Home Blog Page 694

ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ეს აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში-ირაკლი კობახიძე

ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე „კეთილსინდისიერების ინდექსში” საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ინდექსი, სადაც საქართველოს წინსვლა ფიქსირდება.

„2012 წლიდან მოყოლებული, მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში, არ არსებობს არც ერთი სფერო, არც ერთი სექტორი, სადაც ქვეყანამ არ განიცადა პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკური საკითხები, მმართველობის საკითხები, დემოკრატიის საკითხები თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ქვეყანას აქვს პროგრესი, რაც აისახება ხოლმე შესაბამისი ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ინდექსებში, რეიტინგებში, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც ხედავს. ყველა მიმართლებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მიხაილ როთი, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის, რაც უფრო მეტად იაქტიურებს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია-ირაკლი კობახიძე

რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საქართველოში საარჩევნო პროცესებში, ვინაიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

„ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, რადგან არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. პირიქით – მიხაილ როთი მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

iTrade.ge – ყველა ბიზნესი ერთ სივრცეში- გაიცანით თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა

“საკმარისია ხედავდე იდეას” – ეს გზავნილი თიბისიმ იმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ.

პლატფორმა iTrade.ge-ს დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ბანკის ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ იდეა ჰქონდა პლატფორმის, რომელიც დღეს, 7 თვის თავზე, ხელშესახები პროდუქტია და შესაძლებლობას იძლევა ერთ სივრცეში გააერთიანოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესი. პლატფორმა კომპანიებს ყიდვა-გაყიდვის წარმოების, ტენდერების გამოცხადების, საკუთარი პროფილის პრეზენტაციის და ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

“განაცხადის შევსებიდან 3 დღეში თიბისი ბანკიდან დამირეკეს და სტარტაპ იდეის შესახებ გამომკითხეს. მთხოვეს მიმეწოდებინა სამომავლო ფინანსური გათვლები, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დეტალები. სკეპტიკური განწყობა არც ამჯერად შემცვლია, თუმცა აქაც ვცადე, გულმოდგინედ შევაგროვე ინფორმაცია და გადავუგზავნე. 5 დღის შემდეგ ბანკის იგივე თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ პროექტი მოეწონათ და მზად არიან დააფინანსონ.  ამით მათ სული შთაბერეს ამ იდეას. აღსაღნიშნავია, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც პირველი 9 თვის განმავლობაში ფინანსური ტვირთისგან მათავისუფლებდა, ასევე აწარმოე საქართველოს (enterprisegeorgia.gov.ge) უნიკალური პროექტი, რომელიც სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს და ზემოთხსენებულ დაფინანსების გარანტორად წარმოგვიდგება,” – ამბობს გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

პლატფორმა 12 აგვისტოდან ამოქმედდა, მართალია სრული დატვირთვით ჯერ ვერა, მაგრამ წინ უამრავი გეგმაა და საიტის დეველოპერები ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობენ.

iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნეს სუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვის და კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს, მისით სარგებლობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) მიერ ვერიფიცირებულ, რეალურ მომხმარებლებს შეუძლიათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ონლაინ ჩატის – კომუნიკატორის მეშვეობით კი შესაძლებელია მოლაპარაკება აწარმოო ნებისმიერ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთან.

„პლატფორმა რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის მხოლოდ ბიზნესისთვის შექმნილი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ მომწოდებლები, რეალიზატორები, ახალი ბიზნეს პარტნიორები, მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და კომუნიკატორის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს. ყველა რეგისტრირებული კომპანია არის რეალური, ვერიფიცირებული და მათ საშუალება აქვთ შექმნან საკუთარი პროფაილის საპრეზენტაციო გვერდი.

ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს გარემო, სადაც ყოველდღიურად, ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია აწარმოოს მცირე თუ მაღალ ბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნეს პარტნიორები.

