Home Blog Page 697

რატომ არის ვლადიმერ პუტინი ნამდვილი გამარჯვებული ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის ვლადიმერ პუტინი ნამდვილი გამარჯვებული ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში“ (ავტორი – ჯეიმს კრისპი, ევროპის ამბების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილი: მასთან ერთად ვარსკვლაველი სტუმარი –  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეკვავს, მომღიმარი სახით. ეს იყო 2018 წელს – ოთხი წლით ადრე, სანამ მოსკოვის ჯარები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. კარინ კნაისლი კი დიდი ხანია undefinedავსტრიის მთავარი დიპლომატი აღარ არის, იგი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, რიაზანის ოლქში და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

თავის დროზე, კანცლერ სებასტიან კურცის მთავრობაში კარინ კნაისლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ (Freiheitliche Partei Österreichs – FPÖ) წარადგინა, რომელმაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგლი დაიკავა.

კვირას, 29 სექტემბერს გამართულ საყოველთაო არჩევნებში კი თავისუფლების პარტიამ პირველად მოიპოვა გამარჯვება საყოველთაო არჩევნების შედეგად. მისი ამჟამინდელი ლიდერი ჰერბერტ კიკლი ტრიუმფით ტკბება, მაგრამ ნამდვილი გამარჯვებული იცით ვინ არის? რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

სხვათა შორის, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ის ფაქტი, რომ ავსტრიელ თავისუფლების მოყვარულებს „მეგობრობის პაქტი“ აქვთ დადებული რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია როსიასთან“. როცა ვოლოდიმირ ზელენსკი გასული წლის მარტში ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, თავისუფლების პარტიის დეპუტატები, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდნენ. რობერტ კიკლის განცხადებით, უკრაინის ლიდერის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის დარღვევას წარმოადგენდა, თუმცა რაც არ უნდა ეთქვათ თავისუფლების პარტიის დეპუტატებს, „ყველამ იცოდა, ვინ არის კინკლი“ – იგი მუდმივად რუსეთის მხარდამჭერია.

რატომ არ შევიდა ავსტრია ნატოში

მსოფლიო ომებს შორის ვენასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ისტორიულად ხშირად უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის დაცვა საბჭოთა კავშირის მიერ დათქმული პირობა იყო, როცა წითელი არმიის ნაწილები 1955 წელს ქვეყნის ტერიტორიიდან გავიდნენ.

სწორედ ამ მიზეზით ვერ გახდა ავსტრია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი. ნეიტრალიტეტი პოპულარული რჩება მას შემდეგაც კი, როცა შვედეთმა და ფინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ სტატუსზე უარი განაცხადეს და ნატოში გაწევრდნენ.

ავსტრია – მომავალი რუსეთუმე?

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ევროკავშირის წევრია, ვენა კიევს იარაღს არ აწვდის, თუმცა ფინანსურად ეხმარება და ევროკავშირის მიერ კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს იცავს. ავსტრიამ თავის ტერიტორიაზე მიიღო თითქმის 80 ათასი უკრაინელი ლტოლვილიც. მაგრამ თავისუფლების პარტიის გამარჯვების შემდეგ ეს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური დახმარებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება… FPÖ-ელები უკვე მკაცრად აკრიტიკებენ წამსვლელ მთავრობას და მას „ნეიტრალიტეტის პოლიტიკის დამრღვევს“ უწოდებენ, რომ ანტირუსულ სანქციებს მხარი დაუჭირა. თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს, აშკარაა, რომ ავსტრია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ან შეარბილებს, ან საერთოდ აღარ დაიცავს.

ევროკავშირმა რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტი მიიღოს, ამისათვის ყველა 27 წევრის თანხმობაა საჭირო. ავსტრია, რომლის მთავრობაში  FPÖ-ელები იქნებია, ახალ სანქციებს უეჭველად დაბლოკავს. ასევე ვერ იქნება მიღებული კრემლის წინააღმდეგ სხვა გადაწყვეტილებებიც – ვენის ობსტრუქციული პოზიციის გამო.

