პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება

16
spot_img

პეტრიაშვილის თქმით, მას წილად ხვდა მედროშეობა, რაც მისთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის, ყოველთვის, ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი ქვეყნის უმთავრესი სიმბოლოს, დროშის ტარება. ყოველთვის ვცდილობ, ამაყად და ღირსეულად ვატარო ჩვენი ქვეყნის დროშა. მადლობა ამ ლამაზი შესაძლებლობისა და მაგარი რამისთვის“, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ანგარიშზე შვიდი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. 10 აგვისტოს კი ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.