Home Blog Page 527

როგორ შეიძლება, ატყუებდე ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს თუნდაც ოპოზიციის ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? -ირაკლი კობახიძე

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას – ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები? მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამდენი ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გაჭრის და ამის შედეგია ის, რომ 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ მთავარ დღეს, როდესაც პირველად იკრიბებოდა ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტი.

„ეს ტყუილები იწვევს იმედგაცრუებას და ეს არის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი, რადგან ასეთ პირობებში საზოგადოება უკეთ გაარჩევს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვინ მოქმედებს უბრალოდ გარე დავალების შესაბამისად. ერთი საინტერესო დეტალია, თვითონ რომ გეგმავდნენ ამ  პროცესებს, ყველაფერს მაინც სხვანაირად გააკეთებდნენ, რადგან შენ როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაინც სხვანაირად გრძნობ მაჯისცემას ქვეყნის და, შესაბამისად, შეგიძლია, წინასწარ იგრძნო, 1 000 კაცი გამოვა აქციაზე, 500, 1500 თუ 10 000, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ყველა ნაბიჯს დგამენ გარედან დავალებით, მათ უწევთ თვითგანადგურების რეჟიმში მოქმედება. გარედან ვერ ხვდებიან, როგორია მაჯისცემა, რამდენი კაცი გამოვა 25-ში, 1000 გამოვა თუ 100 000, ავალებენ ისეთი შეკრების ჩატარებას, სადაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ 1 000 კაცზე მეტი არ გამოვა. ანადგურებენ საკუთარი ხელით საკუთარ აგენტურას. კარგია ასე პროცესების გაგრძელება, დანარჩენს დაველოდოთ“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ცესკო-ში ყოფნა არის აუცილებელი, რათა ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი -გიორგი სიორიძე

ცესკო-ში ყოფნა არის აუცილებელი, რათა ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი, – ამის შესახებ ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სიორიძემ უპასუხა კითხვას, „ძლიერმა საქართველომ“ რატომ დააყენა ხელახლა ცესკო-ს წევრად მისი კანდიდატურა, როცა ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნების გაყალბებაზე, არალეგიტიმურობაზე საუბრობენ“.

„ცესკო-ს თავმჯდომარე არალეგიტიმურადაა არჩეული და ამას ვამბობთ უკვე ორი წელია. არავის უნდა იქ ყოფნა და არავის სიამოვნებს იქ ყოფნა. იქ ყოფნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი. ვიდრე ამას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ ყველგან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გუშინ, 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.

თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობით, თიბისის გუნდის წევრებს ინფორმაციის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ის თანამშრომელია. თიბისიმ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან დაიწყო პარტნიორობა, რაც რეგიონის მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მიცემით, თიბისი, ერთი მხრივ, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, -კომპანიის წარმატებასა და ინოვაციურობაზე ზრუნავს. Global Software Architecture Summit-ზე მიღებული გამოცდილება თიბისის ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

(R)

უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ -ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ.

მისი თქმით, სისხლისღვრისა და ნგრევის მიუხედავად, რაც უკრაინაში ხდება, მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, უკრაინისთვის ადგილი არ მოიძებნა.

არესტოვიჩის მტკიცებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არასერიოზულად უყურებენ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლის გამეორებაც უხერხულია.

“ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელსაც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა და არც კი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება. ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს. თქვენ არ იცით ტრამპის გარემოცვაში როგორ მოიხსენიებენ მას. ამ სიტყვების განმეორებასაც კი არ დავიწყებ”, – დასძინა არესტოვიჩმა.

კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ტექნიკურ მისიას ჩვენი მხრიდანაც ტექნიკური ჯგუფი დახვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება ინტერესი, აპარატების წარმომადგენლები შეხვდებიან ტექნიკურ მისიას.

„ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. ამის ინტერესი თუ იქნება, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ, რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით გავცემთ ყველა კითხვას პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ავერსში” გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს „მომხმარებლზე ზრუნვის ლიდერის“ ტიტულს, რადგან შავ პარასკევს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს, ხოლო მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებებს და შეთავაზებებს ჰპირდება. ქალაქის ქუჩებში უკვე შეხვდებით „ავერსის“ ჩანთებით მოსეირნე ადამიანებს, რომლებიც ყველას შავი პარასკევის გრანდიოზულ აქციებზე ეპატიჟებიან.

 27 ნოემბრის საღამოს 19:00 საათიდან 29 ნოემბრის ჩათვლით ავერსიგთავაზობთ:

  • ზუსტად 60%–იან ფასდაკლებაწამყვან ბრენდებზე

მხოლოდ შეზღუდული დროით თქვენი საყვარელი ბრენდების პროდუქცია წარმოუდგენელ ფასად: AHAVA, ACCOJE, That’So, Mesauda, Olivenol, Dermedic, IL SALONE, Beter, Byphasse, Evoluderm და სხვა.

  • ჩეკის განულების სამმაგ შესაძლებლობას:

გადახდის დროს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ჩეკი გაგინულდათ, ანუ სრულიად უფასოდ წაიღებთ შინ თქვენ მიერ შერჩეულ პროდუქციას.

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი მოთხოვნადი პროცედურებით, როგორიც არის ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, RF ლიფტინგი და სხვა.  ეს შეთავაზება 10 აფთიაქშია ხელმისაწვდომი.

  • 100–ლარიან შენაძენზე დასაჩუქრდებით წამყვანი ბრენდების თავის მოვლის საშუალებებით.

 ბავშვთა კვების, მოვლის, ინვენტარისა და აქსესუარების ბრენდებზეც საოცარი ფასდაკლებები და შეთავაზებები გელით, რაც ოჯახების სიხარულსაც გააორმაგებს.

არ გამოტოვოთ გრანდიოზული დღეები, ეწვიეთ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელს!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები. 