მოსალოდნელია, რომ თავისუფლების პარტია მთავრობას მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციაში ჩამოაყალიბებს. ამგვარი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თუ ადრე FPÖ-ელები სხვა პარტიებისთვის უმცროს პარტნიორებად გამოდიოდნენ, ახლა მისი უმცროსი პარტნიორები სხვა პარტიები იქნებიან, ანუ სიტუაციის ბატონ-პატრონები FPÖ-ელები იქნებიან. ზოგიერთები წინასწარმეტყველებენ, რომ კოალიციური მოლაპარაკებების დროს შეიძლება თავისუფლების პარტიამ გარკვეულ საკითხებში უკან დაიხიოს და კომპრომისებზე დათანხმდეს, მაგრამ ფერბერტ კიკლი არანაირად არ დათმობს თავის პოზიციას იმიგრაციის შეზღუდვასა და, ალბათ, უკრაინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაში.

აღსანიშნავია, რომ ამას წინათ ულტრამემარჯვენეთა წარმატებამ საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში, რიგ ცვლილებებთან ერთად, მიგრაციული ზომების გამკაცრებაც გამოიწვია.

ულტრამემარჯვენეები ევროპულ მეინსტრიმში

ულტრამემარჯვენეები უკვე მყარად შევიდნენ ევროპულ მეინსტრიმში (გაბატონებულ პოლიტიკურ ტენდენციაში). ამჟამად ისინი მასობრივ მსვლელობებს აწყობენ.

თუმცა ავსტრიელ ჰერბერტ კიკლსა და მის ფრანგ მეგობარს მარინ ლე პენს, ან ნიდერლანდელ ხერტ ვილდერსს  შორის ისაა, რომ ფრანგი და ნიდერლანდელი შეეცადნენ ვლადიმერ პუტინისაგან თავი შორს დაეჭირათ, ავსტრიელებს (და გერმანელებსაც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წევრებს), ამგვარი რამ არ გაუკეთებიათ, ანუ ისინი კრემლის ერთგულები არიან.

მარინ ლე პენი აქტიურად იღწვოდა, რომ თავისი პარტიისათვის ტოქსიკურობის ნიშნები ჩამოეცილებინა, ავსტრიელ FPÖ-ელები კი მსგავს კომპრომისებზე არ წასულან. ისინი ისევ გამოდიან მიგრანტების წინააღმდეგ, აგრძელებენ ომს „პოლიტიკურ ისლამთან“, სურთ ტრანგენდერობის აკრძალვა და ჯარიმების შემოღება.

ავსტრიის თავისუფლების პარტიის წარმატება, ალბათ, ხელს შეუწყობს მსგავს პროპუტინურ პარტიებს პოლიტიკური ჩრდილიდან გამოვიდნენ და უფრო აქტიურად გააგრძელონ ანტინატოური მოწოდებები და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებების მოთხოვნები.

ვიქტორი, ჰერბერტი, რობერტი და ანდრეი

ავსტრიას თვითონ მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, რომ ევროკავშირის პროუკრაინულ პოლიტიკაზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის კანცლერი გახდება, მას, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოში დიდი სიხარულით შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირის ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოდის, ვლადიმერ პუტინს ხელისჩამორთმევით ხვდება და ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ხიწვის როლს ასრულებს. ვიქტორ ორბანს ავსტრიელი FPÖ-ელების წარმატება ძალიან გაეხარდა და იმედი აქვს, რომ ავსტრიელი ჰერბერტ კიკლი, სლოვაკ პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად, ანტიუკრაინული ბლოკს გააძლიერებს.

არის იმის ნიშნები, რომ ჩეხეთის ხელისუფლებაში გაისად შეიძლება ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი აპოლოგეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიჩი დაბრუნდეს – მისმა პარტიამ ამ კვირაში ქვეყნის სენატის არჩევნებში გაიმარჯვა.

ოთხივეს სურს რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესება, უარს აცხადებენ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე და მოუწოდებენ რუსეთისათვის სასარგებლო სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივ დაწყებისაკენ.

