Home Blog Page 30

 ,,მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით”- ვლადიმერ ხუჭუა

მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს.

ხუჭუა არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვლადიმერ ხუჭუამ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. 7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

,,მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის”- სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება.

„საქართველო უპირისპირდება გლობალურ წესრიგს“, – ეს სიტყვები 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ მიტინგზე წარმოთქვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. მანამდე ზვიად გამსახურდიას დაემუქრა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომ ის დინების წინააღმდეგ მიდიოდა და მას ამას არ აპატიებდნენ. საქართველო დღესაც დინების წინააღმდეგ წავიდა და ამის გამოა ასეთი გააფთრებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ.

ის დინება, ის მეინსტრიმი, რის მიყოლასაც დასავლელი ლიდერები გვაიძულებენ, არის დაპირისპირება კაცობრიობის საუკუნოვან მონაპოვართან. გვაიძულებენ, უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჩვენგან ასე დაჟინებით, რომ გავაუქმოთ ჩვენს მიერვე მიღებული კანონი „არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ“;

მოითხოვენ, უარი ვთქვათ ეროვნულ სუვერენიტეტზე და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება, არა ჩვენს სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ იქნას მიღებული, ჩვენ კი უბრალოდ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებებს და მორჩილად აღვასრულოთ ისინი;

მოითხოვენ, რომ საქართველო მართოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, არამედ ქვეყნის გარედან დანიშნულმა და გარედან ხელდასხმულმა აგენტურამ.

ეს პროცესი არ ხდება მხოლოდ საქართველოში. დღეს ნეოლიბერალები, უფრო ზუსტად ლიბერალ-ფაშისტები, მთელ მსოფლიოში იბრძვიან ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებებისა და ტრადიციული ავტორიტეტების წინააღმდეგ. 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის ნგრევის ეპოქაში, ძალიან პოპულარული იყო სემუელ ჰანტინგტონის თეორია, რომ 21-ე საუკუნე იქნება ცივილიზაციათა ჯახის, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ბრძოლის ეპოქა. მაგრამ დღეს ვხედავთ სხვა პროცესს – ეს არის ანტიცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა კაცობრიობის მიერ ათასწლეულების განმავლობაში შექმნილი კულტურისა და ღირებულებების წინააღმდეგ.

ამ ბრძოლაში დღეს საქართველო აღმოჩნდა მედროშე და მოწინავე კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების ბრძოლის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ასე გაცოფებით, რომ გავაუქმოთ ის კანონები, რომელთა მიზანია, დავიცვათ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები. ეს ის ზღვარია, სადაც ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. 

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V”-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე. 

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული.

“საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის.  

შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.  

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“- დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს.

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები. მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.

ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ

ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხსნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული. უწყებას არ დაუკონკრეტებია როდის მოხდ7ა დაკავება, ან ვინ დააკავეს.

ამასთან, ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ გაიგზავნოს ორი სამაშველო თვითმფრინავი ისრაელის მოქალაქეების დასახმარებლად.

მან ნიდერლანდების ხელისუფლებას მოუწოდა, მტკიცედ და სწრაფად იმოქმედონ არეულობის წინააღმდეგ და უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების მშვიდობა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ნოემბერს ქუთაისში +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას, მზად ვარ მასთან დისკუსიისთვის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ყურადღების ღირსია -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მზად არის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დისკუსიისთვის.

„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება. პრაქტიკაში. თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდით, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ. რას გააკეთებს ტრამპი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ რაც აქამდე საჯაროდ ითქვა, ახლა არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც ითქვა საარჩევნო კამპანიის დროს, მგონია, რომ ეს იყო შეგნებულად ნათქვამი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა ის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, ყურადღების ღირსია“, –  განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს მისი ქცევა შთბეჭდავი იყო.

„პირველ რიგში, შემიძლია, გითხრათ, რომ მისმა საქციელმა თავდასხმის მცდელობის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის მამაცი ადამიანი აღმოჩნდა”,- აღნიშნა პუტინმა.