შედეგად, გამარტივებული ბიზნეს პროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნეს პარტნიორების და დაზოგილი დროის ხარჯზე ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს,“ – გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

ვინ არის iTrade.ge -ის მომხმარებელი?

iTrade.ge -ის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი ყველა ბიზნეს სუბიექტია. ისინი, ვისაც ესაჭიროება B2B შესყიდვები ან  გაყიდვები, კომუნიკაცია სხვა ბიზნეს სუბიეტებთან, პოტენციური მომწოდებლების თუ რეალიზატორების პოვნა, ბიზნეს კატალოგზე წვდომა, სადაც წარმოდგენილია კომპანიები საქმიანობის სფეროს, ადგილმდებარეობის, თანამშრომელთა რაოდენობის, ბრუნვის მოცულობის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

iTrade.ge -ის მიზანია, რომ რეგისტრირებულ კომპანიებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის და პარტნიორების პოვნის, არამედ იმპორტ-ექსპორტის წარმოების და უცხოურ მომწოდებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეთ. გუჯა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ბიზნესისთვის გლობალურ სივრცეს შექმნიან, შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება პლატფორმის სხვა ქვეყნებში , კერძოდ ჩინურ, თურქულ  და ევროპის ბაზარზე გატანა.

ამჟამად iTrade.ge-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს, რომელიც დეველოპერების, დიზაინერების და გაყიდვების მენეჯერებისგან შედგება.

 სალომე ზურაბიშვილის მიერ თანხმობის გარეშე საარჩევნო აგიტაცია ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა აგიტაციას ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება -ირაკლი კობახიძე

ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც: „გერმანიის საელჩო ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა შეხვედრებს მართავს სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში. არის თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა დაფიქსირდეს ზურაბიშვილის მხრიდან“.

„გერმანელებს მკაცრი მიდგომა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ აგიტაციის ჩატარება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს საარჩევნო აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.

დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება.

ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთან პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.

მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.

ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის განათლებას, რომელიც გადაამზადებს მეწარმეებს.

1 on 1 შეხვედრებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, კურსის ბოლოს შერჩეული მეწარმეები შეძლებენ პირისპირ გასაუბრებას იმისთვის, რომ მოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება. სხვადასხვა აქციები მცირე მეწარმეების პროდუქციაზე და B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.

წარმოიდგინეთ ევროპა ომის შემდეგ: სამი სცენარი – რას წერს თურქული გამოცემა

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე, რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „წარმოიდგინეთ ევროპა ომის შემდეგ: სამი სცენარი“, რომლის ავტორია პროფესორი მურათ იეშილთაში, ანკარაში არსებული ანალიტიკური ცენტრის SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ჩვენ კი ორი ახალი დიდი კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ერთი ფოკუსირებულია ახლო აღმოსავლეთზე, მეორე – ევროპაზე. ორივე კრიზისის გავლენა ახალი რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებაზე კრიტიკული იქნება. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგის გავლენა ევროპის უსაფრთხოების გარემოზე შეიძლება გაანალიზდეს სამი განსხვავებული სცენარით: თანამშრომლობითი, კონკურენტული და ჰეგემონური. ეს სცენარები შეიძლება განხილულ იქნას სამი ძირითადი პარამეტრის საფუძველზე. ესენია ევროპის სტრატეგიული ავტონომია, აშშ-ს გავლენა ევროპაზე და რუსეთის პოზიცია ამ ჩარჩოში.

ნაყოფიერი თანამშრომლობა

ამ სცენარში, თანამშრომლობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარემო ხასიათდება ევროპის მთავრობებს შორის გაზრდილი თანამშრომლობით, ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთის განახლებული თავდაცვითი თანამშრომლობით ევროკავშირთან, რუსეთის შერიგებითა და ევროპაში რეინტეგრაციით. ამის გამოვლინება იქნება ერთობლივი თავდაცვითი პროექტებისა და საწარმოო საქმიანობების რაოდენობისა და მასშტაბის ზრდა და უფრო შემრიგებლური მიდგომა კავშირის წევრებს შორის.