ევროკავშირისათვის უნგრეთი დიდი ხანია სუსტ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ უკრაინის ომის გაჭიანურებისა და ევროპელთა ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე, ბრიუსელის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება სულ უფრო მეტად ვრცელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებშიც.

წყარო

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

„კონფერენცია „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“  ქმნის ინოვაციურ სივრცეს ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრესული ცვლილების ნაწილი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა და იპოვონ მხარდაჭერა თანამოაზრეებს შორის. მონაცემთა მეცნიერება არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციურობის საფუძველს ქმნის; მონაცემთა მეცნიერი ქალები კი ამ ინოვაციურობის ელჩები არიან დღეს ჩვენს საზოგადოებაში“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

„ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიღების გარდა, განსხვავებული კუთხით შეხედოთ მონაცემებს. საშუალება გექნებათ, მონაცემების დამუშავების ტექნიკას პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნოთ. განხილული იქნება ის მიდგომები, რომელსაც ვითვალისწინებთ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და Storytelling-ის (მონაცემებით ამბის თხრობის) დროს“ – სოფო რუხაძე, Self-service ანალიზის განვითარების ჯგუფის უფროსი, თიბისი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.

დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ – გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა – ზვიად ძიძიგური

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს – დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და საგამოძიებო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია. 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად სიძულვილის ენა ყოფილიყო; არ მოსულა იმისთვის, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო. არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი ასევე, გადახედილი ყოფილიყო. არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები. არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ. არ მოსულა იმიტომ, რომ მათი ჩინოვნიკების ზღვარგადასულ უზნეობაზე და სიხარბეზე ეყურებინა ქართულ მოსახლეობას. არ მოსულა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით – არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა ამისა, ძიძიგური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარტიის 12-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ივანიშვილს „სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი“.

„სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბრის მილოცვაში თუ განცხადებაში. უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე. რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას და რატომ მიგვაქანებს რუსეთისკენ? რატომ ხატია მის საარჩევნო ლოგოზე ევროკავშირის ლოგო და არა რუსეთის დროშა? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად უპრიანი იქნებოდა. საერთოდ, იქ, თავის ლოგოზე რუსეთის დროშა რომ დაეხატა, გაცილებით უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის – Blitz

ბანგლადეშის გაზეთ „ბლიცის“ (Blitz – იბეჭდება დაკაში 2003 წლიდან) 30 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის“ (ავტორი – ანანდ შარმა), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დღევანდელი საშინაო და საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა, განხილულია დასავლეთთან ურთიერთობის ასპექტები და პრობლემატიკა წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ბოლო თვეებში საქართველოს სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. აშშ და ევროკავშირი პატარა ქვეყანაზე მძაფრ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ბრიუსელი და ვაშინგტონი თავის უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ არის ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპებით არის არჩეული და მთავრობაც შესაბამისად შექმნილი, მმართველმა პარტიამ არ ისურვა რუსეთის მიმართ ისეთი კურსის გატარება, როგორიც მისგან დასავლეთმა მოითხოვა, ამიტომ ქვეყანა სანქციების დაწესების საფრთხის წინაშე დადგა. ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ საქართველოზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ და პოლიტიკური კურსი შეაცვლევინონ. ერთ-ერთი ასეთი მუქარაა ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმება, ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერება და ა.შ.


ოფიციალური მიზეზი, რომელიც ამ მუქარების უკან დგას, არის ის, რომ საქართველო თურმე დემოკრატიულ ნორმებს არღვევს, არასწორ კანონებს იღებს… თუმცა რეალურად სულ სხვა გარემოებები არსებობს: საქართველოს ხელისუფლება, მართვის გარკვეული არასრულყოფილების მიუხედავად, მთლიანობაში დემოკრატიულ ძირითად ნორმებს მაინც იცავს. საკვანძო საკითხი აქ დემოკრატია კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკა. უკრაინისაგან განსხვავებით (რომელსაც დემოკრატიის სერიოზული დარღვევები აქვს და რომელსაც ბრიუსელი მაინც აქებს და ადიდებს), საქართველომ უარი თქვა ანტირუსული პოზიციის დაკავებაზე, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ევროკავშირის რისხვის ქვეშ მოექცა. ბრიუსელი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ ეთანხმებიან, კვლავ იყენებს დასჯის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა უვიზო რეჟიმის შეჩერება ან გაუქმება, აგრეთვე პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციები.


მართალია, ევროკავშირის ლიდერების რიტორიკა საქართველოს მიმართ თითქოსდა დემოკრატიის პრინციპების დაცვას ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყნის საშინაო საქმებში – საარჩევნო პროცესში – ჩარევის ტოლფასია. ქართველი ამომრჩეველისათვის ევროკავშირის გზავნილის მიზანი ნათელია: „მოიშორეთ თავიდან თქვენი მთავრობა, თორემ პრობლემები შეგექმნებათ“. ასეთი სახის საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ფაქტიურად, ევროკავშირი ღიად და დაუფარავად ახორციელებს დაშინების პოლიტიკას.


საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს იმისა, თუ როგორ ერევა დასავლეთი ქვეყნის საშინაო საქმეებში. 2003 წელს ქვეყანამ „ვარდების რევოლუცია“ გადაიტანა – მმართველი რეჟიმის ცვლა, რომელიც დასავლეთის მიერ იყო ინიცირებული და რომელმაც, საბოლოო ჯამში საქართველო რუსეთთან 2008 წლის ომამდე მიიყვანა.


მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ხშირად აცხადებს ქართული დემოკრატიისადმი მხარდაჭერას, რეალობაში მის მოქმედებას პირიქითი, ნეგატიური ხასიათი აქვს. ევროკავშირის ბოლოდროინდელი მუქარები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დასავლეთის ფართო ჩარევის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს – ბრიუსელს ფართო სქემა აქვს შემუშავებული, რომლის რეალიზების შედეგად ქვეყანაში შეიძლება სახიფათო მოვლენები განვითარდეს.
ევროკავშირი ერთადერთი დასავლელი სუბიექტი არ არის, რომელიც საქართველოზე ზეწოლას ახდენს. ზემოთ უკვე ვახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე თავის გავლენას. ბოლო თვის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქართველოს პარლამენტი ანტიდემოკრატიულ კანონებს იღებს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიმართ სანქციები შემოიღო და ქვეყანას დახმარება შეუმცირა. ვაშინგტონი თავის მოქმედებას იმით ხსნის, რომ საქართველო თავის კანონმდებლობას ვითომდა რუსეთის კანონმდებლობას უთავსებს. მაგალითისათვის თეთრი სახლი და კონგრესი ასახელებენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი მტკიცებით, კრემლის ანალოგიური სამართლებრივი აქტის ასლს წარმოადგენს და ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწროვებს. სინამდვილეში ქართული კანონი უფრო მეტად ამერიკულ ანალოგიურ კანონს ჰგავს (FARA – უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ), ვიდრე რუსულს, ოღონდ უფრო ლოიალურია და ნკლებად მკაცრი.


აშშ-ის ანტიქართულ რიტორიკაში უშუალოდ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერთო. ამას წინათ მან ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ მეორე მხრივ, მის სიტყვებში ფარული მუქარებიც იგრძნობოდა: „თუ ევროატლანტიკურ კურსს არ გააგრძელებთ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“. ეს არის კლასიკური მაგალითი რეალური ამერიკული დიპლომატიისა, როცა სუვერენიტეტისადმი „მხარდაჭერა“ რიგი პირობების შესრულებასთან არის დაკავშირებული.


როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, საქართველოზე აშშ-ის ზეწოლაც გეოპოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი. რადგანაც თბილისი მთლიანად არ იზიარებს დასავლეთის ანტირუსულ პოზიციას, ამიტომ ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის მცდელობის სამიზნე გახდა. ვაშინგტონი დიდი ხანია მხარს უჭერს „ფერად რევოლუციებს“ იმ ქვეყნებში, რომლებიც მას ეურჩებიან და თამაშის ამერიკულ წესებს არ იცავენ – ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ აშშ-ის მიერ მიღებული სანქციებიც სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება, რათა მმართველ პარტიას ძირი გამოუთხაროს და კრახი განიცადოს.


