როგორ შეიძლება, ატყუებდე ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს თუნდაც ოპოზიციის ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? -ირაკლი კობახიძე

18
spot_img

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას – ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები? მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამდენი ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გაჭრის და ამის შედეგია ის, რომ 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ მთავარ დღეს, როდესაც პირველად იკრიბებოდა ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტი.

„ეს ტყუილები იწვევს იმედგაცრუებას და ეს არის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი, რადგან ასეთ პირობებში საზოგადოება უკეთ გაარჩევს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვინ მოქმედებს უბრალოდ გარე დავალების შესაბამისად. ერთი საინტერესო დეტალია, თვითონ რომ გეგმავდნენ ამ  პროცესებს, ყველაფერს მაინც სხვანაირად გააკეთებდნენ, რადგან შენ როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაინც სხვანაირად გრძნობ მაჯისცემას ქვეყნის და, შესაბამისად, შეგიძლია, წინასწარ იგრძნო, 1 000 კაცი გამოვა აქციაზე, 500, 1500 თუ 10 000, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ყველა ნაბიჯს დგამენ გარედან დავალებით, მათ უწევთ თვითგანადგურების რეჟიმში მოქმედება. გარედან ვერ ხვდებიან, როგორია მაჯისცემა, რამდენი კაცი გამოვა 25-ში, 1000 გამოვა თუ 100 000, ავალებენ ისეთი შეკრების ჩატარებას, სადაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ 1 000 კაცზე მეტი არ გამოვა. ანადგურებენ საკუთარი ხელით საკუთარ აგენტურას. კარგია ასე პროცესების გაგრძელება, დანარჩენს დაველოდოთ“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.