ადრე შეიქმნა ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა ევროპის თავდაცვის ფონდი (EDF) და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურული თანამშრომლობა (PESCO). EDF განსხვავდება PESCO-სგან იმით, რომ ის იყენებს ევროკავშირის ფონდებს და ხელს უწყობს კომპანიების თანამშრომლობას სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების ნაცვლად, ამცირებს რა ისეთი კრიტიკული სახელმწიფო ინსტიტუტების როლს, როგორიცაა თავდაცვის სამინისტროები. ამრიგად, ის ეფუძნება სუპრანაციონალურ მიდგომას და მიზნად ისახავს უფრო ღრმა თანამშრომლობას, ვიდრე PESCO.

ამ თანამშრომლობით უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში აქვს შესაძლო ინდიკატორები, როგორიცაა კონტინენტის გაზრდილი სტრატეგიული ავტონომია. ქრონიკული პრობლემა, როგორიცაა სუპრანაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის უუნარობა, რომელიც გადაილახება ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა EDF.

კონკურენცია და გაყოფა

ევროპის უსაფრთხოების გარემოს მეორე შესაძლო მომავალი შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკურენტული, სადაც სავარაუდოა მეორე ცივი ომი რუსეთთან. ეს შეიძლება წარმოიშვას, თუ განსხვავებები ევროპის მთავრობებს შორის და მათ მიერ მიღებული ზომები რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში გამოიწვევს შეუთავსებლობასა და სკეპტიციზმს მათ შორის და გარე აქტორებთან ურთიერთობებში. შესაბამისად, დიდი ძალები კონტინენტზე, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, მისდევენ პოლიტიკას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ ინტერესებს.

ამ სცენარს აქვს შესაძლო შედეგებიც. ნაციონალიზმი და პროტექციონიზმი გააგრძელებდა ზრდას, განსაკუთრებით ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის პრიორიტეტიზაციით, რაც არის საფრანგეთის მიერ უპირატესობა მინიჭებული პრაქტიკა. ნატოს ეფექტურობა ასევე შემცირდება ევროპული სახელმწიფოების უმართებლობის გამო, დააკმაყოფილონ თავდაცვის ხარჯები შიდა გაყოფების და შემდგომ აშშ-ს უკმაყოფილების გამო. ამით, ნდობა ევროკავშირის მიმართ შემცირდება და აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიის ქვეყნები და ბალკანეთი მიეცემა სწრაფ მილიტარიზაციას, რაც გამოიწვევს ახალ უსაფრთხოების დილემებს.

შეზღუდული და დამოკიდებული

ბოლოს შესაძლო უსაფრთხოების გარემო შეიძლება აღიწეროს როგორც ჰეგემონური და შემზღუდველი, მათ შორის ცივი ომი ჩინეთთან. ეს სცენარი იქნება შედეგი იმისა, რომ ვერ მოხერხდა კონტინენტზე სტრატეგიული ავტონომიის შექმნა საერთო საფუძვლის შექმნითა და საკმარისი პროექტების წარმოებით EDF-ისა და PESCO-ს სტრუქტურების ფარგლებში. ეს გაზრდის აშშ-ს გავლენას ევროპის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

ომის დაწყებიდან, მიუხედავად ევროპის ქვეყნების საწინააღმდეგო განცხადებებისა, იარაღის შესყიდვების სულ უფრო მეტი წილი მოდიოდა კავშირის გარედან, აშშ იყო უდიდესი მიმწოდებელი. კონტინენტის ბევრმა ქვეყანამ ომამდე აშშ-ს შეუკვეთა F-35, მაგრამ, როგორც ჩანს, დამატებითი შეკვეთები გაკეთდა ჩეხეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და რუმინეთის მიერ. ზოგიერთმა ქვეყნებმა როგორიცაა ბულგარეთი და სლოვაკეთი, უფრო მოკრძალებული თავდაცვის ბიუჯეტით, ასევე შეუკვეთეს F-16 Block-70 გამანადგურებლები აშშ-ს. ბევრისთვის აშშ-დან თავდაცვის შესყიდვები აღიქმება როგორც ამერიკული უსაფრთხოების გარანტია და ამერიკული სამხედრო ყოფნის გაგრძელება ევროპაში. ბალტიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტების გაანალიზებისას ნათლად ჩანს, რომ ამერიკული ყოფნის შენარჩუნება და გაძლიერება მათ ტერიტორიებზე მიღებულია როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი.