დასავლეთის ანტიქართული კამპანიის საფუძველს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რუსოფობიური პოლიტიკა წარმოადგენს. ამერიკამაც და ევროკავშირმაც ნათლად მიანიშნეს პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც), რომ მათაც იგივე კურსი უნდა გაატარონ კრემლის მიმართ, მოსალოდნელი შიდაპოლიტიკური შედეგების მიუხედავად. უკრაინა ამის მკაფიო მაგალითია. ამ ქვეყანას დემოკრატიული მართვის უამრავი ნაკლოვანება აქვს, მაგრამ კიევი მაინც იღებს დასავლეთის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას – მთავარია, ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდეს.


საქართველომ უარი განაცხადა ასეთ თამაშში მონაწილეობაზე. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც შორს დგას რუსეთი მარიონეტობისაგან, მხარს უჭერს უფრო პრაგმატულ მიდგომებს მოსკოვთან დამოკიდებულებაში. ასეთმა პოლიტიკამ გამოიწვია უთანხმოება დასავლეთთან, რომელიც რუსოფობიური დღის წესრიგის სრულ დაცვას ითხოვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავლისათვის კრიტიკულ მომენტად უნდა ჩაითვალოს – დასავლეთს სურს ქვეყნის სათავეში მორჩილი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებს. (…)


საქართველოში შექმნილი სიტუაცია ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორ პოლიტიკას ახორციელებს დასავლეთი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ. როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა უარს აცხადებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ დადგენილი წესების შესრულებას, „ძლიერთა ამა სოფლისას“ პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ზეწოლის მოხდენა სუსტებზე. თუ ისინი დიპლომატიურ ზეწოლას გაუძლებენ, მაშინ მომდევნო ნაბიჯი იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღება, რომელთა მეშვეობითაც ისჯება მთავრობაც და უფრო მეტად მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს თავიანთ „ანტიდასავლურ ხელისფლებას“. რასაკვირველია, თუ უვიზი რეჟიმი და სხვა შეღავათ-დახმარებები გაუქმდება, მოსახლეობამ შეიძლება რისხვა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართოს და არჩევნებში მას მხარი აღარ დაუჭიროს. და თუ ეს მეთოდიც არ იმუშავებს, მაშინ დასავლეთის მესამე ნაბიჯია „ფერადი რევოლუციის“ ინიცირება, რადგანაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ყველა ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოდის.


დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა: დასავლეთის ძლიერი ზეწოლის მიუხდავად, ქვეყნის მთავრობა უკან არ იხევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მუქარებს „იაფფასიანი შანტაჟი“ უწოდა , ხოლო აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა. ოფიციალურმა თბილისმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ის ნებას არ მისცემს დასავლელ სახელმწიფოებს საშინაო პოლიტიკის გატარება უკარნახონ, თუნდაც დიპლომატიური იზოლაციისა და ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით.
საქართველოს წინააღმდეგობა საშინაო პოლიტიკაში უცხოური ჩარევისადმი იმის ნიშანია, რომ ქვეყანა მზადაა დაიცვას სუვერენიტეტი და ქართული დემოკრატია. შეძლებს თუ არა საქართველო დასავლეთის მძლავრი მექანიზმისადმი წინააღმდეგობის გაწევას და დაუშვებს თუ არა რეჟიმის შეცვლას, ეს ახლო მომავალში გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე თბილისი მტკიცედ დგას.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:


საქართველო საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, ფსონები ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. აშშ და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ, ქართველი ამომრჩევლის მიმართ იყენებენ მუქარას, შანტაჟს, სანქციებს და პოლიტიკურ ზეწოლას, მაგრამ ქართველი ხალხი ამ მუქარებს წინააღმდეგობას უწევს, როგორც არაერთხელ მომხდარა მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დადგება დრო, როცა დასავლეთის შანტაჟი და ჩარევები შესუსტდება, გამოიფიტება და საქართველო ისეთ ქვეყნად გადაიქცევა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთან თანასწორ ურთიერთობას განავითარებს, უარს იტყვის ყოველგვარ ზეწოლაზე და შიდა საქმეებში ჩარევაზე. და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს იქნება მანიშნებელი დასავლური ელიტის მორიგი მარცხისა, რომელიც ვერ აცნობიერებს იმას, რომ სუვერენიტეტი პრივილეგია არ არის, რომლის გაუქმება შეიძლება. სუვერენიტეტის მიმართ ყველამ პატივისცემა უნდა გამოხატოს.