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდად იმუშავეთ – ნაჩქარევმა პასუხმა ან გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. წარსულის ზოგი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდება. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და ძველ შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შექმნილი ვითარება კონკურენტების ჩამოცილებისა და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ.

კურო

ამ დღეს გარშემო მყოფები და კოლეგები ისე გაღიზიანებთ, რომ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. ყველაფრის მიუხედავად, კამათს და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ, რომ მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით. გარკვეული საკითხების გადასაჭრელად თქვენი უნარები და გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ იყოს. საღამოს უპირატესობა მიანიჭეთ ნაცნობ და სასიამოვნო აქტივობებს, რომლებიც დაგამშვიდებთ.

ტყუპები

გაღიზიანება და ცუდი განწყობა მუშაობაში და სასურველი შედეგის მიღებაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, კამათში არ ჩაერიოთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ხელსაყრელი დღეა წარსული შეცდომების გამოსწორებისა და თვითანალიზისთვის. ბაზარში ან მაღაზიაში საყიდლებზე გასვლისას სიფრთხილე გამოიჩინეთ – მოსალოდნელია თაღლითობა ან ფულის დაკარგვა.

კირჩხიბი

ამ დღეს აქტიურობას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, ცვალებად გარემოებებს მოერგოთ და კომპრომისული გადაწყვეტილებები მოძებნოთ. გირჩევთ, ოჯახის წევრებს საკუთარი განცდებისა თუ პრობლემების შესახებ გულწრფელად უამბოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება დაგაზარალოთ. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფ მართვას და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას მოერიდეთ.

ლომი

რთული და სტრესული დღეა. შეიძლება პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს შეგექმნათ, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაადვილდება. თავი შეიკავეთ ხორციანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან – გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობის პრობლემები.

ქალწული

შესაძლია, ამ დღეს წარსულის რომელიღაც შეცდომა გაიმეოროთ. გირჩევთ საკუთარი გამოცდილება გაიხსენოთ და პრობლემისადმი მიდგომა შეცვალოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რომ ის არ გააკეთოთ, რასაც დიდხანს ინანებთ. სავარაუდოდ, ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი ფინანსურ წარმატებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

რთული დღეა. ვარსკვლავები უფროსებთან ან პარტნიორებთან მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებენ. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. გირჩევთ, მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი

ეცადეთ, მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და თქვენთვის საინტერესო პროცესები აკონტროლოთ. გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა გაიზრდება და გამრავლდება. კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ამ დღეს მხოლოდ სახლი და აგარაკი კი არა, პირველ რიგში, საკუთარი გრძნობები უნდა მოაწესრიგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით – შეიძლება ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ დიდი ხნის მანძილზე ნაშენები ურთიერთობა დაასრულოს. ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ, მხოლოდ წინ იყურეთ და არ დაუბრუნდეთ იმას, რაც უკვე დაასრულეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ. ყოველგვარი აგრესია გამორიცხეთ.

თხის რქა

ფრთხილად იმუშავეთ და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ამ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორება ძნელი იქნება. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის. კარგად დაფიქრდით, ვინ ან რა გართმევთ ენერგიას და თავიდან მოიცილეთ. სასურველია, რომ ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ და სტუმრად მიწვევაზე თავაზიანი უარით უპასუხოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს – შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მერწყული

მოვლენებით დატვირთული დღეა. დილიდან პრობლემის გადაჭრა და უსიამოვნებების დაძლევა მოგიწევთ. ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ. სავარაუდოდ, ძველი კავშირების განახლება შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად არახელსაყრელია, ამიტომ შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. არსებობს კონფლიქტური სიტუაციებისა და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ემოციები უნდა აკონტროლოთ. შემთხვევით გაცნობილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შესაძლოა, სიყვარული იქ იპოვოთ, სადაც არ ელით.