ჰეგემონური უსაფრთხოების წესრიგის შესაძლო შედეგები იქნება ორპოლარული მსოფლიოს წარმოქმნა. ამერიკული დომინირების გამო, ასევე დასრულდებოდა ევროკავშირის პრეტენზია, ყოფილიყო ძლიერი და დამოუკიდებელი მოთამაშე გლობალურ წესრიგში. ორპოლარობა გახდება უფრო თვალსაჩინო და მკვეთრი. ეს შეამცირებს მოქმედების არეალს. ამერიკული ჰეგემონიისა და ორპოლარული სტრუქტურების მახასიათებლების გამო, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები გახდებიან კიდევ უფრო დამოკიდებული აშშ-ზე.

ამ სცენარის კიდევ ერთი შედეგი იქნება რუსეთის დასუსტება და სისტემიდან გარიყვა. რადგან აშშ გაძლიერდება და დომინანტი გახდება, ის უზრუნველყოფს ომის გაგრძელებას, რამაც შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს მთავრობის ცვლილება. ეს იქნება დამამცირებელი შედეგი რუსეთისთვის. მეორეს მხრივ, თუ რუსეთი მოიგებს ომს, ის სრულად გამოირიცხება აშშ-ს დომინირებული ევროპის უსაფრთხოების გარემოდან და აღმოსავლეთ-დასავლეთის გაყოფა გაღრმავდება. ყველა ეს სცენარი, სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის შედეგზე.

წყარო

პრეზიდენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო

პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.

ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი ვადა აქვს.

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან – ისევ სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები

აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის  დაახლოებით 9.3-10 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით, უფრო მეტია. მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტურიზმისა და ადგილობრივი ექსპორტის მატება.

ლარის კურსის კუთხით, თიბისი კაპიტალის, როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. თუ სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალი სავალუტო შემოდინებების პარალელურად ეს ლარის გაცვლით კურსს არ გადაეცემოდა და, უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა, თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა.

რაც შეეხება პროგნოზს, ის 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ასევე, თიბისი კაპიტალის აზრით, უცვლელია საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობაც.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მიიჩნევს, გამოიყენოს დისკრეცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ეკა გიგაურს გაუუქმოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის.

„არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვისაც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

საქართველოს ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი – ქვეყნისთვის წარმატებული ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, რომელიც გაიმართა 2024 წლის 28 და 29 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, ამირანის კინოთეატრის დიდ დარბაზში, წარმატებით დასრულდა. ღონისძიებამ გააერთიანა კინორეჟისორები, პროდიუსერემბი, საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენლები და მონაწილეები  მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ხელოვნებისა და მოგზაურობის კავშირით კინოს საშუალებით ზეიმობდნენ. ფესტივალი ტურიზმის კატეგორიებზეა ფოკუსირებული, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტურისტული კინოინდუსტრიის განვითარებაში,რომელსაც არაერთი საერთაშორისო მოდელი გააჩნია. მსგავსი ფესტივალები აქტიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ფესტივალი აერთიანებს კინორეჟისორებს, პროდიუსერებს, ხელოვანებს, შემოქმედებით ადამიანიბს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას და ამავდროულად ახალი კრეატიული ერთობლივი პროექტების რეალიზებას და დამეგობრებას ქვეყნებსშორის.