წყარო

საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე ენმ-ს აკრძალვას შეეხება – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “X“-ზე წერს.

პაპუაშვილის განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, მათი „ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს“.

პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, „ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში ფრთხილად მოიქცნენ, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან”.

„გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივა, აკრძალონ პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელიც ხალხის მხარდაჭერით მეორეა, კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოების, შეიძლება ითქვას, ფარისევლობის, იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებში, გერმანიის ჩათვლით, საქართველოს მთავრობას ეპყრობა.

გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა, ზოგიერთ თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, გადაწყვიტეს მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით, აიკრძალოს „ალტერნატივა“ იმის საფუძველზე, რომ ეს პარტია ძირს უთხრის გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს.

მსგავსი რამ სულაც არ არის უჩვეულო სხვა ქვეყნებისთვისაც. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა ქვეყანამ 50 პარტიაზე მეტი აკრძალა 1945-2015 წლებში. უკრაინამ, რამდენიმე წლის წინ, კომუნისტური პარტია აკრძალა, ახლახანს კი დაშალა პარტიები, რომლებიც უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებოდნენ. მოლდოვამ, კიდევ ერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ, ასევე აკრძალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მოახლოებული საფრთხის გამო“.

ჩვენ დავპირდით ამომრჩეველს, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, ჩვენი ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ჩვენი სამართლებრივი ინიციატივა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, გააჩნია პრეცედენტები დემოკრატიულ საზოგადოებებში და მოსახლეობის მხარდაჭერითაც სარგებლობს. სამართლებრივი პროცედურის დაწყება იმგვარი პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ნორმალური პროცესია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომაც, ეს ინიციატივა სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არ გავიგოთ, როგორც კლიშედ ქცეული „დემოკრატიიდან უკანდახევა“ და „გადახვევა“, ტერმინები, რომლებსაც ჩვენი უცხოელი ოპონენტები გულუხვად იმეტებენ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას.

ეს შემთხვევა კიდევ უფრო პარადოქსულია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გერმანული „ალტერნატივა“ არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში. ლოგიკურად, მათი ერთადერთი სავარაუდო დანაშაული მათი რიტორიკა ან გეგმებია. მაშინ, როდესაც, საქართველოს შემთხვევაში, „ენმ“, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ცნობილი იყო ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგალითად, დაადგინა, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა „სისტემურ ძალადობასა და წამებას“, ანუ წინასწარი განზრახვით, შეგნებულად იყო შექმნილი სტრუქტურა ჩაგვრისა და დაშინებისათვის, მასობრივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით. ამგვარი მძიმე დანაშაულებისთვის „ნაცმოძრაობის“ 40-მდე მაღალი თანამდებობის პირი გასამართლდა, მათ შორის თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 1 ყოფილი პრემიერ-მინისტრი და 5 ყოფილი მინისტრი.

