უკრაინის მხრიდან ბელარუსის საჰაეროს საზღვრის დარღვევა დაასახელა.

მინსკი ამტკიცებს, რომ კურსკზე იერიშისას კიევის მიერ გაშვებული დრონების ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე მოხვდა.