.

ფესტივალის ოფიციალური მხარდაჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია, ხოლო გენერალური პარტნიორი- GTI ალიანსი (საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი).

ფეწსტივალის ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის, რათა თავი წარმოეჩინა საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მიმართულებად.

ფესტივალს ესტუმრნენ საპატიო სტუმრები , ჟიურის წევრები და მონაწილეები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან,  ლიტვიდან, მალდდივებიდან, ინდოეთიდან. მათი მონაწილეობა ფესტივალს საერთაშორისო აღიარებას მატებს.

 

  • ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარდა მანუელა მორგენის, ფრანგი რეჟისორის და იური მეჩითოვის, ქართველი ფოტოგრაფის, მასტერკლასები
  • ჟიურის წევრებისა და სპეციალური სტუმრების პრეზენტაციები.
  • მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 100 ფილმი და ფოტოსერია იყო შემოსული საკონკუსო პროგრამაში, რომლებშიც ქართველმა რეჟისორებმა და ფოტოგრაფებმა განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურეს მათი გამორჩეული ნამუშევრებისთვის.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის

ფესტივალი არ იყო მხოლოდ ხელოვნებისა და მოგზაურობის ზეიმი, არამედ გახლდათ მნიშვნელოვანი საფეხური საქართველოს ტურიზმისა და კულტურული განვითარების გზაზე. ამ ღონისძიების მასპინძლობით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მდიდარი კულტურისა და ბუნების სილამაზის გლობალური აღიარებისკენ.

ფესტივალის გამარჯვებულები

ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ინდოეთი, ხორვატია, უკრაინა, თურქეთი, მალდივები, საბერძნეთი და საქართველო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გლობალური მონაწილეების მრავალფეროვნებასა და ნიჭს. განსაკუთრებით ვამაყობთ ქართველი რეჟისორების მიღწევებით, რომლებმაც საერთაშორისო კონკურსში თავი გამოიჩინეს. მათი ნამუშევრები ხაზს უსვამენ საქართველოს მდიდარ შემოქმედებით პოტენციალს.

საქართველოში გამარჯვებულები გახლავთ –
 ანა შანშიაშვილი (საქართველო) სერიით „ძველი თბილისის პროფესიები“.
 სარეკლამო სააგენტო REDPOINT (საქართველო) სერიით „აირჩიე საქართველო, აირჩიე აჭარა“.
 გასტრონომია ლაშა ადამაშვილს სერიით „იმერული გემოები“.
 სარეკლამო სააგენტო REDPOINT (საქართველო) – ორი სარეკლამო ფილმით – „შეხვედრების ქალაქი“ და „მევარ ბათუმი!“.ნატალია გაბუნია „იარე ჩვენთან ერთად-„მარტვილი“ და “ოზურგეთი” Camala Production.



ფოტო კატეგორიაში – ეკა დემურია -„Travel Time“. გიორგი ვარსიმაშვილი და მისი მოგზაურობის ფოტოსერია „High Altitude“. თამთა აივაზიშვილი და მისი ფოტოსერია „Through Tamta’s lens“.

ალექს ბოქოლიშვილი და მისი სერია „Everywhere is the beginning“.გიორგი გამგებელი (საქართველო) და მისი ორი მოგზაურობის სერია „ Georgia in my mind“ და „Muslims in Highlands of Georgia“.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული და უცხოური ტურიზმის პოპულარიზაციას. ჩვენი ქვეყნის რეგიონების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშთაბით. ფესტივალი საქართველოს უწევს პოპულარიზაციას. ამ ფესტივალის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის, რეგიონების,კუთხეებისა და კულტურის გაცნობა გაზიარება და დაკავშირება ხდება სხვადასხვა ქვეყნებთან.


გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა წელს, 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.

კალაძის თქმით, გაიმართება მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“.

რაც მთავარია, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სხვა წყაროებით. გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს“-განაცხადა კალაძემ.