„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას – ერთი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ლეგიტიმაციას კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი, ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში”- ირაკლი კობახიძე

სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით. 

„დავუბრუნდები ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს მათ სალომე ზურაბიშვილი. ახლა ექვსი წლის თავზე აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის  ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში და არც უნდა დათმოს, მეშვიდე წელიც უნდა გაატაროს პრეზიდენტის თანამდებობაზეც ამისკენ მოუწოდებს მას ნიკა გვარამია, მოუწოდებენ სხვა ლიდერები, რაც რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, კონკრეტულ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი. ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი წესით კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის ამერიკულის მსგავსი წესი და არა მარტო ამერიკულის, გერმანიაშიც მსგავსი წესით აირჩევა პრეზიდენტი.

„გერმანიაშიც იქნება კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, მიწების წარმომადგენლებისგან, ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ მინიჭებული ხალხისგან კონკრეტული მანდატი და ამ მანდატის საფუძველზე ირჩევენ პრეზიდენტს. აქაც იგივე ხდება – 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხალხმა კოლეგიაშიც კონკრეტული მანდატები, კვოტები მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ანალოგიურად 2021 წელს, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქაც ხალხმა მიანიჭა კონკრეტულ პარტიებს მანდატი, რომ აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ამის საფუძველზე ყალიბდება 300-კაციანი კოლეგია, ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანუ სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას”- ირაკლი კობახიძე

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას , რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა.

„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარემოსა და ადამიანების მიმართ მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე წარმატებული გახადოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ – ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ და სწორ მინიშნებებს მოგცემთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ვიღაც ჭორებს გივრცელებთ. მოსალოდნელია პერსპექტიული ბიზნეს-წინადადებები.

კურო

გირჩევთ, რთული და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის. საღამოს შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. მოერიდეთ საკუთარ იდეებზე საუბარს, რომ ვიღაცამ არ მიითვისოს.

ტყუპები

დილით ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ უმჯობესია, ყველა რთული საქმე ამ დროისთვის დაგეგმოთ. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი ან შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. საღამოს მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან დებატებში ჩართვას და კამათს – თქვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და ნერვებს ტყუილად მოიშლით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. მოტივაცია არ გაკლიათ და მზად ხართ, რომ რთული საკითხები მოაგვაროთ. კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და შეიძლება პრობლემის მოგვარების გზა იპოვოთ. ხანმოკლე მგზავრობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება და ახალ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ. თუ ამ დრომდე სწორად იმოქმედეთ, ამ დღეს შეიძლება საკუთარი შრომის შედეგებით დატკბეთ.

ლომი

მოულოდნელი სირთულეების გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გამოცდილი კოლეგების რჩევა უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. დაფიქრდით, იქნებ საკუთარ შესაძლებლობებს აზვიადებთ? ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ არ აჩქარდეთ და თქვენი მომდევნო ნაბიჯი კარგად გათვალოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და პარტნიორს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობები ემოციურად დაძაბულია. ეცადეთ, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მშვიდად და ტაქტიანად დარწმუნება შეძლოთ. შოპინგი იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ უმჯობესია, სხვა დღისთვის გადადოთ. მოულოდნელი სიახლე გეგების შეცვლას გაიძულებთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით, ეცადეთ ურთიერთობებში უფრო მოკრძალებული იყოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გირჩევთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და მიზანს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – ნუ იქნებით თითქმის უცნობ ადამიანებთან ზედმეტად გულწრფელი. რთულ სიტუაციებში თქვენს შინაგან ხმას უსმინეთ და გამოსავალს დაგანახვებთ.

მორიელი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ყველაფერი გაღიზიანებთ. უსიამოვნებები ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილებში გელოდებათ. შეიძლება კოლეგამ ან მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ უთანხმოება მალე დავიწყებას მიეცემა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მშვილდოსანი

უინტერესო, მოსაწყენმა დავალებებმა ძალიან დაგღალათ და ნათელ ემოციებს ეძებთ. გსურთ, რომ საკუთარი მოვალეობები კოლეგებს გაუნაწილოთ და თავად რაღაც უჩვეულო და საინტერესო გააკეთოთ. ფრთხილად იყავით – არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენ შესახებ სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ. ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომების დროს ექიმს ეწვიოთ ან პრევენციული ზომები მიიღოთ.

თხის რქა

ამ დღეს მეტი შეხვედრა, გაცნობა და ურთიერთობა გჭირდებათ. შესაძლოა, ახალი მოკავშირეები იპოვოთ და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაატაროთ. რთული ამოცანების ნუ შეგეშინდებათ. ის სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ, რომელიც მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესის შემცირებაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება წარსულიდან ზოგი სიტუაცია ან ადამიანი ისევ გამოჩნდეს. ვიღაცისთვის დიდი ხნის წინ მიცემული პირობის შესრულება მოგიწევთ და ამისთვის შეიძლება გეგმების შეცვლაც მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობის დამყარებისთვის. მოერიდეთ აჩქარებას, რომელსაც უამრავი შეცდომა მოჰყვება და საქმეს გაგირთულებთ. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად, სახლის თბილ გარემოში გაატაროთ.

თევზები

ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ რაც რთულ დავალებებთან გამკლავებაში გეხმარებათ. არ დაკარგოთ ძველი მეგობრები და შეინარჩუნეთ საქმიანი კავშირები, რომლებიც ახალ პროექტებზე მუშაობისას გამოგადგებათ. თუ არჩევანის გაკეთების საშუალება მოგეცათ, ის აირჩიეთ, რაც კარგად იცით და საუკეთესოდ გამოგდით. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი საყვარელი ადამიანებისგან.

“ძლიერი საქართველო” პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს

„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს.

“ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.