ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი -ირაკლი კობახიძე
2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში, პირველი ფაზის ფარგლებში დასაქმდება უამრავი ადამიანი -ირაკლი კობახიძე
ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროექტის პირველი ფაზა, გეგმის თანახმად 2029 წლისთვის დასრულდება.
„იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას და ის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასევე მალე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი.
ჩვენი პროგრამის მიხედვით, 2028 წლისთვის საქართველოში უმუშევრობა 4 %-ს ჩამოცდება, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი -ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება დაუთმო ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.
„რაც შეეხება უმუშევრობას – რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს გადათარგმნილი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის დასაქმება, უმუშევრობა. უმუშევრობა იყო 26.7 % 2012 წელს, ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, 14 %-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ეს ამოცანაც არის რეალისტური, 4 წლის თავზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 6 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელთა შორის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
წლევანდელ ფესტივალზე. დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA სპეციალურ ფულად ჯილდოს აწესებს, რომელიც დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს გასცემს.
კატეგორიაში „ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხმიანება.
გამარჯვებულებს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, სპეციალური ჟიურის გამოავლენს და დააჯილდოებს.
წელს საკონკურსო ფილმების გარდა, ქართულ პანორამაში ვიხილავთ სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციას, სადაც ნაჩვენები იქნება დებიუტანტი ავტორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
ფესტივალის დეტალური პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: https://tkt.ge, https://biletebi.ge, https://www.kinoafisha.ge
(R)
ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს-ირაკლი კობახიძე
წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა -ირაკლი კობახიძე
გუნდის ერთიანობის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში, დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა ქვეყანაში და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა.
„წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა,”- განაცხადა ირაკლი კოაბხიძემ.
მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც მან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მიანიჭა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.
თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა -4, -6 გრადუსამდე დაეცეს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა.
ილონ მასკი ევროკავშირის ორგანოებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი და მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის ორგანოებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს.
ილონ მასკმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება გააკრიტიკა, რომელიც 27 ნოემბერს შედგა. ეს გახდა მისი მორიგი საჯარო კრიტიკული განცხადება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ.
„ეს არადემოკრატიულია. ევროკავშირის პარლამენტმა უშუალოდ უნდა მისცეს ხმა საკითხებს და არა – გადასცეს უფლებამოსილებები ევროკომისიას“, – დაწერა მასკმა „იქსზე“ და გააზიარა ვიდეო, სადაც კვიპროსელი ევროპარლამენტარი და ყოფილი ბლოგერი ფიდიას პანაიოტუ ახალი ევროკომისიის შემადგენლობისთვის ხმის მიცემის პროცესს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს არ შეუძლიათ, ხმა მისცენ კომისიის ცალკეულ წევრებს და მთელი შემადგენლობა პაკეტურად უნდა დაამტკიცონ.
თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ასე არ არის. ევროპარლამენტს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ კანდიდატებს მისცეს ხმა ევროკომისრების თანამდებობებზე. დანიშვნის პროცესის დროს კანდიდატები გადიან გასაუბრებას დეპუტატებთან და მათ ცალ-ცალკე აძლევენ ხმას კომიტეტებში, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დაამტკიცონ ან არ დაამტკიცონ თითოეული კანდიდატი, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე 720 დეპუტატი კიდევ ერთხელ აძლევს ხმას.
როგორ შეიძლება, ატყუებდე ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს თუნდაც ოპოზიციის ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? -ირაკლი კობახიძე
ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას – ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები? მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამდენი ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გაჭრის და ამის შედეგია ის, რომ 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ მთავარ დღეს, როდესაც პირველად იკრიბებოდა ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტი.
„ეს ტყუილები იწვევს იმედგაცრუებას და ეს არის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი, რადგან ასეთ პირობებში საზოგადოება უკეთ გაარჩევს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვინ მოქმედებს უბრალოდ გარე დავალების შესაბამისად. ერთი საინტერესო დეტალია, თვითონ რომ გეგმავდნენ ამ პროცესებს, ყველაფერს მაინც სხვანაირად გააკეთებდნენ, რადგან შენ როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაინც სხვანაირად გრძნობ მაჯისცემას ქვეყნის და, შესაბამისად, შეგიძლია, წინასწარ იგრძნო, 1 000 კაცი გამოვა აქციაზე, 500, 1500 თუ 10 000, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ყველა ნაბიჯს დგამენ გარედან დავალებით, მათ უწევთ თვითგანადგურების რეჟიმში მოქმედება. გარედან ვერ ხვდებიან, როგორია მაჯისცემა, რამდენი კაცი გამოვა 25-ში, 1000 გამოვა თუ 100 000, ავალებენ ისეთი შეკრების ჩატარებას, სადაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ 1 000 კაცზე მეტი არ გამოვა. ანადგურებენ საკუთარი ხელით საკუთარ აგენტურას. კარგია ასე პროცესების გაგრძელება, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკო-ში ყოფნა არის აუცილებელი, რათა ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი -გიორგი სიორიძე
ცესკო-ში ყოფნა არის აუცილებელი, რათა ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი, – ამის შესახებ ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სიორიძემ უპასუხა კითხვას, „ძლიერმა საქართველომ“ რატომ დააყენა ხელახლა ცესკო-ს წევრად მისი კანდიდატურა, როცა ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნების გაყალბებაზე, არალეგიტიმურობაზე საუბრობენ“.
„ცესკო-ს თავმჯდომარე არალეგიტიმურადაა არჩეული და ამას ვამბობთ უკვე ორი წელია. არავის უნდა იქ ყოფნა და არავის სიამოვნებს იქ ყოფნა. იქ ყოფნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი. ვიდრე ამას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ ყველგან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გუშინ, 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.
თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობით, თიბისის გუნდის წევრებს ინფორმაციის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ის თანამშრომელია. თიბისიმ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან დაიწყო პარტნიორობა, რაც რეგიონის მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.
დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მიცემით, თიბისი, ერთი მხრივ, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, -კომპანიის წარმატებასა და ინოვაციურობაზე ზრუნავს. Global Software Architecture Summit-ზე მიღებული გამოცდილება თიბისის ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
(R)