მეტიც, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი, „ენმ“ გამუდმებით იმუქრება, რომ ამ ძალადობას კვლავ განაახლებს ოპონენტების მიმართ, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდება. როგორც ოპოზიციური პარტია, „ენმ“-მ სახელი გაითქვა, როგორც რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც გამუდმებით მოუწოდებს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისაკენ, თანაც არალეგიტიმური საშუალებებით და უარს ამბობს, აღიაროს ყოველი არჩევნების შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული. ამასთან ერთად, მისი წევრები მუდმივად აფრქვევენ ყველაზე ტოქსიკურ და მაპოლარიზებელ პოლიტიკურ რიტორიკას, დანარჩენ რადიკალურ პარტიებთან შედარებითაც კი.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიო კრიტერიუმებს აწესებს პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად. კონსტიტუციაში ნათლადაა ნათქვამი, რომ „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.“

როგორც ხალხს შევპირდით, არჩევნების მოგების შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი „ენმ“-ს ასაკრძალად სამართლებრივი პროცედურის დაწყება იქნება. ჩვენი კონსტიტუცია მკაფიო მითითებებს იძლევა ამ თვალსაზრისით: „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენს პარტიასაც აქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, წამოიწყოს ეს სამართლებრივი დავა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ხელშია.

საქართველოს სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ იგი კეთილსინდისიერი, პროფესიონალური და ობიექტურია. ეს დადასტურდა ბევრი ისეთი საქმის მაგალითზე, რომლებიც ჩვენმა ოპონენტებმა საკამათოდ გახადეს (მაგ. რუსთავი 2-ის, სააკაშვილის, გვარამიას, ახალაიას, მელიას და სხვა საქმეები). მართალია, ქართველ მოსამართლეებს ცილი დასწამეს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებულნი იყვნენ, მაგრამ სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ საკამათო შემთხვევაში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება დაადასტურა.

უცხოელი პარტნიორების მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, ფრთხილად მოიქცნენ ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ ისინი მართლმსაჯულებაში და, ამგვარად, დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან. ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ, ჩვენმა საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე ენმ-ს აკრძალვას შეეხება, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების დასაწყისი გახდება“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები და კარგი ტურისტული პოტენციალი – საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას აფასებს ღონისძიების მონაწილე საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები.

„წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობა. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა, რათა ვუბიძგოთ ტურისტებს იმოგზაურონ, ვუბიძგოთ სხვადასხვა ერებს დაამყარონ ერთმანეთთან კონტაქტი. ძველ თბილისში სეირნობისას უამრავი ტურისტი ვიხილე, ისინი ტკბებოდნენ ქალაქის სილამაზით. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები. აქ ზამთარში შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, გაქვთ უგემრიელესი კერძები. ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი, ქართველი ხალხია. ჩამოსვლის მომენტიდან აქ გვიღიმიან, ძალიან ხელგაშლილები არიან და ყველაფერში გვეხმარებიან“, – აცხადებს აჰმედ ალ ხატეები.

საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა ინვესტიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ფულს ვაბანდებთ და ვაშენებთ ახალ სასტუმროებს, ახალ ტურისტულ ადგილებს, ახალი გამოცდილებებისათვის, ვასაქმებთ ახალგაზრდა ხალხს, რათა მოემსახურონ ჩამოსულ სტუმრებს. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი პრემიერ მინისტრისა და სამთავრობო გუნდის დახმარებით“, – განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომელიც რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „ევროპა დონა საქართველოსთან“ ჩართულობით მიმდინარეობს და მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციისკენ“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

ინფორმაციას თბილისის მნერია ავრცელებს.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია… თავისუფლების დაბრუნების დღე!” – ბიძინა ივანიშვილი

„დღეს 1-ელი ოქტომბერია… თავისუფლების დაბრუნების დღე! დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!

ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!

1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!

ჩვენ გავბედეთ!

შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!

ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.

სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!

ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!

ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!

ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.

ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!

არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა. ამის შესახე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა.

“ჩვენთან გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე, ამიტომ აცრის საუკეთესო დროა ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი ნახევარი”, – აღნიშნა იმნაძემ.

გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი; ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“.

ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია… თავისუფლების დაბრუნების დღე!

დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!

ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!

1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!

ჩვენ გავბედეთ!

შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!

ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.

სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!

ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!

ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!

ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.

ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!

არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.

დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:

ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;

იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;

იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;

იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!

ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!

გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

არ დავუშვათ, რომ ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! – ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ „ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა“.

„ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.

დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გავერთიანდით!

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! -ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:

ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;

იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;

იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;

იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!

ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.