დასავლეთის მოწოდებები, მიაყენონ სტრატეგიული მარცხი რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი, აჩვენებს დასავლელი პოლიტიკოსების ავანტიურიზმს -ვლადიმერ პუტინი

მსოფლიოს სჭირდება რუსეთი და ვაშინგტონში ან ბრიუსელში სავარაუდო მაღალჩინოსნების გადაწყვეტილება ამას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ სახიფათო ნიშნულამდე მივედით. დასავლეთის მოწოდებები, მიაყენონ სტრატეგიული მარცხი რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი, აჩვენებს დასავლელი პოლიტიკოსების ავანტიურიზმს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენზე ზეწოლას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ორმხრივი ლეგიტიმური ინტერესების სრული გათვალისწინებით. ჩვენ ამას მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეს“, – აღნიშნა პუტინმა.

ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

კომპანია “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

კომპანიის ინფორმაციით, პიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა „გაგარინის 18″-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს „ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ – მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის”, ზემო ვეძისის ქ. 103, მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის” საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, 25ა, პეკინის გამზ. (გამსახურდიას) 42, 45, ამბროლაურის (ახლ. ოთარ ჭილაძის ) ქ. 7, 10, 166-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 14, 16, 17, 33-35, 63, 65, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 13, 13ა, 15, 17, 22ა, 22ბ, 23, II შეს. 7, იური გაგარინის ქ. 14, 16, 14/16, ვაზისუბნის (ახლ. გაბრიელ ისაკაძის) ქ. 12, 14, 29, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, სოფრომ მგალობლიშვილის ქ. 3, 13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ავქსენტი მეგრელაძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო ვეძისის დასახლების, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვაზისუბნის (ახლ. ისაკაძის), ივანე მარუშიძის, იოსველ ჯებაშვილის, ფერცულიანის, ვოლოდარსკის, ოსეთის, ზოვრეთის, ყუშიტაშვილის, ლევანდოვსკის, იოსებ იმედაშვილის, თედო სახოკიას, არდაზიანის, მირზა გელოვანის, ასევე ზემო ვეძისის ქუჩის (ილია ოდიშელიძის, ვარდენ წულუკიძის), არდაზიანის, ინტენსიფიკაციის ქუჩებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათავო ოფისს, გაგარინის ქ. 24-ში მდებარე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას”, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის”, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპე”-ს, გელოვანის ქუჩაზე – შპს “რადიო საქართველოს”, შპს “სუში მანია”-ს, შპს “ანდამა”-ს – ვეფხი და მოყმე”, მუხრან მაჭავარიანის ქ. 19-ში მდებარე შპს ,,ხედს” და სხვა.

“თბილისი ენერჯის“ განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

მოლდოვაში მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, არის დსთ-ის წევრი, არ დაუწესებია სანქციები, ამ დროს მოლდოვისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, რაც ცალსახა უსამართლობაა -ირაკლი კობახიძე

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას; მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა; მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ცალსახა უსამართლობა.

„თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივეა, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45 პროცენტი აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას; მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა; მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ეს ხომ არის ცალსახა უსამართლობა. ამაზე უხეში უსამართლობა სად შეიძლება ნახოთ. არის აშკარა, ცალსახა, უხეში უსამართლობა. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკაშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად,  ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები, მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?“ – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არაფერი მასობრივად არ დარღვეულა.

„რაც შეეხება საქართველოს, არაფერი მასობრივად არ დარღვეულა. ISFED-მა დაადგინა, თუ არ ვცდები, 25 შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის, 25-ზე მეტი ვერ დაადგინა. როდესაც ამომრჩეველი წესების დაცვით აძლევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას – და ასეთი 25 შემთხვევა დააფიქსირა ცესკო-მ – როგორ შეიძლება, ეს არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრის რამე თუნდაც საბაბად გამოდგეს? ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა. თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა. პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში, კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები. იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით. ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის.